ადგილი, სადაც სხეულის კორექციის ინტეგრირებულ მეთოდებს გვთავაზობენ
- 17.02.2017
21-ე საუკუნეში ქალების ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა ცელულიტი და სხეულზე არათანაბრად გადანაწილებული ცხიმოვანი საფარია. ცელულიტთან ბრძოლა და ზოგადად სხეულის ფორმების შენარჩუნება ხანგრძლივი პროცესია, თანაც ბევრი ქალი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, კონკრეტულად რა მეთოდს უნდა მიმართოს.
TREND-ის რედაქციამ საინტერესო აღმოჩენა გააკეთა: თბილისში Body Care-ი არსებობს — ცენტრი, რომელმაც სხეულის კორექციის ინტეგრირებული გადაწყვეტილებები შეიმუშავა: სახის მოვლის და სხეულის სარელაქსაციო პროცედურებთან ერთად, იქ წონის კორექციის, კანის ფერის აღდგენის და სტრუქტურის გაუმჯობესების, ცელულიტის გაქრობის, შეშუპების მოხსნის, სხეულის პრობლემური ნაწილების კორექციის და ხერხემლის პრობლემების მკურნალობისთვის პაციენტზე მორგებულ მეთოდებს გვთავაზობენ.
Body Care-ი 15-წლიანი გამოცდილების მქონე სხეულის საკორექციო ცენტრია, რომელიც ექიმმა-რეაბილიტოლოგმა, ფიტოთერაპევტმა და კოსმეტოლოგმა — ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტმა მარი მილორავამ დააარსა. ცენტრი ახლადმიღებულ მასაჟისტებს 1 წლის განმავლობაში გადამზადებისთვის თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე გზავნის, შემდეგ კი უშუალოდ მარი მილორავას მიერ შემუშავებული პროგრამით ასწავლის. სწორედ ქ-ნ მარის სახელს უკავშირდება საქართველოში ინოვაციური ანტიცელულიტური პროგრამების დანერგვა — Body Care-ში ნებისმიერი დანიშნულების მასაჟს სარელაქსაციო პროცედურაც ახლავს.
TREND-მა Body Care-ზე ყურადღება რამდენიმე მიზეზის გამო შეაჩერა:
- Body Care-ში პირველ უფასო კონსულტაციას ყველა პაციენტს დამფუძნებელი უწევს: გასაუბრებისას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა ხდება, შემდეგ კი მკურნალობა ინტეგრირებული მეთოდებით ინიშნება
- პაციენტის ინდივიდუალური დიეტის შედგენა მისი სისხლის ჯგუფის და ჰოროსკოპის ნიშნის საფუძველზე ხდება, დიეტის მოსაწყენი პერიოდის გახალისება კი Body Care-ის უნიკალური რეცეპტებითაა შესაძლებელი: ცენტრის ვებ-გვერდზე უამრავი გემრიელი კერძის მომაზადების წესს აღმოაჩენ, რომლებიც ქ-ნ მარის მიერ დიეტების ხელშეწყობისთვისაა შექმნილი
- იმისათვის, რომ Body Care-ში მიღწეული შედეგი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ, პაციენტებს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ზოგად რჩევებსაც აძლევენ, მათთვის კი, ვისაც ჭარბი წონის სერიოზული პრობლემები აქვს, დიეტასთან ერთად ბალახების თერაპიაც ინიშნება
- განსხვავდება მკურნალობის მეთოდიც — სხეულის კორექციის კურსის თითო ვიზიტი მინიმუმ 2 საათი გრძელდება, თანაც მხოლოდ ერთი სახის პროცედურას არ შეიცავს: ნებისმიერი ზონის კორექცია პირველ ეტაპზე აპარატული მანიპულაციის სახით მიმდინარეობს; შემდეგ კი — პრესოთერაპიის, კავიტაციის, ვაკუუმის, ბიოსტიმულაციის, ლიფტინგის ან ინტრალიპოთერაპის დასრულებისას, სხეულის პრობლემურ ნაწილებს მასაჟისტ-რეაბილიტოლოგები ხელით ამუშავებენ: Body Care-ის დამფუძნებლის განცხადებით, მხოლოდ ზედაპირული მასაჟები ცელულიტის და არასასურველი ცხიმის სრულფასოვან დაშლას ვერ უზრუნველყოფს.
