მიუხედავად იმისა, რომ ვარდისფერი სათვალე სულაც არაა საჭირო, მაინც ჯობია, რომ ფოკუსირდეთ დადებით მხარეებზე.ჩვენს ირგვლივ ბევრი კარგი რამ ხდება, მაგრამ ხშირად ამას ვერ ვამჩნევთ. უმეტესად ვკონცენტრირდებით ნეგატივზე და ვგრძნობთ, თითქოს არამეგობრულ სამყაროში ვცხოვრობთ.
აი, როგორ შეგიძლიათ იპოვოთ კარგი თქვენი ცხოვრების ყველა დღეში და ყველა ასპექტში, მაშინაც კი, როდესაც საქმე რთულადაა.
გაიხარეთ წვრილმანებით
პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ყოველდღიური ვალდებულების აღება, რომ იფიქროთ მხოლოდ კარგზე. ყოველდღე დაფიქრდით იმაზე, რისთვის ხართ მადლობელი და ეცადეთ გაიხაროთ წვრილმანებით.ცუდი დღე ნორმალურია
ზოგჯერ, შესაძლოა, ცუდი დღე გქონდეთ და ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, თუ რამდენად ცოტაა ასეთი დღეები, შვებით ამოისუნთქავთ.იფიქრეთ იმაზე, თუ რა იყო განსაკუთრებული ან უნიკალური ამ დღეს. იყო რამე გამორჩეული? ფოკუსირდით იმაზე, რაც მოგეწონათ დღის განმავლობაში და რამაც შეიძლება განასხვაოს იგი ყველა დანარჩენისგან.
სპონტანური სიკეთე
დღის გაუმჯობესების და პოზიტიური განწყობის ერთ-ერთი გზა არის ახლობლების მიმართ სიკეთე.კეთილი ქმედებები დაგეხმარებათ ფოკუსირდეთ პოზიტიურზე და კომფორტულად იგრძნოთ თავი.
კარგი სტრატეგიაა კეთილი მოქმედებების დაგეგმვა - გადაწყვიტეთ მარტივი ქმედება, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ უცხო ადამიანის, ოჯახის წევრის ან გარშემომყოფებისთვის. გსურთ ვინმესთვის ყავის ყიდვა? იქნებ საკუთარ თავზე აიღოთ მათი ერთ-ერთი სამუშაო? შესაძლოა, გაჭირვებაში მყოფ ადამიანს დაეხმაროთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
სიკეთის სპონტანური კეთება არ საჭიროებს ბევრ დაგეგმვას, უბრალოდ დაისახეთ განზრახვა და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ სცადოთ და გააკეთოთ ეს.
შეასწორეთ ის, რაც არ მოგწონთ
ჰკითხეთ საკუთარ თავს, იყო თუ არა ერთი რამ, რაც არ მოგწონთ ერთ რომელიმე დღეს. გააკეთეთ აქცენტი კონკრეტულ ქცევებზე. ეცადეთ, წვრილმანებსაც მიაქციოთ ყურადღება და განავითაროთ სამიზნე ქცევა. მაგალითად, თქვენ შეიძლება არ მოგწონთ ის, თუ როგორ ესაუბრეთ კოლეგას, ამიტომ თქვენი მიზანი იქნება მისთვის კარგი პასუხის გაცემა. ეს არის პატარა, მიღწევადი მიზანი, რომელიც დაგეხმარებათ დადებითად იგრძნოთ დღე.ესაუბრეთ პოზიტიურ ადამიანებს
თქვენ გარშემო არიან დადებითი და უარყოფითი ადამიანებიც. როდესაც ცდილობთ კონცენტრირება მოახდინოთ დადებით მხარეებზე, შეეცადეთ მოძებნოთ ოპტიმისტები, ისინი, ვინც გაგამხნევებენ და გაგიზიარებთ სამყაროს პოზიტიურ ხედვას.ზოგჯერ ჩვენ გვჭირდება რეალობის შემოწმება. მაგრამ თუ თქვენ ეძებთ პოზიტიურობას, ნუ შეგეშინდებათ წასვლა მათთან, ვინც სავსეა მზით და რომელიც გთავაზობს ნათელ, იმედიან პერსპექტივას. მათ შეუძლიათ გააძლიერონ თქვენი ოპტიმიზმი და წაგახალისონ, რომ მეტი პოზიტივი იპოვოთ ცხოვრებაში.
თემები: ბედნიერება, ცხოვრების გაკვეთილები