ჯანმრთელობა

შაქრის დეტოქსიკაცია - 10 დღიანი დიეტა - იმისთვის რომ გონიერები და ენერგიულები იყოთ

შაქრის დეტოქსიკაცია - 10 დღიანი დიეტა - იმისთვის რომ გონიერები და ენერგიულები იყოთ

ადამიანთა უმეტესობა გიჟდება ტკბილზე, შაქრის შემცველ პროდუქტებზე, მაგრამ შედეგი, რომელიც შეიძლება ტკბილი საკვების სიყვარულმა მოიტანოს, არც ისე ტკბილია.

დიაბეტი, კიბო, დემენცია (ჭკუასუსტობა), დეპრესია, აკნე, უშვილობა, გულის დაავადება - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომლის რისკის ქვეშაც შაქრის მოყვარული ადამიანები დგანან.

შაქარი იწვევს დამოკიდებულებას. როცა ორგანიზმში ზედმეტი შაქარია, ჩნდება უსიამოვნო სიმპტომები - დაღლილობა, თავის ტკივილი.

ამიტომ, საჭიროა შაქრის დეტოქსიკაცია. 10 დღიანი დიეტის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ ჯანმრთელობის პრობლემებს.

1. აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ ყველა იმ საკვების მიღება, რომელიც შაქარს, ხელოვნურ დამატკბობლებს შეიცავს. 10 დღის განმავლობაში უარი თქვით ისეთი საკვების მიღებაზე, რომელიც ინახება რაიმე შეფუთვაში, ყუთში. მიიღეთ მხოლოდ ახალი საკვები.

2. შაქრის მიღება თხევადი სახით გაცილებით უფრო ცუდია ორგანიზმისთვის, ვიდრე მისი ფხნილის სახით მიღება. დამტკიცებულია, რომ ბავშვებში 60 %-ით იზრდება სიმსუქნის შანსი, როცა ისინი შაქარს თხევადი სახით იღებენ. ქალებში კი იზრდება დიაბეტის გაჩენის შანსი. ამიტომ, უარი თქვით, წვენებზე და ყველანაირ სასმელზე, რომელიც შეიცავს შაქარს.

3. ცილები გვეხმარება სისხლში ინსულინისა და შაქრის დაბალანსებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 10 დღიანი დიეტის დროს ყოველი დილა დაიწყოთ სოფლის კვერცხის მიღებით. მიირთვით ასევე თხილი, თევზი, წიწილა, ბოსტნეული და ისეთი საჭმელი,რომელიც ცილებს შეიცავს. ცილები გეხმარებათ იმაში, რომ გამოიმუშავოთ უფრო მეტი ენერგია.

4. შეგიძლიათ 10 დღის განმავლობაში ჭამოთ ნებისმიერი სახის ვეგეტარიანული საჭმელი, გარდა სახამებლის შემცველისა, მაგალითად როგორებიცაა კარტოფილი, ჭარხალი. შეგიძლიათ მიირთვათ მწვანილი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო, სატაცური, მწვანე ლობიო, სოკო, პომიდორი.

5. ათ დღიანი დიეტის დროს მნიშვნელოვანია, მიმართოთ სუნთქვით ვარჯიშებს. ამაში რთული არაფერია. ჩაისუნთქეთ ნელა და ღრმად, ხუთჯერ, ყოველი ჭამის წინ. ამით დაწვავთ ზედმეტ ცხიმებს.

6. 10 დღის განმავლობაში უარი თქვით გლუტენსა და რძეზე.

7. რეკომენდებულია დღე-ღამეში რვა საათი ძილი. ძილი არის საუკეთესო გზა ენერგიის მოსაკრებად. როცა ადამიანს ძილი აკლია, შესაბამისად, ნაკლებ ენერგიულია და დღის განმავლობაში ცდილობს მიიღოს ისეთი პროდუქტი, რომელიც მისთვის ენერგიის წყარო იქნება. ამიტომ, ისინი იღებენ პროდუქტს შაქრის მაღალი შემცველობით. ასე რომ, ძილი არის საუკეთესო გზა შაქარზე უარის სათქმელად.



<a href="http://gofitstayfit.com">http://gofitstayfit.com</a>