LIFE

როგორ გადავიღოთ ლამაზი „სელფი“?

როგორ გადავიღოთ ლამაზი „სელფი“?

კარგია როცა ლამაზ „სელფს“ უზიარებთ მეგობრებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს, ეს ხაზს უსვამს თქვენს თავდაჯერებულობას და მოდურობას.

პრეზიდენტებიდან დაწყებული ოსკარის პრიზიორებით დამთავრებული, „სელფს“ იღებს თითქმის ყველა, თუმცა მიუხედავად ტექნიკის მაღალი ხარისხისა, ეს საქმე ყველას არ გამოსდის.

TREND გირჩევთ, როგორ გადაიღოთ ლამაზი ფოტო, რომლის საჯაროდ გაზიარებისაც არ შეგრცხვებათ!

როგორ გადავიღოთ კარგი „სელფი“?

ზოგჯერ, შესანიშნავი ავტოპორტრეტის ნაცვლად, სახეზე ღრმა ფორები და ნაოჭები გვიჩანს, ხოლო თუ ოდნავ მზის სხივი გვეცემა, სახე მთლიანად გვილაპლაპებს.

საკუთარ თავზე სელფის გადაღება უფრო რთულია, ვიდრე სხვისთვის ლამაზი ფოტოს გადაღება და ეს რამდენიმე მიზეზის გამოა:

თქვენ შეჩვეული ხართ სარკეში თქვენს ანარეკლს, თუ საკუთარ თავს გადაუღებთ ფოტოს და ასახავთ ფოტო რედაქტორში, ალბათ მეორე სურათს აირჩევთ, რადგან ის სარკეში გამოსახულ სურათს, უფრო სწორედ თქვენს სახეს უფრო ჰგავს.
წინა კამერის პარამეტრები შეიძლება იყოს არასწორი და თქვენი სახე შეიძლება დამახინჯებული გამოჩნდეს.



შესაძლოა აირჩიეთ არასწორი პოზა ან მაკიაჟი.
ყველა ამ სირთულის დაძლევა შესაძლებელია, თუ ამ საქმეს ოდნავ მეტ დროს დაუთმობთ!

აირჩიეთ სწორი მხარე

მთავარია სწორი პოზის არჩევა, დაიჭირეთ კარგი კუთხე. სურათის პირდაპირი გადაღების ნაცვლად, ექსპერიმენტი გააკეთეთ სხვადასხვა კუთხით. შეისწავლით თქვენი სახის „კარგი მხარე“ და გადაიღეთ ფოტო იმ მხრიდან, რომელიც გამოიყურება ყველაზე დაბალანსებულად და სიმეტრიულად. კამერის ოდნავ ზემოთ დახრილობა და სახისა და მკერდის კადრის გადაღება ხაზს უსვამს თქვენს დეკოლტეს. ვინაიდან ეს პოზიცია საკმაოდ არაბუნებრივია, არ გირჩევთ ასეთი სელფის გადაღებას. თუ კამერას თვალის დონიდან ოდნავ მაღლა დაიჭერთ, ნიკაპი უფრო თხელი და გამოკვეთილი გამოჩნდება.

გაიღიმეთ

შეუძლებელია, გულწრფელი ღიმილი ფოტოზე არ აისახოს. ეცადეთ, რომ თვალებიდან ასხივებდეთ სითბოსა და კეთილგანწყობას და ბევრს ნუ იფიქრებთ ამ საკითხზე. რაც უფრო გაართულებთ ფოტოსთვის გამომეტყველების შერჩევას, უფრო დაგეტყობათ, რომ ძალიან ცდილობთ.

გამოიყენეთ მაკიაჟი

კარგი ფოტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაკიაჟი, კამერა ფერის სიკაშკაშის დაახლოებით მესამედს „ჭამს“, ასე რომ, ნუ მოგერიდებათ სქელი თვალის ჩრდილისა და კაშკაშა პომადის წასმა - ის უფრო ეფექტურად გამოიყურება კამერაზე.
იმისათვის, რომ თქვენი სახე ფოტოზე არ ბზინავდეს, მოამზადეთ სახის კანი:

პრაიმერი მოხსნის წვრილ ნაოჭებს და კანს ერთგვაროვანს გახდის;

ტონალური კრემი გაათანაბრებს კანის ტონს;

კორექტორით დამალავთ ხარვეზებს, გამოიყენეთ ის ტონალურის წინ;

ჰაილაითერი წაისვით სწორ ადგილებში, ეს თქვენს სახეს ბზინვარებას შემატებს: შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ თვალებს ან ლოყებს;

უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ მაკიაჟს.

იყავით ბუნებრივი

არ გამოიყენოთ ბევრი ფილტრი ერთდროულად, ასე დაკარგავთ შარმს და ინდივიდუალობას, შეგიძლიათ გადაუღოთ საკუთარ თავს ფოტო ისე, როგორც ირგვლივმყოფები გხედავენ, იყავით ნამდვილი და ბუნებრივი.