ჯანმრთელობა

როგორ უნდა იკვებოთ 40 წლის შემდეგ - შეაჩერეთ დაბერების პროცესი

როგორ უნდა იკვებოთ 40 წლის შემდეგ - შეაჩერეთ დაბერების პროცესი

სწორი კვება არა მხოლოდ ანელებს დაბერების პროცესს, არამედ გვმატებს ძალასა და ენერგიას.

40 წლის შემდეგ ბევრი გადახედავს ცხოვრების წესს. თუ ამ დრომდე ადამიანების უმეტესობა მარტივი დიეტით აღწევდა სასურველ წონას, უკვე 40 წლის ზემოთ წონაში მატება უფრო ხშირი და ადვილია, ვიდრე დაკლება. „ამ დროს ვიწყებთ ჩვენი სხეულის მოსმენას და ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ის, რაც შეიძლება საზიანო იყოს“, - ამბობს კიბოს სპეციალისტი დოქტორი დევიდ აგუსი.

თუმცა 40 წლის ასაკში ყველაფერი არ მთავრდება და ჩვეული რუტინის სწორი კორექტირებით საგრძნობლად იზრდება ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრების ალბათობა.

ხშირად დალიეთ რძე

ერთი ჭიქა ცხიმიანი რძე ვარჯიშის შემდეგ არის ზუსტად ის, რაც გჭირდებათ სხეულის სიმკვრივისთვის. ასაკთან ერთად, კუნთების მასა მცირდება. რძის რეგულარული მოხმარება კი ანელებს ამ პროცესს. რძე ასევე შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ძლიერი, ჯანსაღი ძვლებისთვის.

მოერიდეთ დიეტურ დანამატებს

სხვადასხვა დიეტური დანამატები და ვიტამინების კომპლექსი - არ არის სწორი არჩევანი, გვაფრთხილებენ ექიმები. ბევრი დიეტური დანამატი შეიძლება საზიანო იყოს. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ 40 წლის შემდეგ უფრო ფრთხილად მოეკიდოთ დიეტას, მათ შორის ვიტამინებით მდიდარ საკვებსაც.

დაივიწყეთ სუსნაობა

დიეტოლოგები კატეგორიულად აცხადებენ, არ მიირთვათ ტელევიზორის ყურების დროს, მოერიდეთ ნამცხვრებს, ტკბილეულს. მიირთვით ნელა და დაღეჭეთ დიდხანს.

გამორიცხეთ სწრაფი კვება

უარი თქვათ სწრაფი კვების პროდუქტებზე, რადგან ასეთი საკვები აჩქარებს დაბერების პროცესს.

მიიღეთ პრობიოტიკები

ნაწლავებში ანთება არა მხოლოდ აუარესებს ჯანმრთელობას, არამედ აჩქარებს ორგანიზმის დაბერებას (განსაკუთრებით კანის დაბერებას). პრობიოტიკები კარგია ანთებითი პროცესების თავიდან ასაცილებლად. რძემჟავა ბაქტერიები, კერძოდ ცილა ლაქტოფერინი, რომელიც გვხვდება ჩვეულებრივ ბუნებრივ იოგურტში, ხელს შეუწყობს ნაწლავის მიკროფლორას გაუმჯობესებას და, შესაბამისად, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც.

აირჩიეთ ჯანსაღი კვება

შეცვალეთ წითელი ხორცი თეთრი ფრინველითა და თევზით, ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი ზეითუნის ზეთით და შეამცირეთ ნახშირწყლების რაოდენობა, გვირჩევს დოქტორი მუირ გრეი, ავტორი წიგნისა „იცხოვრე უფრო დიდხანს, იგრძენი თავი უკეთ“. ის ასევე გვირჩევს დღის რაციონში შევიტანოთ ოსპი, ნუში, მზესუმზირა, კურკუმა -  ეს უკანასკნელი კარგია ართრიტისა და დეპრესიის პროფილაქტიკისთვის.

დაივიწყეთ შაქარი

შაქარი ითვლება ორგანიზმის დაბერების, ნაოჭების გაჩენის და ათეროსკლეროზისა და ინფარქტის პროვოცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. დიეტოლოგები გვირჩევენ უარი ვთქვათ არა მხოლოდ მაფინებსა და შოკოლადის ფილებზე, არამედ უბრალო ნახშირწყლებზეც, როგორიცაა თეთრი ბრინჯი და კარტოფილი.

ზომიერად მიირთვით ყავა

ყავის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, მაგრამ ერთი ფინჯანი გამამხნევებელი სასმელი ნამდვილად არ დაგაზარალებთ. გარდა ამისა, ითვლება, რომ კოფეინი ზომიერად ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკს და აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას. ზოგიერთი ტრენერი დაჟინებით ითხოვს, ვარჯიშამდე მიირთვათ ფინჯანი ყავა.