დევიდ კომამ 2017/18 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა, რომელშიც ჭარბად იყენებს ქართული ჩოხის ელემენტებს. როგორც მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, დევიდ კომა საშემოდგომოდ საბრძოლო განწყობაზე გახლდათ, რაც იქცა ინსპირაციად კავკასიური, ტრადიციული სამოსის დეტალების გამოყენებისა.
კომას ახალი კოლექცია მაღალი ენერგეტიკული დატვირთვის მქონე კოლექციადაც შეაფასეს. ღრმა დეკოლტე, შიშველი მხრები, მიხვეულ-მოხვეული სილუეტები დევიდ კომას კოლექციაში წამყვან პოზიციას იკავებდა. კვირეულზე წარმოდგენილი კაბების უმრავლესობას ბევრი განსაკუთრებული დეტალი გააჩნდა: ნაჭრის ლენტები, ლითონის მილები, რთული ორნამენტები. სწორედ ამ დეტალებით დატვირთა კომამ მისი გამჭვირვალე კაბების უმრავლესობა და ამით ახალი კოლექცია თითქმის ფუტურისტულ-ესთეტიკურ ხელოვნების ნიმუშად აქცია.
კომას კოლექცია განსაკუთრებულად მიიჩნიეს იმის გამოც, რომ მან გამოიყენა მეტალით დამზადებული ყვავილებისა და კამუფლაჟების სერიაც, რაც საკმაოდ რთულად შესასრულებელი და შრომატევადი საქმეა, თუმცა, არ გვთავაზობს რაიმე ახალს ვიზუალური კუთხით. ერთ-ერთი, რითაც კომამ მოდის კვირეული გააოცა, ეს იყო მისი დღის კაბების სიმრავლე, რაც მართლაც იშვიათია ასეთი საღამოს შოუებისთვის.
განსაკუთრებულთა შორის იყო გრძელი, სამხედრო სტილში გადაწყვეტილი ქურთუკები და მოკლე ტყავის კაბები, გაფორმებული მონღოლური ბეწვით. დევიდ კომას კოლექციას ეს ერთგვარად ბრძოლისუნარიანობასა და სექსუალურობას სძენდა.
როგორც დევიდ კომამ (დავით კომახიძე) აღნიშნა, მისი კოლექციის ინსპირაციად ქართული ცეკვა, "დაისი" იქცა. ჩვენების მუსიკალურ მხარეს ქართული ფოლკლორი უზრუნველყოფდა.
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები, Georgian Designers, დევიდ კომა, ლონდონის მოდის კვირეული, ჩვენება, ჩოხა
wwd.com
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია