სილამაზე

როგორ წავისვათ მქრქალი პომადა - მარტივი ხრიკები

როგორ წავისვათ მქრქალი პომადა - მარტივი ხრიკები

შემოდგომის დადგომასთან ერთად, გიჩნდებათ სურვილი, ატაროთ თქვენი საყვარელი მქრქალი პომადა? - ერთადერთი, რამაც შეიძლება დაგვაფიქროს, არის ტუჩების გამოშრობის შიში, რომელიც ცივ სეზონზე ძალიან აქტუალურია. ამ დისკომოფორტის თავიდან ასაცილებლად, გასწავლით მქრქალი პომადის სწორად წასმის მარტივ ხრიკებს და ტუჩის კონტურის ისე მოხატვას, რომელსაც ვერც ჭიქა შამპანური და ვერც კოცნა გააფერმკრთალებს.

1 ეტაპი - მომზადება



მქრქალი ტუჩსაცხები მცირე დოზით შეიცავს დამატენიანებელ ზეთებს, ძირითადად ცვილს და საღებავ პიგმენტებს, რის გამოც ისინი აგრესიულ გავლენას ახდენენ კანზე. ამიტომ, მაკიაჟამდე საჭიროა ფრთხილად მოამზადოთ ტუჩები. სკრაბი ხელს შეუწყობს არასაჭირო პილინგის მოშორებას, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ნაზი ტექსტურები, რომ არ დააზიანოთ კანი. შემდეგ კი გამოიყენეთ ბალზამი, რომელიც არბილებს და ატენიანებს ტუჩებს. როგორც წესი, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება მის სრულად გაწოვას. თუ გეჩქარებათ, გირჩევთ, ზედმეტი ბალზამი მოიშოროთ ქაღალდის ხელსახოცით.

2 ეტაპი - ფანქარი

ტუჩის ფანქრის გამოყენებით შეგიძლიათ შემოხაზოთ თქვენთვის სასურველი კონტური. მქრქალი ტექსტურები ხშირად ტუჩებს უფრო პატარას ხდის, თუმცა თუ ფანქარს ოდნავ გადაიტარებთ ბუნებრივი ფერის კონტურს, თქვენი ტუჩები უფრო მკვრივი და სავსე გამოჩნდება.

3 ეტაპი - პომადა



თუ დარწმუნებული ხართ, რომ არ გსურთ ზედმეტი გეომეტრია მაკიაჟში, გამოტოვეთ წინა ნაბიჯები და წაისვით პირდაპირ პომადა. მისი გამოყენება შესაძლებელია აპლიკატორით, ფუნჯით და თითის წვერებით. ბოლო ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვისაც უყვარს მსუბუქი შედეგი, მაგალითად, "დაკოცნილი ტუჩების" ეფექტი. ჩვენ გირჩევთ, სცადოთ აპლიკაციის სამივე ვარიანტი, რომ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მქრქალი პომადა, როგორც წესი, ძალიან პიგმენტურია, ამიტომ არ წაისვათ ის სქლად, ელეგანტური მაკიაჟისთვის, ერთი ფენაც საკმარისია.

4 ეტაპი - კორექტორი

არ არის საჭირო ნერვიულობა და სასწრაფოდ მაკიაჟის ჩამობანა, თუ ვერ მოიხატავთ იდეალურად კონტურს. ეს ნორმალურია და შეიძლება დაემართოს პროფესიონალ ვიზაჟისტებსაც კი. ასეთ დროს გირჩევთ გამოიყენოთ კორექტორი, გადაიტანეთ ის ბრტყელ, მყარ ფუნჯზე და ნაზად წაისვით ტუჩების კონტურის გასწვრივ - იდეალური მაკიაჟიც მზად არის!
იმისათვის, რომ თქვენი პომადა დიდხანს დარჩეს და თავდაჯერებულიც იყოთ, წაისვით ტუჩის ბალზამი მქრქალ ტექსტურაზე. თუ გეშინიათ მთელი შედეგის გაფუჭების, რასაც დიდი შრომით მიაღწიეთ, დაასველეთ ტუჩების მხოლოდ ცენტრი და ოდნავ აურიეთ თითის წვერებით.

5 ეტაპი - გაწმენდა



ურთულესი ნაწილი დასრულდა, მაგრამ ფინალამდე ჯერ ადრეა - დღის ბოლოს კარგად ჩამოიბანეთ პომადა გამწმენდით, უპირატესობა მიანიჭეთ ჰიდროფილურ ზეთს, ასევე არ დაგვავიწყდეს დატენიანება. ბალზამი დაუბრუნებს ტენიანობას გაუწყლოებულ ტუჩებს. მეტი ეფექტისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ სპეციალური მკვებავი ნიღაბი, ან გამოიყენოთ დამატენიანებელი საცხები.