SEX

დაგვიანებული ეაკულაციის 5 მიზეზი მამაკაცებში

დაგვიანებული ეაკულაციის 5 მიზეზი მამაკაცებში

მამაკაცებში დაგვიანებული ეაკულაცია ხშირია, რაც სექსის დროის გაჭიანურებას და ზოგჯერ პარტნიორისთვის სიამოვნების მიღების დაგვიანებას იწვევს. ეს კი საკმაოდ მტკივნეულად ეხება მამაკაცის ეგოს და არც ისე კარგად მოქმედებს წყვილის ურთიერთობაზე.

ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის მხარდაჭერა და დახმარება. მთავარია, დროულად დავიწყოთ საუბარი პრობლემაზე და ვეძებოთ გადაჭრის გზები.

წამლები, რომლებიც გავლენას ახდენს ორგაზმზე

ჰკითხეთ თქვენს მეგობარს, იღებს თუ არა ანტიდეპრესანტებს, წნევის წამლებს ან შარდმდენებს. თუ პასუხი დადებითი აღმოჩნდება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ეს „მავნებლები“ ​​მისი ორგაზმის მთავარი შემაჩერებელი ფაქტორებია.



სთხოვეთ პარტნიორს ესაუბროს ექიმს. მნიშვნელოვანია, სპეციალისტმა შეარჩიოს მედიკამენტების ანალოგები, რომლებიც არ იმოქმედებს მის სექსუალურ ცხოვრებაზე. დროთა განმავლობაში, გვერდითი ეფექტი გაქრება და თქვენ დაუბრუნდებით სრულფასოვან სქესობრივ თანაცხოვრებას.

ალკოჰოლი სექსის წინ

ერთი ჭიქა წითელი ღვინო დაგამშვიდებთ და მოგადუნებთ, მაგრამ ალკოჰოლის ჭარბი დოზა გააფართოებს სისხლძარღვებს და დაბლოკავს ნერვულ რეცეპტორებს. ამის გამო, ტაქტილური შეგრძნებები საგრძნობლად დუნდება. და მაშინაც კი, თუ მამაკაცი ერექციას მიიღებს, მან შეიძლება ვერასდროს მიაღწიოს ეაკულაციას.

მასტურბაცია

ხშირი მასტურბაციის დროს, მამაკაცები უჩივიან სპერმის გამოყოფას ერექციის გარეშე, რაც ეაკულაციის მარეგულირებელი ნერვების დარღვეული მუშაობითაა გამოწვეული.
მასტურბაციის დროს მამაკაცი ყველაფერს თავად და სწრაფად აკეთებს, ამიტომ პარტნიორთან სექსის დროს ახალ ტემპზე და პენისის სხვა შეკუმშვაზე მორგება მისთვის არც ისე მარტივია.

დაბალი თვითშეფასება

სექსის დროს ბიჭებიც ისევე ღელავენ, როგორც გოგონები. ისინი ძალიან წუხან, რომ რაღაცას არასწორად გააკეთებენ ან ძალიან სწრაფად დაასრულებენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მამაკაცები მთლიანად იკეტებიან საკუთარ გრძნობებში.



ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი პარტნიორისთვის დროის მიცემა და ორიოდე წამახალისებელი სიტყვის თქმაა, რაც მას თავდაჯერებულობას შემატებს და სექსიც ვნებიანი და მრავალფეროვანი გახდება.

ინფექცია და სხვა დაავადებები

ზოგჯერ პროსტატის ან საშარდე გზების ინფექცია ხელს უშლის მამაკაცის ნორმალურ ეაკულაციას. გულის დაავადება, ნერვის დაზიანება და ჰორმონალური დისბალანსი, როგორიცაა ჰიპოთირეოზი ან დაბალი ტესტოსტერონი, ასევე შეიძლება იყოს არანაკლები ბარიერი ორგაზმისთვის.



ამ შემთხვევაში მამაკაცმა უნდა მიმართოს ექიმს და გაარკვიოს ეაკულაციის ნაკლებობის ნამდვილი მიზეზი.

პ.ს. როგორც კი გაიგებთ პარტნიორის დაგვიანებული ეაკულაციის ნამდვილ მიზეზებს, სწრაფად დაიწყეთ პრობლემის მოგვარება. აგრძნობინეთ პარტნიორს, რომ თქვენ მისი მხარდამჭერი ხართ. არ დაგავიწყდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი დასვენება, სწორი კვება, ცუდი ჩვევების დავიწყება და სპორტით დაკავება. ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის სექსუალურ ურთიერთობაზე.