სილამაზე

იცით თუ არა, რა ფერის პომადა იზიდავთ მამაკაცებს?

იცით თუ არა, რა ფერის პომადა იზიდავთ მამაკაცებს?

კოსმეტიკურ საშუალებების ფერების არჩევა ის საკითხია, რომელსაც მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ რისკების შესამცირებლად. პომადის სწორ ჩრდილს შეუძლია ქალს მიმზიდველობა შესძინოს, უცნაური და არაბუნებრივი ფერის პომადა კი საპირისპირო ეფექტს მოახდენს.

ოდესმე გიფიქრიათ, მოსწონს თუ არა თქვენს მამაკაცს პომადის ფერი, რომელსაც ატარებთ?

ზოგიერთი მამაკაცის თვალში პომადა ძალიან მიმზიდველად ჩანს, მათთვის პომადა სიმბოლურად გამოხატავს სითამამეს, თავდაჯერებულობას, სექსუალურობას და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევას. რამდენჯერაც არ უნდა გითხრათ პარტნიორმა, რომ მოსწონხართ მაკიაჟის გარეშე, არ დაიჯეროთ. ის უფრო მეტად მაშინ შემოგხედავთ, როცა ტუჩებზე იდეალური ჩრდილი გექნებათ.

წითელი

მანჩესტერის უნივერსიტეტის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს ნამდვილად იზიდავთ წითელი პომადა და ის ყველაზე მიმზიდველ ფერად ითვლება.

კვლევაში მონაწილეობდა 50 მამაკაცი, რომლებიც უყურებდნენ ქალების ფოტოებს, რომლებსაც წითელი, ვარდისფერი, შინდისფერი პომადა ესვათ ან საერთოდ არ ჰქონდათ პომადა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მამაკაცების 73 %- ს წითელპომადიანი ქალები მოეწონათ.



წითელი ფერები, იქნება ეს მარჯნისფერი წითელი, ცოცხალი ალისფერი თუ ღრმა ვინტაჟური ელფერი - გაბედულ განცხადებას აკეთებს, რომელიც ასახავს ნდობას ან თვითდაჯერებულობას სამყაროში.

თუ ირჩევთ კაშკაშა წითელ პომადას, მამაკაცებისთვის თქვენ ვნებიანი და რისკიანი ხართ. წითელი პომადის შესანიშნავი ელფერი ეხმარება ქალებს, რომლებსაც აკლიათ თავდაჯერებულობა, გადაიქცნენ საკუთარი თავის უფრო ძლიერ ვერსიად.

ვარდისფერი

ასევე მანჩესტერში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები 6-7 წამს უყურებდნენ ქალებს ვარდისფერი პომადით და მხოლოდ 2-2 წამით უყურებდნენ მათ, ვინც პომადას არ ატარებდა.

როგორც ჩანს, პომადის ვარდისფერი ჩრდილები არის მამაკაცის მეორე საყვარელი ფერი, წითელის შემდეგ.



დელიკატური ვარდისფერი ითვლება სიმპატიურობის და ქალურობის სიმბოლოდ და, შესაბამისად, აძლიერებს ქალის მიმზიდველობას. მამაკაცების აზრით, ქალებს, რომლებიც ატარებენ ნაზ ვარდისფერ ჩრდილს, ძალიან რბილი და დახვეწილი ბუნება აქვთ. ასეთი ჩრდილები ეუბნება მამაკაცებს, რომ ნათელი და მუქი ვარდისფერი ტუჩების ქალები არ არიან ძალიან ძლიერი, მაგრამ იციან როგორ აიღონ პასუხისმგებლობა, როდესაც ასეთი საჭიროება ჩნდება. ისინი ასევე ადვილად მოქმედებენ და შეუძლიათ სიტუაციის განმუხტვა.

შინდისფერი

შინდისფერი არის ფერი, რომელსაც ყველა ვერ იხდენს, მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი ჩრდილის პოვნას, მაშინ მარტივად დაიპყრობთ მამაკაცის გულს. მამაკაცები უბრალოდ კერპებად აქცევენ მათ, ვისაც შეუძლია ამ ფერის ტარება და მოხდენა.



შინდისფერი ჩრდილის მატარებელი ქალი არის ნამდვილი ქალი, ამაყი თავისი ქალურობით და საკუთარ თავში დარწმუნებული.