ბევრ ჩვენგანს ეშინია თვითმფრინავით ფრენის, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ბორტზე ყველაფერი მხოლოდ პილოტებსა და ბორტგამცილებელზეა დამოკიდებული, ძალიან ცდებით. ხშირად, შეცდომებს თავად მგზავრები უშვებენ, რაც ხელს უშლის ეკიპაჟს სამუშაოს შესრულებაში.ჩვენ ვსაუბრობთ ფრენის დროს ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე, რომლებიც არღვევს თქვენს და სხვების კომფორტს.
ჩვენ გეტყვით, რა არ უნდა გააკეთოთ თვითმფრინავში თქვენი და სხვების კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის.
არ ჩაიცვათ ქვედაკაბა, იქონიეთ სათადარიგო სამოსი
დასაწყისისთვის, თვითმფრინავის ბორტზე ტემპერატურა შეიძლება იყოს დაბალი და თქვენი არასწორი ჩაცმულობა შეიძლება გაციების მიზეზი გახდეს, ამიტომ უმჯობესია იქონიოთ დამატებითი სამოსი.
ასევე, გვერდზე მჯდომმა მგზავრმა შეიძლება დიდი დროით ჩართოს კონდიციონერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთერმია.
არ გირჩევთ თვითმფრინავში გეცვათ მოკლე ქვედაკაბა, რაც ძალიან არაკომფორტულია საგანგებო სიტუაციებში, განსაკუთრებით თუ თვითმფრინავიდან გასვლა დაგჭირდათ.
არ მიიღოთ ალკოჰოლი
ყოველი ფრენის წინ თვითმფრინავები გადის შემოწმებას, ამიტომ ფრენის დროს რისკი მინიმალურია, თუმცა მიუხედავად ამისა, თვითმფრინავის ბორტზე შესაძლებელია სხვადასხვა საგანგებო სიტუაცია შეიქმნას, მისი მართვა და გადაჭრა ეკიპაჟის ვალდებულებაა. ასეთ შემთხვევებს ისინი საგანგებოდ სწავლობენ და გადაჭრის გზებიც იციან. თუმცა, თუ ერთ-ერთი მგზავრი მაინც მოიქცევა არასათანადოდ, ეკიპაჟის მუშაობა შეიძლება შეფერხდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ალკოჰოლს, ამიტომ არასოდეს მიიღოთ ის აფრენამდე და მის დროს.უსაფრთხოების პრობლემების გარდა, გახსოვდეთ, რომ ერთი ადამიანის არაადეკვატურმა საქციელმა შეიძლება დაარღვიოს დანარჩენი მგზავრების გეგმები.
დალიეთ საკმარისი წყალი
თვითმფრინავი ადამიანისთვის უჩვეულოდ დაბალი წნევის ქვეშ იმყოფება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები და თავბრუსხვევა. ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად მარტივი გამოსავალი შეიძლება იყოს საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება.გარდა ამისა, თვითმფრინავში ჰაერი უკიდურესად მშრალია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის, თვალების და ლორწოვანი გარსის სიმშრალე და დეჰიდრატაცია. ამიტომ კომფორტული ფრენისთვის აუცილებელია ბევრი სითხის მიღება.
არ იჩქაროთ ფეხზე წამოდგომა
ნუ ადგებით მაშინვე, როგორც კი თვითმფრინავის ბორბალი მიწას შეეხება. თვითმფრინავის დაჯდომიდან რამდენიმე წუთი მგზავრების ფეხზე ადგომა ჯერ კიდევ საშიშია. თუ გსურთ რომ დაზიანება არ მიიღოთ და არც სხვა დააზიანოთ,გაითვალისწინეთ უსაფრთხოების წესები და დაიცადეთ იქამდე, სანამ ბორტგამცილებლები ადგომის უფლებას არ დაგრთავენ.
თემები: მოგზაურობა, თვითმფრინავი