თინეიჯერი გოგონების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები: გზამკვლევი მშობლებისთვის
- 30.12.2023
გარდატეხის ასაკი რთულია, მითუმეტეს გოგოებისთვის. ზოგიერთ მათგანს უწევს ძალიან სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება, ისეთი როგორიც არის, პირველი სიყვარული, ალკოჰოლი და გატეხილი გული. მაგრამ ასევე საყურადღებოა ყოველდღიური კონფლიქტები, რადგან ისინი უფრო ხშირია და ეს არ ნიშნავს რომ არ არის სერიოზული. ზრდასრულებს ხშირად ავიწყდებათ რა რთული შეიძლება იყოს, მოზარდებისთვის ეს პერიოდი, ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე ხშირ პრობლემებზე და გამოსავალზე.
-
სხეულის ცვლილება
გარდატეხის ასაკამდე გოგოს და ბიჭის სხეული დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, გარდატეხის ასაკის მიღწევისას კი იწყება ცვლილებები თანაც ძალიან სწრაფად. ერთი-ორი წლის განმავლობაში, გოგოების ეზრდებათ მკერდი, თეძოები, იმატებენ წონაში, ეწყებათ მენსტრუაცია და ა.შ. ეს ცვლილებები იწვევს ბევრ ემოციურ და სოციალურ გამოწვევებს. დრო და დრო ის იგებს, რომ ქალებს ხშირად განსჯიან თავიანთი გარეგნობის გამო და ასევე იზრდება ზეწოლა, სხვების მოლოდინების დაკმაყოფილების.
-
ბევრი ემოციები
ფიზიკურ ცვლილებებს ასევე მოჰყვება ჰორმონების და ემოციების ცვლილება, კითხვის ნიშნები საკუთარ თავთან, დაბალი თვითშეფასება და გამოწვევა იცხოვრო და შეეგუო ახალ სხეულს. ისინი იძულებულები არიან გაერკვიონ საკუთარ თავში და გაარკვიონ, რისი კეთება სურთ მომავალში. ამავე დროს გაუმკლავდნენ ურთიერთობას მშობლებთან, ვისაც მისი კარგად არ ესმით.
-
სოციალური ცხოვრება
მშობლებს ახსოვთ მოზარდობისას სოციალური ცხოვრების სირთულეები, მაგრამ არ იციან რამდენად რთულია სოციალური ქსელების ეპოქა. იგივე სირთულეებს განიცდიან როგორც უფროსი თაობა, მაგალითად გავლენის ქვეშ მოქცევა იმისთვის, რომ იყოს მისაღები სხვა მოზარდებისთვის. მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ამ ყველა გამოწვევას უნდა გაუმკლავდეთ ყველას წინაშე სოციალური ქსელების გამო. გოგოებმა, რომლებიც არ იყენებენ სოციალურ ქსელებს, შეიძლება ამის გამო მიიღონ კრიტიკა მათი თანატოლებისგან. თუმცა ისინი, ვინც აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს, უწევთ გამოიჩინონ ძალიან დიდი ფრთხილად, რათა არ დაუშვან რამე სახის შეცდომა და არ დააზიანონ თავიანთი სოციალური ცხოვრება.
-
კომუნიკაცია
მოზარდები, რომლებიც ღიად საუბარობენ მშობლებთან ან უფროს მეგობრებთან გაცილებით უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი ვისაც ასეთი კომუნიკაცია არ ააქვთ. ზრდასრულები ხშირად უნდა ესაუბრებოდნენ მოზარდებს ყოველდღიურ პრობლემებზე და გრძნობებზე, ყველანაირი განსჯის გარეშე. უბრალოდ უნდა მოუსმინონ და გაუზიარონ საკუთარი აზრი, იმის მიუხედავად, თუ რამდენად თავდაჯერებულებად გამოიყურება მოზარდი.
-
თავის მოვლა
გოგოების სხეული იზრდება და იცვლება, ხანდახან ისინი თავს ჩაკეტილად გრძნობენ უცხო სხეულში. მოზარდი გოგოები, რომლებიც ვარჯიშობენ და ფიზიკურად აქტიურები არიან ნაკლებად განიცდიან დაბალ თვითშეფასებას. გოგოები, რომლებიც სწავლობენ თავის დაცვას, თავს ბევრად უკეთ გრძნობენ. იმის და მიუხედავად, რომ შესაძლოა ძნელი იყოს ესაუბროთ მოზარდებს ჯანსაღ კვებაზე ის აუცილებელია მათი ჯანმრთელობისთვის.
-
ინსპირაციული ქალები
მოზარდები ხშირად ცდილობენ რომ სხვებს დაემსგავსონ და იმ სტანდარტებს მოერგონ, რასაც სოციალური ქსელით ადევნებენ თავს და კარგავენ ინდივიდუალურობას. აჩვენეთ თქვენ მოზარდებს ისეთი ქალების მაგალითი რომელთა წარმატება დაფუძნებულია შრომაზე და თანაგრძნობაზე.
არასდროს არ ყოფილა მარტივი იყო მოზარდი გოგო. საზოგადოება ცდილობს და უყენებს მათ სილამაზის სტანდარტებს, ზუსტად იმ დროს როდესაც სხეული მათი კონტროლის გარეშე იცვლება, მაგრამ შეუძლიათ ამ დროს გაუმკლავდნენ. გოგოებს სჭირდებათ იგრძნონ თავი დაცულად თავიანთ ემოციებზე საუბრის დროს. მართალია მოზარდობის წლები ძალიან დიდ ხანს გრძელდება, მაგრამ მალე ისინი ჩამოყალიბებული ქალები გახდებიან. დაეხმარეთ მათ რომ იყვნენ მზად თავიანთი მომავლისთვის.
თემები: მშობლები და შვილები