სტილი

რატომ ითვლება მინი კაბა ნორმად სამხრეთ კორეაში, ხოლო დეკოლტე – ვულგარულად

რატომ ითვლება მინი კაბა ნორმად სამხრეთ კორეაში, ხოლო დეკოლტე – ვულგარულად

სამხრეთ კორეა მდიდარი კულტურისა და უნიკალური ტრადიციების მქონე ქვეყანაა, ეს მოდაშიც აისახება.

საინტერესოა, რომ კორეულ საზოგადოებაში მინი ქვედაბოლო მისაღებია, ხოლო ღრმა დეკოლტე სამოსის ვულგარულ დეტალად აღიქმება. ეს უჩვეულო დამოკიდებულება დაკავშირებულია ისტორიულ და კულტურულ-სოციალურ ფაქტორებთან.

ისტორიული ფესვები და კონფუცისეული გავლენა

კორეული კულტურა ღრმად არის ფესვგადგმული კონფუცისტურ ღირებულებებში, რომელიც ხაზს უსვამს მოკრძალებას, პატივისცემას და იერარქიას.
ტრადიციულად, კორეაში ქალები ატარებდნენ ჰანბოკს, ეროვნულ კოსტიუმს, რომელიც შედგებოდა გრძელი ქვედაკაბისგან და ბლუზისგან, რომელიც ტანის ზედა ნაწილს ფარავს. ამიტომაც ღია მხრები და დეკოლტე კორეელებისთვის ყოველთვის შეუფერებლად ითვლებოდა, რადგან ზედა ტანი ასოცირდებოდა ინტიმურ ურთიერთობასთან და ღია იყო მხოლოდ ახლო ადამიანების ვიწრო წრისთვის.

თანამედროვე მოდა და სოციალური ნორმები

მე-20 საუკუნეში მოდის და დასავლური გავლენის განვითარებით, კორეელმა ახალგაზრდებმა დაიწყეს ახალი მოდის ტენდენციების მიღება. თანამედროვე კორეაში ძალიან აქტუალურია სხვადასხვა ზომის და თარგის მოკლე ქვედა კაბები, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა ქალებში, ისინი არ ერიდებიან ფეხების გამოჩენას, მით უფრო რომ კორეულ კულტურაში ფეხები არ განიხილება სხეულის ისეთივე ინტიმურ ნაწილად, როგორც მკერდი ან მხრები.

დეკოლტეს აღქმა სამხრეთ კორეაში

დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ღრმა დეკოლტე, პირველ რიგში, საღამოს მოდის ელემენტად ითვლება, კორეაში, ტანსაცმელზე დეკოლტე სოციალური ნორმების დარღვევად და ვულგარულობად მიიჩნევა. ეს დაკავშირებულია მოკრძალებისა და თავშეკავების ადგილობრივ იდეებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივ შეკრებებს.
ცხელ ამინდშიც კი, კორეელი ქალები ატარებენ ტანსაცმელს, რომელიც ფარავს მათ მხრებსა და მკერდს, რათა თავიდან აიცილონ გაკიცხვა და შეინარჩუნონ საზოგადოების პატივისცემა.

დასავლური კულტურის გავლენა

გლობალიზაციის განვითარებით და დასავლური კულტურის გავლენით მედიისა და ინტერნეტის საშუალებით, კორეული მოდა აგრძელებს განვითარებას, თუმცა, მოკრძალება და ზომიერება ისევ აქტუალურია.
კორეელი ცნობილი სახეები აღიარებენ დასავლური მოდის ტენდენციებს, მაგრამ ამას აკეთებენ ადგილობრივი ნორმების გათვალისწინებით, თავიდან იცილებენ ზედმეტად დეკოლტირებულ კოსტიუმებს.



სამხრეთ კორეაში ტანსაცმლის პრეფერენციები ასახავს ღრმა კულტურულ ღირებულებებს და ისტორიულ ტრადიციებს, რომელსაც ყველა კორეელი შეძლებისდაგვარად მისდევს.