იყო მოდელი - ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ეს პროფესია საკმაოდ ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.

მოდელები ყოველდღიურად დიდი ყურადღების ქვეშ არიან და სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა. ისინი მუდამ ფორმაში უნდა იყვნენ, მათი კანი, სხეული კი, მიმზიდველად გამოიყურებოდეს. არ აქვთ მოდუნების უფლება. მოდელების გარშემო ყოველთვის ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემელთა არმიაა.

მათ ხშირად უწევთ თვითმფრინავით გადაადგილება, დამღლელი გადაღებები. ყოველივე კი, კანის გამოშრობას იწვევს, ჩნდება ფორები და გამონაყარი.

ჟურნალისტებს “victoria’s secret”-ის ანგელოზებმა გაუმხილეს თუ რას მიირთმევენ იმისთვის, რომ გლუვი, პრიალა კანი ჰქონდეთ:

1. ბელა ჰადიდი

როცა საჭმელს თავს არიდებ, არადა ძალიან გინდა, ძნელია. მე ჩემს თავს არაფერს ვუკრძალავ. თუ რაიმე გაგიჟებით მინდა, ვჭამ მას. ძალიან მიყვარს შემწვარი ისპანახი და შემწვარი ქათამი, რაც კარგი არ არის. ვიღებ დიდი რაოდენობით წყალს.

2. ჟასმინ ტუკსი

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი. ეს ატენიანებს კანს. შევნიშნე, რომ კანი უკეთესად გამოიყურება მაშინ, როცა ვსვამ ბევრ წყალს. მიყვარს ბოსტნეული, განსაკუთრებით ბროკოლი.

3. მინგ ქსი

არ უნდა ჭამოთ ცხარე და ცხიმიანი საჭმელი. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ რასაც მიირთმევთ ეკოლოგიურად სუფთაა. კვირაში ორი დღის განმავლობაში მაინც აუცილებლად უნდა მიირთვათ ბოსტნეული

4. ჯოან სმოლსი

იმისთვის, რომ გქონდეთ პრიალა კანი უნდა დალიოთ ბევრი წყალი ლიმონით.

5. რეიჩელ ჰილბერტი

ვჭამ ძალიან ბევრ ისპანახს და ბოსტნეულს, ვცდილობ, დავლიო დიდი რაოდენობით წყალი. საერთოდ, მნიშვნელოვანიასაჭმლის მომნელებელი სისტემა გქონდეთ წესრიგში. თუ შინაგანი პრობლემები გაქვთ, ეს თქვენს კანზე აისახება.

6. სარა სამპაიო

შევამჩნიე, რომ რძის პროდუქტები ჩემს კანზე ცუდად მოქმედებდა, ამიტომ, თავი დავანებე მათ მიღებას, რაც ძალიან დამეხმარა. ასევე, ცუდად მოქმედებს შაქარი. სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გინდათ რომ პრიალა კანი გქონდეთ - ამოიღეთ მოხმარებიდან შაქარი, რძის პროდუქტები და მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი.

7. ელსა ჰოსკი

თავს ვარიდებ შემწვარ საკვებს და ვფიქრობ, რომ ჩემი კანი უკეთ გამოიყურება მაშინ, როცა არ ვჭამ ასეთ საჭმელს. განსაკუთრებით შემწვარი კარტოფილი მიყვარს, მაგრამ როცა ვიცი, რომ ჩემს კანს ვნებს, მის ჭამას მირჩევნია, უკეთ გამოვიყურებოდე.

8. დევონ უინძორი

ვერ ვიტყვი, რომ პრიალა კანისთვის რაიმეს ვჭამ. გამიგია, რომ წითელი ღვინო აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და მე ვსვამ ბევრ წითელ ღვინოს. შაქარი ერთმნიშვნელოვნად ცუდია.

9. მართა ჰანთი

იმისთვის, რომ ჩემი კანი სუფთა და პრიალა იყოს, ორაგულს მივირთმევ. ვჭამ ბევრ ბოსტნეულს, კომბოსტოსა და ავოკადოს. ვცდილობ თავი ავარიდო შაქრის მიღებას.