LIFE

10 ორიგინალური იდეა 2024 წლის დაუვიწყარი ქორწილისთვის

10 ორიგინალური იდეა 2024 წლის დაუვიწყარი ქორწილისთვის

თუ გსურთ თქვენი ქორწილი ორიგინალური და დასამახსოვრებელი დარჩეს სტუმრებისთვის, TREND გიზიარებთ იდეებს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის გასალამაზებლად:

1. სთხოვეთ თქვენს მოწვეულ სტუმრებს, გამოგიგზავნონ თავიანთი საყვარელი სიმღერები, შემდეგ შეაგროვეთ ყველა ტრეკი ერთ სიაში და სთხოვეთ დიჯეის გააკეთოს კარგი მიქსი - სტუმრები აუცილებლად აღფრთოვანებულნი დარჩებიან ამ ჟესტით.



2. აჩუქეთ მეჯვარეებს შეკვეთით დამზადებული, პერსონალიზებული ბროშები: ისინი ამ დღეებში ყველაზე დაღლილები და დატვირთულები არიან და ეს ნაბიჯი, ძალიან გაახარებთ.

3. მოაწყვეთ სტენდი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შეუკვეთონ საინტერესო კოქტეილი ან საყვარელი ყავა და გაერთონ ბარისტასთან ერთად: ეს კარგ განწყობას შემატებს ისედაც სადღესასწაულო ატმოსფეროს.



4. თუ ღია ცის ქვეშ გეგმავთ ქორწილს, იფიქრეთ პერსონალურ მზარეულზე, რომელიც სტუმრების წინ მოამზადებს სხვადასხვა კერძს. ეს იქნება ერთგვარი სანახაობა სტუმრებისთვის.

5. იფიქრეთ ბავშვების სივრცეზე, რათა პატარა სტუმრებმა არ შეაწუხონ უფროსები. გამოყავით მათთვის ცალკე ადგილი, დაიქირავეთ ანიმატორი, ვიზაჟისტი, რომელიც მათ სასაცილო მაკიაჟს გაუკეთებს და ასევე გაართობს.



6. 2024 წლის საქორწილო ტენდენციები მოიცავს ფოტოგრაფიის დოკუმენტურ სტილს. სულ უფრო და უფრო ნაკლებ წყვილს სურს ალბომში ნახოს დადგმული ფოტოები იძულებითი ღიმილით და სტანდარტული პოზებით. ცოცხალ, გულწრფელ ფოტოებზე უკეთესი არაფერია. ამიტომ შეარჩიეთ ფოტოგრაფისა და ვიდეოგრაფის კარგი ტანდემი, რომელიც შეუმჩნევლად გადაიღებს ქორწილს და „დაიჭერს“ რეალურ ემოციებს.

7. სთხოვეთ მეჯვარეებს, ქორწილის დღეს დილით თქვენი ფეხსაცმლის ძირებზე დაწერონ თავიანთი სახელები: ვისი სახელიც საღამომდე არ წაიშლება, ის მალე დაქორწინდება.



8. მოიწვიეთ ნიჭიერი მხატვარი, რომელიც ახალდაქორწინებულებისა და სტუმრების ესკიზებს ხელით დახატავს და შემოგთავაზებთ სახალისო შარჟებს.

9. თუ საყვარელი ძაღლი გყავთ, ის შეიძლება გახადოთ ორიგინალური საქორწინო წვეულების სრულფასოვანი მონაწილე. მის საყელოზე შეგიძლიათ მიამაგროთ ნიშანი წარწერით "პატარძალი მალე გამოჩნდება" ან "მხიარულება იწყება, ცეკვის დროა!



10. და ბოლო რჩევა ორიგინალური და დასამახსოვრებელი ქორწილისთვის: მიეცით საშუალება სტუმრებს, გახდნენ ქორწილის მონაწილეები და არა მაყურებლები.

დაე, თავად აირჩიონ რა უნდა გააკეთონ: მშვიდად ესაუბრონ ერთმანეთს მაგიდასთან, დაესწრონ კულინარიულ მასტერკლასებს, შეუკვეთონ პიკანტური კოქტეილი თუ იცეკვონ თავდავიწყებით.