ღალატი და ტყუილი ყველაზე გავრცელებული შიშებია ურთიერთობებში და ყველაზე ხშირი მიზეზიც წყვილების დაშორებისა.
სტატისტიკურად, მამაკაცები ყველაზე მეტად ღალატობენ, რაც იწვევს მილიონობით ქალის მამაკაცისადმი უნდობლობასა და დაბალ თვითშეფასებას.
იმის დადგენა, შეუძლია თუ არა კაცს მოტყუება, რთული ამოცანაა. არავინ იძლევა გარანტიას, რომ ქორწინების ათწლეულის თავზე ის არ წავა სხვა ქალთან, თუმცა, თუ ყურადღებით დააკვირდებით და თქვენს პარტნიორში აღმოაჩენთ ამ თვისებებს, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მას არ შეუძლია მოტყუება და ღალატი.
არ მალავს თავის ტელეფონს
ტელეფონთან ქცევით მამაკაცი ბევრ რამეს ამჟღავნებს. თუ ის იძაბება ყოველ ჯერზე, როცა თქვენ უბრალოდ ხელში იღებთ მის მობილურს მხოლოდ ამინდის შესამოწმებლად, ღირს ამაზე დაფიქრდეთ, ხოლო თუ თამამად გაწვდით მობილურ მოწყობილობას, თუნდაც ფოტოს გადასაღებად, მაშინ თქვენს ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა.
გამოხატავს ემოციებს
გულწრფელი მამაკაცი არასოდეს ამბობს, რომ მას ემოციები არ აქვს. თუ თქვენი მამაკაცი ღიად საუბრობს თავის განცდებზე ან სასიამოვნო შეგრძნებებზე, ის ყოველთვის მზად არის თავადაც მოგისმინოთ.
კამათის შემდეგ პირველი დგამს ნაბიჯს
ერთგული მამაკაცისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დამნაშავე კამათში - ის ყოველთვის პირველი ურეკავს და ბოდიშს უხდის ქალს მაშინაც კი, როცა მართალია, რომ კარგიდა ეს იმიტომ, რომ ჯანსაღი ურთიერთობა და საყვარელი ადამიანის ღიმილი მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სიამაყე.
უხეში და ნარცისი მამაკაცი ბოდიშს მხოლოდ მაშინ იხდის, როცა ხვდება, პრობლემის მასშტაბები უნივერსალურია და ურთიერთობა ნამდვილად ძაფზეა ჩამოკიდებული.
არ იმეორებს შეცდომებს
როდესაც მამაკაცი ნებით თუ უნებლიედ, გულს სტკენს მისთვის ძვირფას ადამიანს, ცდილობს ასეთი შეცდომა აღარ დაუშვას და ეს იმიტომ, რომ მისთვის უსიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯება საყვარელი ქალი.
არაკეთილსინდისიერი მამაკაცი კი ყველას და ყველაფერს დაადანაშაულებს, საკუთარი თავის გასამართლებლად.
ღიაა კომუნიკაციისთვის
როდესაც რაღაც გაწუხებთ, ნამდვილი მამაკაცი მოუსმენს თქვენს ტკივილს ან ეჭვს და შეეცდება დაგანახოთ რეალური და მართებული არგუმენტები, რათა ტყუილად არ ინერვიულოთ, მაგრამ თუ მას არ აინტერესებს თქვენი დარდი, შესაძლოა ბრალდებებიც კი წამოგიყენოთ.
კაცები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოტყუება, არასოდეს გაურბიან ქალთან ღია და გულწრფელს საუბარს, უფრო მეტიც, ხშირად ისინი თქვენს უხასიათობაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.
ასრულებს დანაპირებს
მამაკაცი, რომელიც უგულებელყოფს თავისი ქალის მოლოდინებს და არ ასრულებს თავის დანაპირებს, უბრალოდ არ სცემს პატივს მას.
მამაკაცმა მოზღვავებული ემოციების დროს შეიძლება ბევრი დაპირება გასცეს, მაგრამ ათასი მიზეზი გამოიგონოს მისი ვერ შესრულების გამო.
თუ პარტნიორი დანაპირებს ყოველთვის პირნათლად ასრულებს, მაშინ ის ღირსეული და ძლიერი მამაკაცია - აღიარეთ და დააფასეთ ის.
არ იტყუება
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - შენი მამაკაცი უბრალოდ არ იტყუება - არც დიდ საქმეებში და არც წვრილმანებში. მას ეს უბრალოდ არ სჭირდება: როცა მამაკაცი პატივს სცემს თავის ქალს, ის ყველაფერს აკეთებს მის გასახარებლად და ტყუილი თავშიც არ მოსდის.
თუმცა, არიან მამაკაცებიც, ვისთვისაც წვრილმანი ტყუილი ყოველდღიურობაა, თანაც ამას ისე აკეთებენ, შედეგებზე არც ფიქრობენ.
არავინ ამბობს, რომ ურთიერთობაში მცირე ხარვეზების გამო უნდა დაშორდეთ, მაგრამ თუ წვრილმანი ტყუილი ტენდენციად გადაიქცევა, პარტნიორთან სერიოზული საუბარი არ გაწყენდათ.
თემები: ქალი და მამაკაცი