გიყვარდეთ თქვენი შეცდომები - რჩევები საკუთარი თავის შესაყვარებლად
- 25.07.2024
როგორ შევიყვაროთ და მივიღოთ საკუთარი თავი, თუ შინაგანი კრიტიკოსი მუდმივად განსჯის, და კრიტიკის განწყობაზეა? ჩვენ გირჩევთ, დაიწყოთ მცირედით და ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი თვითშეგნება უკეთესობისკენ.
შეცვალეთ დიალოგი საკუთარ თავთან
მიაქციეთ ყურადღება საკუთარ თავთან დიალოგს. როგორ აანალიზებთ მოქმედებებსა? ხშირად საყვედურობთ საკუთარ თავს? დაუფიქრებლად და ხშირად აკნინებთ საკუთარ თავს წვრილმანების გამო? - სცადეთ შეცვალოთ ათეული უარყოფითი სიტყვა ერთი დადებითით. ამ ჩვევით პოზიტიური შინაგანი დიალოგი ჩვევად იქცევა და თვითდაკნინება შეიცვლება თვითშეფასების გრძნობით.
შეინარჩუნეთ ჯანსაღი ურთიერთობები
გაცილებით ადვილია შეიყვაროთ საკუთარი თავი, თუ გრძნობთ სიყვარულს საყვარელი ადამიანებისგან. მეტი დრო გაატარეთ მათთან, ვინც მხარს გიჭერთ და შეზღუდეთ დრო მათთან, ვინც კვეთს თქვენს საზღვრებს.
ემოციები, რომლებსაც ახლობლები გაძლევენ, არის საკუთარი თავის სიყვარულის აუცილებელი ელემენტი. რაც უფრო მეტად უკავშირდებით ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ და გაფასებენ, მით მეტად აფასებთ საკუთარ თავს.
აპატიეთ საკუთარ თავს შეცდომები
იმუშავეთ შეცდომებზე, იფიქრეთ შეცდომაზე და იმაზე, როგორ გსურთ მოიქცეთ მომავალში მსგავს სიტუაციაში. დაშვებული შეცდომა დასავიწყებელი არ არის; ის თქვენი გამოცდილებაა, რომლითაც უნდა იამაყოთ.
მიიღეთ სამყარო ისეთი, როგორიც არის
დაე, ყველაფერი თავისი გზით წავიდეს. შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს და რატომ არ ხდება ისე, როგორც თქვენ გინდათ. ისწავლეთ მოთმინება. როგორც კი დაიწყებთ სამყაროს მიღებას ისეთად, როგორც არის და შეწყვეტთ წუწუნს, აუცილებლად გაიმარჯვებთ.
უკეთ გაიცანით საკუთარი თავი
შეეცადეთ ყოველდღე ჩაინიშნოთ თქვენი აზრები, ემოციები. როგორ რეაგირებთ ამა თუ იმ სიტუაციაზე, როდის განიცადეთ სიხარული და რამ გაგაბრაზათ? ყოველი სიტყვით თქვენ უფრო და უფრო დაიწყებთ თქვენი გრძნობების გაგებას და, შესაბამისად, ისწავლით მათ მართვას.
ფრთხილად მოეპყარით თქვენს სხეულს
ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკუთარი თავის მიღებისა და სიყვარულის განუყოფელი ნაწილია. დაბალანსებული დიეტა, ვარჯიში და დასვენება დადებით გავლენას ახდენს ჯერ თქვენს სხეულზე, შემდეგ კი ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თქვენ არ გჭირდებათ ბოსფორის გადაცურვა ან მკაცრი დიეტა, იპოვეთ თქვენი ჰობი - სირბილი, იოგა თუ ცეკვა. შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რაც მოერგება როგორც თქვენს სულს, ასევე სხეულს. უფრო მეტიც, როგორც კი ჯანმრთელობისადმი სწორ მიდგომა ჩვევად გადაგექცევათ, აღარასოდეს იტყვით მასზე უარს.
მოიქეცით განსხვავებულად
სცადეთ თქვათ „დიახ“ ისეთ რამეებზე, რომლებზეც ჩვეულებრივ „არას“ იტყოდით. წადით პაემანზე ნაცნობთან, რომელზე წასვლაც ადრე გრცხვენოდათ. დათანხმდით იმოგზაუროთ შორეულ ქვეყანაში ან გაატაროთ შაბათ-კვირა უცხო ქალაქში. დაე, სიტუაცია გამოვიდეს კონტროლიდან, რადგან ვინ იცის, რა სასიამოვნო სიურპრიზი გელით? ნუ მისცემთ თავს უფლებას ერთ ადგილას სტაგნაციის, რადგან ცხოვრების შეყვარება გვაძლევს ყველაზე მნიშვნელოვანს - საკუთარი თავის შეყვარებას, ამისთვის კი ხშირად განსხვავებულად უნდა მოვიქცეთ.
მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს
ძილის წინ გაიხსენეთ გასული დღე და მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს სულ მცირე სამი მოქმედებისთვის, რამაც სიხარული და სარგებელი მოგიტანათ თქვენ ან ნებისმიერ უცხო ადამიანს. იფიქრეთ იმაზე, ვის ეტყვით ხვალ „მადლობას“ - ეს არა მხოლოდ მოგცემთ სტიმულს, არამედ დაგეხმარებათ გაიგოთ, რისი მიღება გსურთ ხვალიდან.
იფიქრეთ თქვენს ძლიერი მხარეებზე
იფიქრეთ თქვენს ძლიერ მხარეებზე - იქნება ეს საჭმლის მომზადება, ხატვა თუ დალაგება. შეხედეთ თქვენს უნარებს, როგორც ნიჭს, რომელიც გაძლევთ დადებით ენერგიას.
თუ არ იცით თქვენი უპირატესობები, ჰკითხეთ ახლობლებს მათ შესახებ. მთავარია, არ დავუშვათ აზრი, რომ ისინი არ არსებობენ. თითოეული ჩვენგანი უნიკალურია და ეს არის ჩვენი მთავარი ძალა.
მოუსმინეთ გარშემომყოფებს
კარგია თქვენს შინაგან სამყაროსთან „ჰარმონიაში“ ყოფნა, მაგრამ არ უნდა მოექცეთ იზოლაციაში. საზოგადოებასთან ურთიერთობის გარეშე, თქვენი აზრები უფრო და უფრო ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი გახდება. მოისმინეთ განსხვავებული აზრი. დისკუსია დაგეხმარებათ საუბრის საგანს სხვა კუთხით შეხედოთ და საკუთარი თავი სხვა წახნაგიდანაც დაინახოთ.
თემები: ფსიქოლოგია, რჩევები