LIFE

9 ადგილი სახლში, საიდანაც ყველაზე ხშირად გვავიწყდება მტვრის მოშორება

9 ადგილი სახლში, საიდანაც ყველაზე ხშირად გვავიწყდება მტვრის მოშორება

მტვერი ძირითადად შედგება ადამიანის კანის მკვდარი უჯრედებისგან, ამავდროულად, მტვერი ასევე შეიძლება შეიცავდეს ობის, მტვრის ტკიპებს და მათ ნარჩენებს, შინაური ცხოველების თმას და ვირუსებსაც კი – ამიტომაც არ უნდა უგულებელყოთ მტვრის მოცილება. ჩვენ მოგიყვებით სახლის იმ ადგილებზე, საიდანაც მტვრის გადაწმენდა ყველაზე კოპწია დიასახლისებსაც კი ავიწყდებათ.

ჭერი

ჭერის ზედაპირი ხშირად არათანაბარია, ამიტომ მასზე დიდი რაოდენობით მტვერი და ძაფები დევს, თუმცა ადამიანების უმეტესობა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს. 10 ქვეყნიდან 10 ათას ადამიანს შორის ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა ორი მესამედი უბრალოდ ივიწყებს ამ ადგილს დასუფთავების დროს.

ზემოდან მტვრის მოსაშორებლად გამოიყენეთ უსადენო მტვერსასრუტი რბილი ფუნჯით, ან მოათავსეთ მშრალი ქსოვილი სპეციალურ საწმენდ საშუალებაზე.

ლეიბი და თეთრეული



საწოლი, ბნელი და თბილი ადგილი, იდეალურია მტვრის ტკიპებისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად რეგულარულად (თვეში ერთხელ მაინც) გაწმინდეთ ლეიბი მტვერსასრუტით ორივე მხრიდან და მინიმუმ კვირაში ერთხელ გარეცხეთ თეთრეული თბილ ან ცხელ წყალში.

ნათურები

მტვერი სწრაფად გროვდება ნათურებში და ვრცელდება ყველგან, მის ირგვლივ თბილი ჰაერის წარმოქმნის გამო. დასუფთავებამდე გამორთეთ შუქი და დაელოდეთ სანამ მთლიანად გაცივდება. გამოიყენეთ მშრალი ქსოვილი ნათურებიდან მტვრის მოსაშორებლად, ხოლო ქსოვილის ჭაღებისთვის გამოიყენეთ რბილი ფუნჯი მტვერსასრუტზე.

კედლები

ობი გარდაუვალია აბაზანაში, სადაც ტენიანობა ყოველთვის მაღალია. ნესტი წარმოიქმნება სწორედ შეუმჩნეველი მტვრისგან. აბაზანის კედლებისთვის, უნდა გამოიყენოთ მოპი ხრახნიანი ქსოვილით, მაგრამ ჯერ შეასხურეთ მას მტვრის მოსაშორებელი სპრეი დასუფთავების დამატებითი ეფექტურობისთვის.

თაროები

თაროებიდან ამოიღეთ ყველაფერი, რაც ხელს შეგიშლით ხელის თავისუფლად მოძრაობაში: წიგნები, სათამაშოები, საკოლექციო ნივთები, მცენარეები.



ალერგენებისა და მტვრის მოსაშორებლად გადაწმინდეთ თაროები რბილი ფუნჯით, შემდეგ ნესტიანი ქსოვილით და აცადეთ გაშრობა, სანამ ყველაფერს უკან დააბრუნებთ. თუ შესაძლებელია, მოაშორეთ თარო კედელს და მტვერსასრუტით დაასუფთავეთ იქაურობა.

ფანჯრები და ფარდები

მტვერი შეიძლება შევიდეს სახლში ფანჯრებიდან და მოხვდეს ფარდებსა და ჟალუზებზე. ჟალუზების გასასუფთავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფთა ტილო, რომელიც უნდა იყოს გაჟღენთილი საპნის ხსნარში; ხოლო ფარდები გარეცხეთ თბილ წყალში, რომელიც უსაფრთხოა ქსოვილისთვის.

შინაური ცხოველების საწოლები

ისევე, როგორც ჩვენი ლეიბები, შინაური ცხოველების საწოლები არის მტვრის ტკიპების გამრავლების მარტივი ადგილი. გარეცხეთ მოსახსნელი გადასაფარებლები ცხელ წყალში, რადგან მხოლოდ მაღალი ტემპერატურის რეცხვა დაგეხმარებათ ქერტლის სრულად მოცილებაში და ტკიპების განადგურებაში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტი სპეციალური დანამატით ცხოველის თმის შესაგროვებლად.

საშხაპეები



სახლში ტენიანობის დონის გაზრდა შესანიშნავი პირობაა მიკროსკოპული მტვრის ტკიპებისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად, შხაპის მიღებამდე უნდა ჩართოთ ვენტილატორი, ასევე პერიოდულად დეტალურად დაასუფთაოთ საშხაპე ქიმიური საწმენდი საშუალებით.

სახლის მცენარეები

და ბოლოს, ჰაერის გასაწმენდად ერთი შეხედვით სასარგებლო შიდა მცენარეებიც კი შეიძლება გახდეს მტვრის გავრცელების მიზეზი. ეცადეთ ნაზად მოაშოროთ ფოთლებს მტვერი და ნადები. მცენარეების ოთახის ტემპერატურის წყალში გარეცხვა-გასუფთავება კიდევ ერთი გზაა მტვრისგან გასათავისუფლებლად და ფოტოსინთეზის უნარის დაბლოკვის თავიდან ასაცილებლად.