LIFE

რა უნდა მიწეროთ მამაკაცს, თუ ის მოგწონთ

რა უნდა მიწეროთ მამაკაცს, თუ ის მოგწონთ

თუ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მეგობართან აგზავნით, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ როცა საქმე საყვარელ მამაკაცს ეხება, საქმე სხვაგვარადაა.  

ამ დროს ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ბუნების ხართ - მოკრძალებული თუ თამამი, პასუხისმგებლიანი თუ უყურადღებო და ა.შ.
TREND გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს სხვადასხვა შემთხვევისთვის.

არანაირი მინიშნება

თუ პირდაპირი გოგო ხართ, მაშინვე აუხსენით რა მოგწონთ და რა არა მასში. ამგვარად, ის უფრო მეტად გააცნობიერებს თქვენს მიდგომებს თუ შეხედულებებს და გადაამოწმებს მას პირველივე პაემანზე.

დაეხმარეთ, გახდეს აქტიური

არ მიწეროთ უზარმაზარი გულწრფელი წერილი. მისთვის ერთი კითხვაც საკმარისია. იქნებ ის უბრალოდ ვერ ბედავს პირველი ნაბიჯის გადადგმას, ფიქრობს, რომ მზად არ ხართ, არ მოგწონთ, ან ჯერ ადრეა და ა.შ.? დაეხმარეთ მას გახდეს უფრო აქტიური.

საერთო საქმე დააკავშირებს თქვენს გულებს

თუ ერთად სწავლობთ ან მუშაობთ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ერთად გაატაროთ დრო არაფორმალურ გარემოში და დატკბეთ ერთად ყოფნის ბედნიერებით.

ბიჭებსაც უყვართ კომპლიმენტები

თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ბედნიერად იღიმება, როცა გეუბნებიან: „ვაი! რა ლამაზად გამოიყურები!"
შეამჩნიეთ მისი ახალი მაისური და ეჭვი გეპარებათ, რომ მას არ აინტერესებს როგორ გამოიყურება? პირიქით, მას ეს ძალიან აინტერესებს და დიდად გაახარებს, თუ ამაზე რამდენიმე კეთილ სიტყვას იტყვით.

საერთო შეკრება

თუ ჯერ კიდევ არ ხართ მზად პირისპირ შეხვედრებისთვის, ამისთვის არის საერთო შეკრებები. დაურეკეთ თქვენს საყვარელ მამაკაცს და შესთავაზეთ საერთო შეკრებაზე წასვლა იმ საბაბით, რომ „ყველა იქ იქნება“. ვის უნდა გუნდიდან განშორება?

"ჩვენ უფრო ხშირად უნდა შევიკრიბოთ"

"ჩვენ უფრო ხშირად უნდა შევიკრიბოთ" არის უნივერსალური ფრაზა, რომელიც მინიმუმ კარგი ფლირტის დასაწყისია, თან თუ წინადადების ბოლოს წერტილის ნაცვლად რაიმე სმაილიკს დაუმატებთ.

შემთხვევითი შეხვედრები

თუ შემთხვევით სადმე გადაგეყარათ, ამაზეც შეგიძლიათ მიწეროთ დღის ბოლოს და აღნიშნოთ, რომ მასთან მოულოდნელმა შეხვედრამ ძალიან გაგახარათ.

იუმორი

თუ იუმორი მისი ძლიერი მხარეა და მთელი საღამო მის ხუმრობებზე სიცილში გაატარეთ, თავისუფლად მიწერეთ ამის შესახებ. მას ძალიან ესიამოვნება იმის გაგება, რომ მისი იუმორით მოხიბლული ხართ და შემდეგშიც ეცდება მხიარული განწყობა შეგიქმნათ.

უსურვეთ კარგი დღე

ბანალური "კარგი დღე გქონდეთ" დილაადრიანად ნამდვილად აუმაღლებს განწყობას თქვენს საყვარელ მამაკაცს. ჩათვალეთ, რომ მას ერთი ბედნიერი დღე უკვე აჩუქეთ.