LIFE

ანჯელინა ჯოლი სიჩუმეს არღვევს და ბრეტ პიტთან განშორების შესახებ საუბრობს

ანჯელინა ჯოლი სიჩუმეს არღვევს და ბრეტ პიტთან განშორების შესახებ საუბრობს

ანჯელინა ჯოლიმ BBC ნიუსთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში, მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად დაარღვია სიჩუმე და ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა. მსახიობი და რეჟისორი, რომელმაც, გასულ სექტემბერს ყველა გაგვაოცა მეუღლესთან განქორწინების ამბით, BBC ნიუსთან თავისი ახალი ფილმის "პირველად, მათ მოკლეს მამაჩემი/ First They Killed My Father" შესახებ საუბრობდა. ანჯელინა ჯოლი კამბოჯაში სწორედ ფილმის პრემიერაზე ჩავიდა, რომელიც Netflix-თან ერთად გადაიღო და ინტერვიუში ბევრი ისაუბრა მისი ამ ქვეყნის მიმართ სიყვარულზე.

ანჯელინა ჯოლი სიჩუმეს არღვევს და ბრეტ პიტთან განშორების შესახებ საუბრობს

აღნიშნა, რომ კამბოჯაში პირველი მოგზაურობა წარუშლელი შთაბეჭდილება იყო და უფროსი ვაჟი, მადოქსი, 2002 წელს სწორედ კამბოჯიდან აიყვანა. 

ფილმის სიუჟეტი ბავშვის ცხოვრებაზე მოგვითხრობს ხოლო მოქმედება, კომუნისტური პარტიის, Khmer Rouge-ის მიერ კამბოჯაში გატარებული სასტიკი რეჟიმის პარალელურად ვითარდება, რომელმაც ორ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფილმი სხვადასხვა ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული. 

ანჯელინა ჯოლი სიჩუმეს არღვევს და ბრეტ პიტთან განშორების შესახებ საუბრობს

ჯოლიმ მოგვიანებით მსოფლიოში პოპულისტ პოლიტიკოსთა სიმრავლეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მოძველებული ხრიკია, რომელსაც პოლიტიკოსები იყენებენ, ხოლო ადამიანებს მოუწოდა იყვნენ გაცილებით ჭკვიანები და არ წამოეგონ მათ ხრიკებს. ეს საკითხი ანჯელინა ჯოლიმ იქამდე განიხილა, სანამ საბოლოოდ, საჯაროდ ალაპარაკდებოდა ბრეტ პიტთან განშორებაზე

"არ მსურს ამაზე ბევრი ვისაუბრო, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ რთული პერიოდი იყო. ჩვენ ვართ ოჯახი და ყოველთვის დავრჩებით ოჯახად. აუცილებლად გადავლახავთ ამ პერიოდის სირთულეებსაც, რაც იმედი მაქვს, უფრო გაგვაძლიერებს.", - აღნიშნა მან. 



vogue.com