- Body Care-ის არც ერთი პროცედურა სხეულზე სილურჯეებს არ ტოვებს
მომსახურებები, რომლებსაც Body Care-ი გვთავაზობს:
სახის მოვლა — ცენტრში სახის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურა ტარდება: წმენდა, ჩაღრმავებების შევსება, ინექციები და ფორმების კორექცია კუნთების გამკვრივების გზით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ პროცედურების დასრულების შემდეგ, პაციენტებს ასწავლიან, როგორ მოუარონ სახეს სახლის პირობებში.
ცხელი შოკოლადის, ბრაზილიურ, ლიმფოდრენაჟულ მასაჟებსა და სხვადასხვა სახის სარელაქსაციო პროცედურასთან ერთად, Body Care-ი საქართველოში ექსკლუზიურად ცხელი მანდარინების მასაჟს გვთავაზობს — ამ პროცედურას ერთდროულად 3 სპეციალისტი აკეთებს, თბილი თაფლის, ცხელი მანდარინების და ცხელი ქვების გამოყენებით, რომელთა ერთობლივი მოქმედებაც საბოლოოდ ანტიცელულიტურ, დამატენიანებელ და სარელაქსაციო ეფექტს განაპირობებს.
წყალქვეშა მასაჟი — ამ პროცედურის დროს პაციენტი წყლით სავსე სპეციალურ ავზში წვება და მიმართული ნაკადით მასაჟდება. იმის გამო, რომ ორგანიზმი საკმაოდ ძლიერად იტვირთება (1-საათიანი ინტენსიური მასაჟი სპორტულ დარბაზში 3-საათიანი ვარჯიშის ტოლფასია), მასაჟის მაქსიმალური ხანგრძლივობა 50 წუთია, მისი დასრულების შემდეგ კი პაციენტს რელაქსაციისთვის ფეხის გულების მასაჟს უკეთებენ.
პლანტარული მასაჟი სპეციალურად კონსტრუირებულ საწოლზე კეთდება: საწოლის გვერდებზე საკიდია დამონტაჟებული, რომელზეც მასაჟისტი ჯდება და პაციენტს ფეხის ტერფებით ამუშავებს. პროცედურა იმდენად ინტენსიურია, რომ 4 ხელით გაკეთებულ მასაჟსაც კი ანაცვლებს. რეაბილიტოლოგები მას განსაკუთრებით მამაკაცებს ურჩევენ, რადგანაც ყველაზე სწრაფად ამუშავებს ზურგის დიდ კუნთებს. ეს პროცედურა საქართველოში მხოლოდ 2 ცენტრში კეთდება: დიანერგა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე, Body Care-მა კი განსაკუთრებული მეთოდით — „პლიუს რელაქს ეფექტით“ განავითარა.
აპარატურული პროცედურები სხვადასხვა ეფექტის მიღწევის — საჯდომის კუნთის გაზრდის, ცხიმის/ცელულიტის დაშლის, ლიმფოდრენაჟის აღდეგნის და კუნთების ტონუსში მოყვანის საშუალებას იძლევა. აპარატული პროცედურებით ცელულიტის და ცხიმოვანი საფარის დაშლის შემდეგ კი Body Care-ი პაციენტებს სხეულის ზედაპირულ მოდელირებას თაფლის მასაჟით სთავაზობს.
ტაილანდური მასაჟის დროს, პაციანტს მასაჟისტის დახმარებით იოგას ყველა ილეთის პასიურად შესრულება უწევს. პროცედურას სახსრების მოქნილობის აღდგენასთან ერთად, ძლიერი რელაქს-ეფექტიც ახლავს.
არტ-სქრაბი სამმაგ მასაჟს წარმოადგენს: ამ პროცედურაში გაერთიანებულია ანტიცელულიტური, სქრაბის მასაჟი საუნით და დამატენიანებელი მასაჟი თბილი კაკაოს ცხიმით.
Body Care-ის პროცედურების შესახებ დეტალურად მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამოიკითხავ: www.body-care.ge
თემები: თავის მოვლა, Body Care Tbilisi, სხეულის საკორექციო ცენტრი, როგორ დავამარცხოთ ცელულიტი, ცელულიტთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდები, სხეულის მოვლა, ფორმის შენარჩუნება