Rakuten Viber-ის საახალწლო რჩევები ჩატებში სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად
- 28.12.2023
Rakuten Viber, საერთაშორისო ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების სფეროში, შეგახსენებთ მესენჯერის ფუნქციებს, რომლებიც დღესასწაულების წინ გამოგადგებათ.
უფასო შეტყობინებები ჯგუფურ და პირად ჩატებში, აუდიო და ვიდეო ზარები უწყვეტი კომუნიკაციისთვის მათთან, ვინც ძვირფასია თქვენთვის; საახალწლო სტიკერები, GIF-ები და მისალოცი ბარათები ნათელი და ხალისიანი კომუნიკაციისთვის - ამ და სხვა ფუნქციებს Rakuten Viber საქართველოში აპლიკაციის აუდიტორიას სთავაზობს.
იყავით კონტაქტზე წელს და ახალ წელს
პერსონალურ და ჯგუფურ ჩატებში უფასო შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს. ხოლო აუდიო და ვიდეო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დროის ლიმიტების გარეშე დაგეხმარებათ ისიამოვნოთ კომუნიკაციით მათთან, ვინც თქვენთან ახლოს არ არის.
დღესასწაულები, ტრადიციულად, გულისხმობს სამზადისსა და დაგეგმვას. ჯგუფური ჩატი ოჯახთან, კოლეგებთან ან მეგობრებთან დაგეხმარებათ განიხილოთ სასიამოვნო სადღესასწაულო საქმეები და მოაგვაროთ საკითხები სწრაფად და ეფექტურად. დღესასწაულების წინ Rakuten Viber საქართველო არხზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კენჭისყრაში მონაწილე მომხმარებელთა 54% იყენებს ჯგუფურ ჩატებს სადღესასწაულო საკითხების განსახილველად. ამავდროულად, გამოკითხვის მონაწილეთა 44%, არდადეგების დროს უფრო ხშირად იყენებს შეტყობინებებს, ვიდრე სხვა ფუნქციებს, 11% უპირატესობას ანიჭებს აუდიო და ვიდეო ზარებს, ხოლო 9% უფრო ხშირად აგზავნის სტიკერებს ან GIF-ებს. 36% კი, ყველა ამ ფუნქციას თანაბრად იყენებს.
ჯგუფური ჩატების მოსახერხებელი ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ ჩაამაგროთ მნიშვნელოვანი შეტყობინება ჩატის ზედა ნაწილში, ჩაატაროთ გამოკითხვა მონაწილეთა აზრის გასარკვევად ნებისმიერ საკითხზე, დააყენოთ თემატური ფონი, გაგზავნოთ სტიკერები თუ გიფები და მონიშნოთ თანამოსაუბრე, რომელსაც სწერთ.
იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ დაგავიწყდეთ არაფერი დღესასწაულებისთვის მომზადებისას და ყოველთვის ხელთ გქონდეთ თქვენი გეგმების სია, შეგიძლიათ My Notes გამოიყენოთ. აქ შეგიძლიათ გადააგზავნოთ და შეინახოთ შეტყობინებები, ჩაინიშნოთ, ჩამოწეროთ საქმეების სია და მონიშნოთ მათი დასრულება. ამ შემთხვევაში, შენიშვნები ავტომატურად სინქრონიზდება ყველა მოწყობილობას შორის. როდესაც მნიშვნელოვანი დავალებების და საახალწლო ამოცანების სია მზად იქნება, My Notes ჩატში შეგიძლიათ შეხსენებების დაყენება, გამეორების დროის, თარიღისა და შესაბამისობის მითითებით.
აავსეთ თქვენი კომუნიკაცია ნათელი მომენტებით
Rakuten Viber-ში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სტიკერები და ინტერაქტიური GIF-ები, ასევე ნიღბები და გაძლიერებული რეალობის ფილტრები. ისინი განსაკუთრებით პოპულარულია მესენჯერების მომხმარებლებში დღესასწაულების დროს და გამოიყენება როგორც მისალოცი ან მომავალი ღონისძიების შეხსენება. მომხმარებელთა 70%-ზე მეტი, ვინც მონაწილეობა მიიღო Rakuten Viber-ის გამოკითხვაში, აგზავნის სტიკერებს ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან დღესასწაულის მისალოცად.
სპეციალურად 2024 წლის აღსანიშნად, Rakuten Viber მომხმარებლებს სთავაზობს თემატურ ნიღბებსა და სტიკერების ნაკრებს, მათ შორის საქართველოს მომხმარებელთათვის სტიკერებს ქართულ ენაზე. თემატური არხი მისალოცი ბარათები Rakuten Viber-ში ასევე დაგეხმარებათ თანამოსაუბრეებისთვის დღესასწაულის ორიგინალურად მილოცვაში. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი სადღესასწაულო ბარათი და გაუგზავნოთ ისინი თქვენს კონტაქტებს პირდაპირ მესენჯერში.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.
თემები: