LIFE

რატომ არ მოგწონთ არავინ? - ურთიერთობის დასრულება ნიშნავს შეწყვიტოთ ემოციური კავშირი წარსულში საყვარელ ადამიანთან

რატომ არ მოგწონთ არავინ? - ურთიერთობის დასრულება ნიშნავს შეწყვიტოთ ემოციური კავშირი წარსულში საყვარელ ადამიანთან

წინა ურთიერთობა დასრულდა, თითქოს არაფერი გიშლით ხელს ახალი და ნამდვილი სიყვარულის პოვნაში! დრო გადის, თქვენ ხვდებით რამდენიმე ადამიანს, მაგრამ ვერცერთი ადამიანი ვერ იდებს ბინას თქვენს გულში და ფიქრებში.

რა არის იმის მიზეზი და რატომ არ მოგწონთ არავინ?

ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ სიყვარული არა
თქვენ ფარულად უყურებთ მის გვერდს სოციალურ ქსელში, ურეკავთ და აგრძელებთ კომუნიკაციას "როგორც მეგობრები". შესაძლოა ის დღეში რამდენიმე შეტყობინებას გწერთ, თქვენს ბლოგზე კომენტარს აკეთებს და საერთო მეგობრების მეშვეობით იგებთ სიახლეებს ერთმანეთის ცხოვრების შესახებ.



ნებისმიერი ურთიერთობა ყოფილ პარტნიორთან, ურთიერთობის გაგრძელებაა. ის დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კომუნიკაციის საჭიროება აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაზე, როცა საერთო შვილები გყავთ და კომუნიკაცია გარდაუვალია, თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც კი შეგიძლიათ იცხოვროთ განშორების ემოციებით: ბრაზით, წყენით, იმედგაცრუებით, მაგრამ აბსოლუტური შინაგანი სიმშვიდით.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა ყოფილთან თქვენი შვილების შესახებ საუბრისას. ურთიერთობის დასრულება ნიშნავს შეწყვიტოთ ემოციური კავშირი წარსულში საყვარელ ადამიანთან.

ახალი ტკივილის შიში

ხშირად ხმაურიანი და მტკივნეული დაშორების შემდეგ, გვეშინია თავიდან შეყვარების. ყოველ დღე სამსახურში სიარული, შვილებზე ან მშობლებზე ზრუნვა და გაუთავებელი წვეულებებიც კი საკუთარი შიშისგან თავის დაღწევის მცდელობაა. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ხელახლა შეყვარების შესაძლებლობა, რადგან ეს შეიძლება ისევ ტკივილის მომტანი იყოს.

ასეთ დროს გონება რთავს დამცავ მექანიზმს, რომელიც გიცავთ მოსალოდნელი ახალი ტკივილისგან თავის დასაცავად.

იყო სიყვარული?

ფსევდო შეყვარება, სიყვარული, სითბო - ყველაფერი ნამდვილი სიყვარულის გარდა. შესაძლოა, წინა ურთიერთობებში უფრო მნიშვნელოვანი იყო თავი დაცულად გეგრძნოთ, ვიდრე სიყვარულში გეცხოვრათ, რა თქმა უნდა, ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობებსაც აქვს არსებობის უფლება. ასეთი ცივი გათვლა მეტყველებს არა ქალის მოხერხებულობაზე, არამედ იმედგაცრუების ან მიტოვების შიშზე.



თუ თქვენ ეძებთ მზრუნველ მამას და არა ნამდვილ გრძნობებს, მაშინ უნდა დაფიქრდეთ: საყვარელი პარტნიორი გსურთ ოჯახში, თუ მეოჯახე და მზრუნველი მამა?

ძალიან მაღალი თამასა

თუ გსურთ ბრედ პიტის მსგავს მამაკაცზე დაქორწინება თქვენი მოთხოვნები გასაგებია. მაღალი თამასა ხაზს უსვამს თქვენ მაღალ გემოვნებას, მაგრამ თქვენი სასურველი მამაკაცის იდეალი ისეთია, რომლის შეხვედრა რეალურ ცხოვრებაში თითქმის შეუძლებელია. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება, ჯობია ბედი დაუკავშიროთ რეალურ კანდიდატს, რომელთანაც საერთო ინტერესებს იპოვით.

სიყვარული მსხვერპლშეწირვაა?

სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს სიყვარულის გამოცდილება, ან ვერასოდეს გამოცადოს ნამდვილი სიყვარული.

ბევრი ადამიანისთვის სიყვარული სხვისი სურვილების ასრულება და მსხვერპლშეწირვაა. ხშირად გვესმის ფრაზა: "მე ყველაფერი გავაკეთე მისთვის, ძალიან მიყვარდა, მაგრამ ის მაინც წავიდა". ასეთ ურთიერთობებში სიყვარულის განცდას ცვლის სხვა კონცეფცია - მსხვერპლის როლი, როდესაც სხვისი ინტერესები საკუთარზე მაღლა დგას.

ეს იმის გამო ხდება, რომ ოჯახში, სადაც ეს ადამიანი გაიზარდა, სავარაუდოდ სიყვარული გამოხატული იყო სხვისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით საკუთრის საზიანოდ, რასაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ სიყვარულთან. ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთმანეთის მსახურებას და პატივისცემას ემყარება.