10 ფილმი 90-იანი წლებიდან, რომლებიც შვილებთან ერთად უნდა ნახოთ
- 17.02.2017
ფილმის ყურება შვილთან ერთად ყველა მშობლისთვის სასიამოვნოა. ეს ბავშვის აღზრდის პროცესში აუცილებელიცაა. გთავაზობთ 10 ფილმს 90-იანი წლებიდან, რომლებიც შვილებთან ერთად უნდა ნახოთ
1. მისის დაუტფაიერი (1993)
ფილმში რეალური ცხოვრების სურათია აღწერილი. განქორწინებული მშობლები და ურთიერთობა შვილებთან. ფილმის მიზანია, აჩვენოს შვილებს, რომ მშობლებისთვის ისინი ყველაზე განსაკუთრებულები არიან.
2. მატილდა (1996)
ფილმში ასახულია გოგონას თავგადასავლებით სავსე ცხოვრება. მისი მიზანია აჩვენოს ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანია იყვნენ გაბედულები და როგორ ებრძოლონ უსამართლობას.
3. სათამაშო მოედანი (1993)
ფილმი ასწავლის თქვენს პატარას, რომ მისი მეგობარი შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოებას არ მოსწონს, მას სხვები საშიშად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ის სულ სხვაგვარი იყოს.
4. გაათავისუფლეთ ვილი (1993)
ფილმი ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ცხოვრებისეული შეცდომები, მეგობრობა და სიყვარული. მისი საშუალებით ბავშვები გაიგებენ, რომ ცხოველებსა და ადამიანებს შორის შეიძლება წარმოუდგენელი მეგობრობა და სიყვარული იყოს.
5. ჯეკი (1996)
ეს არის 10 წლის ცოტა განსხვავებული ბიჭის ისტორია, რომელსაც სურს ჰყავდეს მეგობრები ისევე, როგორც სხვებს.
6. პატარა თაღლითები (1994)
ფილმში ასახულია ადამიანების მეგობრობა და პირველი პირველი სიყვარული. ფილმის მიზანია აჩვენოს ბავშვებს, რომ ზოგჯერ საუკეთესო მეგობრებიც ჩხუბობენ, თუმცა პატიება და ყველაფრის დავიწყება მარტივად შეუძლიათ.
7. ფორესტ გამპი (1996)
ეს არის ფილმი, რომელიც თქვენს შვილებს დაანახებს თუ რა რთულია ცხოვრებაში ადგილის პოვნა. მისი მიზანია, აჩვენოს ადამიანებს, როგორ უნდა გადალახონ სირთულეები და გაუმკლავდნენ მარცხს.
8. მარტო სახლში (1990)
ეს ნამდვილი კლასიკაა, რომელიცყველა ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნანახი. საუკეთესოა იმისთვის რომ ასწავლოთ თქვენს შვილებს, რა არ უნდა გააკეთონ, როგორ არ უნდა მოიქცნენ, როცა ოჯახის წევრებზე განაწყენდებიან.
9. ცხოვრება მშვენიერია (1997)
ფილმში ასახულია მშობლის უპირობო სიყვარული შვილისადმი. მისი ნახვისას თქვენს შვილს გაეღიმება იმაზე, თუ როგორ ცდილობს მშობელი მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული სისასტიკე შვილს არ აჩვენოს, ამავდროულად გაიგებს იმასაც თუ რამხელა ტკივილი მოუტანა ომმა ადამიანებს.
10. ჩემი გოგო (1991)
ეს შეიძლება თქვენი შვილისთვის ყველაზე საყვარელი ფილმი გახდეს. მასში ასახულია მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, მეგობრობის დასრულება, მარტოხელა მშობლის სირთულეები. ეს არის ფილმი, რომელიც ბავშვის გონებაში სამუდამოდ დარჩება.
თემები: ბავშვი, ოჯახი, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბედნიერი ბავშვი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია