იტალია, საფრანგეთი თუ ესპანეთი? აირჩიე შენი ოცნების მიმართულება Wizz Air-თან ერთად
- 10.04.2025

ვის არ უოცნებია იტალიის მზის ქვეშ მოგზაურობაზე, პარიზის ქუჩებში ხეტიალსა და ესპანური ფიესტის ცოცხალ რიტმში ჩაძირვაზე? მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულებებია. თუმცა, ბევრი ადამიანი ამ ქვეყნების ნახვას მხოლოდ ზამთარში, ნაკლებად ტურისტულ სეზონზე ახერხებს, რადგან ზაფხულში ბილეთები წარმოუდგენლად ძვირდება. თუმცა Wizz Air ნებისმიერ სეზონზე, მათ შორის ყველაზე მოთხოვნად თვეებშიც ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებს გთავაზობთ. ამიტომ, სულაც არაა საჭირო გამოტოვოთ ბარსელონას მზიანი სანაპირო და პარიზის ზამთრის სუსხს შეებრძოლოთ - ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულებები თქვენთვის ყველა სეზონზე ხელმისაწვდომია.
იტალია — ადგილი, სადაც ცხოვრება მართლა ტკბილია
რომი და მილანი არის ქალაქები, სადაც წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს სრული ჰარმონიით ერწყმის. რომი აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი რომანტიკული ატმოსფეროთი - წარმოუდგენელი ისტორიით, არქიტექტურული შედევრებითა და მზის ყველაზე ლამაზი ფერებით. მილანში კი დაგხვდება მაღალი მოდა და გამორჩეული იტალიური სტილი.
როდესაც ვამბობთ, რომ Wizz Air-თან ერთად ეს მიმზიდველი მიმართულებები ძალიან ხელმისაწვდომია, არ ვამეტებთ - მაგალითად, 19 მაისს, ქუთაისიდან რომში შეგიძლიათ სულ რაღაც 227 ლარად გაემგზავროთ, ხოლო 21 მაისს, მილანში, მხოლოდ 249 ლარად. იტალია ხომ განსაკუთრებით მიმზიდველი, ალბათ მაინც გაზაფხულზე, მაისის თვეშია!
საფრანგეთი — შენი ელეგანტური თავგადასავალი გელოდება
პარიზი ეს ხომ სიყვარულის, ხელოვნების და ფრანგული შარმის დედაქალაქია,
ლიონი კი - საფრანგეთის კულინარიული დედაქალაქი, სადაც გურმანული თავგადასავლები, ძველი ქალაქის ლამაზი ქუჩები და მდიდარი ისტორია გელოდებათ. Wizz Air-თან ერთად ეს ორი განსხვავებული, მაგრამ თანაბრად შთამბეჭდავი ფრანგული ქალაქი სულ რაღაც 219 ლარად შეგიძლიათ მოინახულოთ - თუ ჩვენი არ გჯერათ, შეამოწმეთ 1 ივნისს, ქუთაისი-პარიზის მიმართულება, ხოლო 3 ივნისს, ქუთაისი-ლიონის მიმართულება.
ესპანეთი — ზაფხულის თავგადასავლები ოქროსფერ სანაპიროზე იწყება
ესპანეთი ყოველთვის იყო სიცოცხლისა და მხიარულების სიმბოლო. მაშინ, როდესაც მადრიდი გაგაოცებთ თავისი არქიტექტურით, მუზეუმებით და სამეფო დიდებულებით, ბარსელონა - მზიანი პლაჟებით და გაუდის არქიტექტურული შედევრებით დაგატყვევებთ. და ყველაზე მთავარი: ესპანური თავგადასავალი Wizz Air-თან ერთად საკმაოდ ხელმისაწვდომია.
მაგალითისთვის განვიხილოთ ივლისის თვე, ოქროსფერი სანაპიროებისა და დაუსრულებელი ღამეების თვე - 2 ივლისს, ქუთაისი-ბარსელონას მიმართულება მხოლოდ 279 ლარადაა ხელმისაწვდომი, ხოლო მადრიდი, 1 ივლისს, კიდევ უფრო იაფი, 219 ლარი ღირს!
სამი ქვეყანა, ექვსი ქალაქი და უამრავი დაუვიწყარი ემოცია — შენი მოგზაურობა იწყება ქუთაისში!