LIFE

ლიმონის განსაკუთრებული თვისებები, რომლის შესახებაც ბევრმა დიასახლისმა არ იცის

ლიმონის განსაკუთრებული თვისებები, რომლის შესახებაც ბევრმა დიასახლისმა არ იცის

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებების გამოყენება. პირველ რიგში, ისინი არ აზიანებენ ავეჯის ზედაპირებს. მეორეც - და რაც მთავარია - ისინი არ გამოყოფენ ტოქსიკურ ორთქლს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ მკვიდრდებიან ჩვენს ფილტვებში, კანზე და ნაწლავებში და არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.

სანამ მაღაზიის თაროებზე უსაფრთხო ქიმიურ საშუალებას ეძებთ, სცადეთ უბრალო ლიმონი.

მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა

ეს არის უმარტივესი გზა მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად. მიკროტალღურ ღუმელში წყლისა და ლიმონისგან გამოთავისუფლებული ორთქლი აშორებს ჯიუტ ჭუჭყს და კლავს ბაქტერიებს: ჩაასხით წყალი ჭიქაში, დაამატეთ ერთი ლიმონის წვენი, მოათავსეთ ჭიქა მიკროტალღურ ღუმელში და ჩართეთ 2 წუთის განმავლობაში. ფინჯანი დაუყოვნებლივ არ ამოიღოთ - გააჩერეთ კიდევ 2 წუთი, შემდეგ კი ამოიღეთ ჭიქა და გაწმინდეთ მიკროტალღური ღუმელი ნესტიანი ქსოვილით.

უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლება

კერძების მომზადების შემდეგ სამზარეულოს ოთახი გაჯერებულია საჭმლის სუნით. ხშირად, ნაგვის ურნის დაცლის შემდეგაც სახლში უსიამოვნო სუნი რამდენიმე დღე რჩება.
ლიმონი უებარი საშუალებაა ნებისმიერ სუნთან გასამკლავებლად: ჩაასხით წყალი სფრეის ბოთლში, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, შეასხურეთ ზედაპირზე - მაგიდაზე, გაზქურაზე და რამდენიმე წამში თქვენს სახლში უსიამოვნო სუნის ნაცვლად ლიმონის არომატული სუნი იტრიალებს.

შენიშვნა: არ დაასხუროთ ლიმონის ნაზავი მარმარილოს ზედაპირებზე. ასევე, არ გამოიყენოთ ეს მეთოდი დელიკატური ქსოვილებისგან დამზადებულ ავეჯზე.

ნიჟარის გაწმენდა



ლიმონი საუკეთესო საშუალებაა ნიჟარის გასაწმენდად. შეურიეთ ლიმონი და სოდა, რათა თავიდან აიცილოთ სუნი: ჩაასხით 2 სუფრის კოვზი სოდა კანალიზაციაში, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი 1 ს.კ. ლ. ლიმონმჟავა, გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ მილში ჩაუშვით ცხელი წყლის ნაკადი.

სამზარეულოს დაფების მოვლა

დროთა განმავლობაში საჭრელ დაფებზე ჭუჭყი და ბაქტერიები გროვდება და უსიამოვნო სუნს გამოყოფს - ნუ იჩქარებთ დაფის გადაგდებას: დაფას მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 10 წუთი, შემდეგ დაასხით ლიმონის წვენი და კარგად შეაზილეთ. ეს მეთოდი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სუნის, არამედ ლაქების მოშორებასაც.

ლაქებისგან გათავისუფლება

დაასხით ერთი ლიმონის ნაჭრის წვენი ლაქაზე. გამოიყენეთ სუფთა კბილის ჯაგრისი ან ღრუბლის რბილი მხარე ლაქის გასაწმენდად, რამდენიმე წუთში გარეცხეთ ნივთი ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით, ლაქა უკვალოდ გაქრება.

მიმწვარი ტაფის გაწმენდა



ტაფა რომ აღდგეს, შეავსეთ ცხელი წყლით და დაუმატეთ ლიმონის კანი. მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ სითხე დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გარეცხეთ ხელით ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

ვერცხლის ჯამ-ჭურჭელი

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ვერცხლის დანა-ჩანგალს: ნუ ეცდებით ლაქების წყლით გარეცხვას ან ქიმიური სითხეების გამოყენებას.

არსებობს გზა, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ვერცხლის

დანა-ჩანგლის გაშავება: აურიეთ 1 ს/კ წყალი, რძის ფხვნილი და ლიმონის წვენი. დაამუშავეთ ვერცხლის ნივთი ნარევით და გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში ან მთელი ღამით. ნივთი პირვანდელ სახეს დაუბრუნდება და იბრწყინებს.

სუფთა ფანჯრები



საიდუმლო არ არის, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიკატები ხშირად ტოვებენ ლაქებსა ფანჯრებზე. მაგრამ ლიმონის წვენისა და სახამებლის ნარევი არ ტოვებს ლაქებს მისი სწრაფი გაშრობის და ფხვიერი შემადგენლობის გამო: შეურიეთ ლიმონის ნაჭრის წვენი და 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი, შემდეგ გაწმინდეთ ფანჯრები სუფთა, ნესტიანი ქსოვილით.