მეგობრები, ოჯახი, სამუშაო, მოგზაურობა, საცხოვრებელი პირობები - ხშირად შეიძლება ყველაზე დიდი არეულობის გამომწვევი იყოს. განსაკუთრებით ხშირია ოჯახური კონფლიქტები და არასასიამოვნო შეხვედრები დღესასწაულებზე და განსაკუთრებით კიდევ შობაზე, როცა ოჯახები ერთად იკრიბებიან და დროს ერთად ატარებენ, რაც ყოველთვის სასიამოვნო მოგონებად არ რჩება ხოლმე და რის გამოც ბევრ ადამიანს შობა არც ისე ძალიან უყვარს.
გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც შესაძლოა თქვენთვის შობა არ იყოს საზეიმო განწყობის სიმბოლო.
1. სიძესთან დროის გატარება არასახარბიელოა.
რაც არ უნდა ეცადოთ, საშობაოდ სიძესთან შეხვედრას ვერ აირიდებთ, რაც გარკვეულ დაძაბულობას იწვევს. თქვენ გიწევთ სწორი სიტყვების შერჩევა და ხშირად პირში წყლის ჩაგუბებაც, რათა აირიდოთ კონფლიქტი.
2. ოჯახური დრამა.
ოჯახს, რომელსაც ჩვეულებრივ ვერ ხედავთ, ან არ გსურთ ნახვა, თან ახლავს უამრავი სოციალური პრობლემა, რომელთანაც ბევრს არ სურს გამკლავება. თუ თქვენ არ ესაუბრეთ მათ ბოლო ოჯახური შეხვედრის შემდეგ, დიდი შანსია, ამ ადამიანებთან ან რეალური კავშირი არ გაქვთ, ანდა დაძაბულობაა.
იმის გრძნობა, რომ ვალდებული ხარ, მშვიდად იჯდეთ და ისაუბროთ იმ ადამიანებთან, რომლებიც სულაც არ ზრუნავენ თქვენზე (ან ვისთანაც გადაუჭრელი პრობლემები გაქვს) ქმნის დაძაბულ ატმოსფეროს, რაც შეიძლება გადაიზარდოს ოჯახურ დრამაში.
3. მეგობრები, რომლებიც არ იცნობენ ერთმანეთს.
თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ, მათ ინდივიდუალურად იცნობთ და გიყვართ, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა ისინი არ იცნობენ ერთმანეთს და სადღესასწაულო სუფრაზე ერთად უწევთ დროის გატარება. შერეულმა პიროვნებებმა და ჩუმმა ეჭვიანობამ შეიძლება ისეთი უხერხულობა გამოიწვიოს, რომ მოსვენება დაკარგოთ და წვეულება უსიამოდ გაატაროთ.
4. „შერეული“ ოჯახები.
შობის დღესასწაულზე განქორწინების შემდეგ საერთო შვილები, ახალი შეყვარებულები და ყოფილები, რომლებიც მოწვეულნი არიან თქვენი მეგობრების მიერ - თქვენი მხრიდან მოითხოვს კომუნიკაციის სრულიად ახალ უნარებს. ხშირად ეს ემოციურად სუსტი ადამიანებისთვის სერიოზული გამოწვევაა, რაც გუნება-განწყობას აქვეითებს.
5. საოფისე წვეულებები.
საოფისე, სამსახურებრივი წვეულება ხშრად ბეწვის ხიდზე გავლაა. აქ გაკვირდებიან როგორ იქცევით? ვინ გახლავთ თან? რამდენ ალკოჰოლს იღებთ, როგორ გიჭირავთ თავი ხელმძღვანელთან?
6. ოჯახის წევრები და სხვები თქვენს რომანტიკულ ცხოვრებაზე.
იქნება ეს ოჯახი, მეგობრები თუ კარის მეზობლები, რომლებიც არდადეგების დროს გაფაციცებით აკვირდებიან, ვინ არის მარტოხელა და ვინ ურთიერთობაში.
თუ არ ხართ ურთიერთობაში, ან თუ მეწყვილე არ გახლავთ წვეულებაზე, მოემზადეთ არასასიამოვნო კითხვების კორიანტელისთვის.
7. სადღესასწაულო შოპინგი დამღლელი და ძვირია.
ჩხუბი პარკირების ადგილთან დაკავშირებით, ხალხმრავლობა და მაღაზიების რიგში დგომა, ყველასგან დიდ მოთმინებას მოითხოვს.
8. საჩუქრების ჩუქება.
რა უნდა ვაჩუქოთ? საკმარისია? შეესაბამება თუ არა იმას, რასაც ისინი ელიან ჩემგან? ხშირად ისმის ასეთი ფრაზები: "მე არ მივიღე საკმარისი" ან "მე არ გავეცი საკმარისი".
9. არდადეგების დროს მარტოობის განცდა.
დასვენების სეზონი ხშირად განსაკუთრებით მძიმეა მათთვის, ვინც არ არის ურთიერთობაში. სოციალური ზეწოლის, ან მარტოობის გრძნობამ შეიძლება დასვენება არასასიამოვნო დროდ გადააქციოს და დეპრესიაშიც გადავარდეთ.
10. არასრულფასოვანი კომუნიკაცია და იმედგაცრუება.
თუ არ ეტყვით თქვენს პარტნიორს, რა გსურთ და რას მოელით ამ დროს (ეს იქნება საჩუქრები, ოჯახთან გატარებული დრო, დღესასწაულის ტრადიციები, დროის მენეჯმენტი, ღონისძიებებზე დასწრება, სამუშაოების ჩამონათვალი თუ ფინანსები), თქვენ შექმნით დაძაბულობის ფონს, რადგან თავის დროზე უბრალოდ გულწრფელად არ ისაუბრეთ.
11. ერთმანეთისთვის „სიყვარულის“ საკუთარი ვერსიის დაწესება.
ბევრი წყვილია, რომელთაც სიყვარულზე სხვადასხვაგვარი აზრი აქვთ, მაგალითად, როცა ერთი ფიქრობს რომ სიყვარულსითვის უმთავრესი ერთად გატარებული დროა, მეორე კი ფიქრობს, რომ სიყვარულის დასამტკიცებლად მთავარი გააზრებული საჩუქარია, რომელიც შეესაბამება პარტნიორის გემოვნებას.
ეს და კიდევ ბევრი მიზეზია, რის გამოც შესაძლოა ახალი წლის სიხარული დაიჩრდილოს და თავი მოწყენილად იგრძნოთ, მაგრამ გახსოვდეთ: არც მარტოობაა დანაშაული. მნიშვნელოვანია ღიად და გულწრფელად ისაუბროთ მათთან, ვინც გიყვართ (არა მხოლოდ არდადეგების დროს, არამედ ყოველთვის).
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
თემები: ახალი წელი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია