LIFE

6 წამიანი კოცნა, რომელიც თქვენს ქორწინებას ბედნიერს გახდის

6 წამიანი კოცნა, რომელიც თქვენს ქორწინებას ბედნიერს გახდის

ქორწინებას თან ახლავს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ვალდებულებები: მაგალითად, ოჯახის ბიუჯეტის შექმნა, ბავშვებზე ზრუნვა და სახლის ორგანიზება, მაგრამ ამ საკითხებს შორის მნიშვნელოვანია არ დაივიწყოთ მეუღლესთან ინტიმური ურთიერთობა - ბოლოს და ბოლოს, თუ ეს არ არსებობს, მაშინ ეს ურთიერთობა გახდება ორი ადამიანის კავშირი, რომელიც ერთმანეთისთვის კომფორტულია, მაგრამ არ უყვართ ერთმანეთი. სულიერი სიახლოვის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა კი ფიზიკური კონტაქტია.

უფრო მეტიც, ყველაზე ტრივიალური, რაც მყარი ოჯახის სავიზიტო ბარათად დაასახელეს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, ჯონ და ჯული გოტმანებმა, არის „6 წამიანი კოცნის მეთოდი.“ მათი თქმით, მეუღლეებს ყოველდღე 6 წამის განმავლობაში უწყვეტად კოცნა სჭირდებათ, რათა არ დაივიწყონ, რამდენად ღირებული არიან ერთმანეთისთვის.

რატომ ზუსტად 6 წამი?

ეს მაჩვენებელი შემთხვევითი არ არის – ჯონ გოტმანის კვლევის თანახმად, ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონის, ოქსიტოცინის გამომუშავებას სულ რაღაც 6 წამი სჭირდება. დადებითი ემოციების გარდა, ოქსიტოცინი პასუხისმგებელია ორ ადამიანს შორის კავშირის გაძლიერებაზე. სწორედ ეს ჰორმონი გამოიყოფა ქალში ორსულობის პირველ თვეებში და ქმნის ძლიერ ფსიქიკურ კავშირს მასსა და ბავშვს შორის.



სხვათა შორის, არსებობს კოცნის ალტერნატივა - ჩახუტება, მაგრამ ამის გაკეთება მოგიწევთ 20 წამის განმავლობაში – სწორედ ეს დრო სჭირდება ოქსიტოცინის წარმოქმნას ჩახუტების დროს.

რომელი წყვილია შესაფერისი  ტრივიალური კოცნისთვის?
თუ ურთიერთობაში რომანტიკის ნაკლებობას გრძნობთ, ეს მეთოდი თქვენთვისაა. მცირე ყოველდღიური პრაქტიკა დაგეხმარებათ დაუბრუნდეთ პარტნიორს და გაიგოთ, რამდენად გიყვართ ეს ადამიანი, მაგრამ თუ თქვენს კავშირში მოხდა სერიოზული კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო ღალატით, ინტიმური ცხოვრების ხანგრძლივი არარსებობით ან ძლიერი უკმაყოფილებით, „6 წამიანი კოცნის მეთოდმა“ შეიძლება არ იმუშაოს, რადგან თქვენთვის ინტიმური ურთიერთობის ეს ფორმა არაკომფორტული იქნება.

როგორ დავნერგოთ ეს წესი ყოველდღიურობაში?

თქვენი ცხოვრების ახალ ჩვევებთან ადაპტაციის საუკეთესო გზა კოცნისთვის კონკრეტული დროის დანიშვნაა. მაგალითად, გამოიყენეთ ეს მეთოდი ყოველ დილით, როცა ქმარს სამსახურში აცილებთ, ან ძილის წინ. რამდენიმე კვირაში ვერ წარმოიდგენთ თქვენს ცხოვრებას ყოველდღიური კოცნის გარეშე.



კოცნის 6 წამიანი მეთოდი ეხმარება წყვილებს სექსთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების გადაჭრაში. ასე რომ, კოცნა დღის განმავლობაში უფრო მყარს გახდის თქვენს ინტიმურ ურთიერთობას.