მსოფლიოში სექსთან დაკავშირებით უამრავი შეზღუდვა და აკრძალვა არსებობს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი იმდენად უცნაური და სასაცილოა, რომ შეიძლება ბევრს გაუჭირდეს მისი დაჯერება.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ლონდონში აკრძალულია გაჩერებულ მოტოციკლზე სექსი. კანონი ძალაში შევიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჯარისკაცები ბრიტანეთში სამხედრო მოტოციკლებით დაბრუნდნენ და ქუჩაში გადაჭარბებული სიყვარულით აღნიშნეს თავიანთი თავისუფლება.არიზონა და ოჰაიო, აშშ
ამ ორ ამერიკულ შტატში მამაკაცის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია, თუ მას აქვს უნებლიე ერექცია საჯარო ადგილას - ასეთი ქცევა შეურაცხმყოფელია და შეიძლება გარშემომყოფების სექსუალურ შევიწროებად ჩაითვალოს.ბაჰრეინი
რთული ბედი ელის ბაჰრეინელ მამაკაცებს, რომლებმაც გადაწყვიტეს დაეუფლონ გინეკოლოგის პროფესიას - ადგილობრივი კანონების თანახმად, მამაკაც ექიმს შეუძლია ქალის გინეკოლოგიური გასინჯვა მხოლოდ სარკის საშუალებით. ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ ართულებს ასეთი შეზღუდვა შემოწმების პროცესს და შემდგომ მანიპულაციებს.ტრემონტონი, იუტა, აშშ
ტრემონტონში, იუტას შტატში ქალებს სასწრაფო დახმარების მანქანაში მამაკაცთან სექსი ეკრძალებათ. სტანდარტული ჯარიმის გარდა, დამრღვევის სახელი ადგილობრივ გაზეთშიც გამოქვეყნდება.ლიბანი
ლიბანში მოქმედებს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კანონი – როგორც ირკვევა, ამ ქვეყანაში მამრობით ცხოველებთან სქესობრივი კავშირი კანონით აკრძალულია, მაგრამ ნებადართულია მდედრ ცხოველებთან.ინდონეზია
მეცნიერები ამბობენ, რომ მასტურბაცია არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ სასარგებლო პროცესია, რომელიც გეხმარებათ მოდუნებაში და დაძაბულობის მოხსნაში. თუმცა ინდონეზიის ხელისუფლება არ ეთანხმება ამ დასკვნებს - ქვეყანაში მასტურბაცია კანონით აკრძალულია და სასჯელის სახით დამრღვევს 32 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.სინგაპური
სინგაპური ცნობილია მკაცრი კანონებით და ასევე მკაცრი ჯარიმებით. აქ მოქალაქეების სექსუალური ცხოვრებაც მკაცრად კონტროლდება. თუ შიშველი დგახართ ფანჯარასთან, საიდანაც გამვლელები გხედავენ, დაარღვევ 1996 წელს მიღებულ კანონს და დაისჯები დაწესებული სასჯელით - ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.კალი, კოლუმბია
ქალაქ კალიში წყვილის პირველი საქორწინო ღამე ხდება გოგონას დედის მეთვალყურეობის ქვეშ – კანონის თანახმად, ახალდაქორწინებულებს არ აქვთ ინტიმური ურთიერთობის უფლება უფროსი ნათესავის გარეშე.დასავლეთ ვირჯინია, აშშ
დასავლეთ ვირჯინიაში მრუშობაში ან ღალატში დამნაშავე დაისჯება - კანონი აწესებს ჯარიმას მინიმუმ ოცი დოლარის ოდენობით დამრღვევებისთვის.აგუასკალიენტესი, მექსიკა
მექსიკის ქალაქ აგუასკალიენტესში შიშველი გამოჩენა აკრძალულია - სიშიშვლის ნებისმიერი სახის მხატვრული ჩვენება უკანონოა, დამრღვევებს კი ჯარიმა ემუქრებათ.ტორონტო, კანადა
ტორონტოში მამაკაცს არ შეუძლია ცოლთან სექსის დროს გინება. ეს ქცევა კანონით ისჯება.კინგსვილი, ტეხასი, აშშ
ზოგიერთი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებზეც და ძალიან სასაცილოდ ჟღერს, მაგალითად, ტეხასის ქალაქ კინგსვილში ღორებს ეკრძალებათ კოპულაცია ქალაქის აეროპორტის ტერიტორიაზე.ჩეხეთი
ჩეხეთში წყვილებს უფლება აქვთ დაკავდნენ სექსით გაჩერებულ მანქანაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფანჯარა დახურულია სპეციალური ფარდით.ლუიზიანას შტატი, აშშ
ლუიზიანას ზოგიერთ ქალაქში აკრძალულია ტელეფონზე უხამსად საუბარი. თუმცა, უხამსობის კონცეფცია მოიცავს როგორც სექსზე მინიშნებებს, ასევე აშკარა საუბრებს სექსზე ან სექსის შეთავაზებას.ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია