
საქართველოში სამზარეულო მხოლოდ ტრადიცია კი არა, კულტურა და ყოველდღიური სიხარულია. Glovo-ს აპლიკაციით სულ რამდენიმე დაწკაპუნებაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მონატრებული გემოები და კვლავ დაბრუნდეთ მშობლიურ სოფელში, ბებიას გაწყობილ სუფრასთან.
ამ დროისთვის, Glovo-ზე ყველაზე პოპულარული ქართული რესტორნებია:
-
„ხინკლის სახლი“ ხინკლის მოყვარულებისთვის შეუცვლელი არჩევანია. არ აქვს მნიშვნელობა, კლასიკური ხინკალი გიყვართ, სოკოს, ხაჭოსი თუ კარტოფილის — Glovo პირდაპირ სუფრაზე მოგიტანთ ქართული სამზარეულოს მთავარ მშვენებას.
-
„2 ტონაში“ ხორცის ნამდვილი ზეიმია! გამომცხვარი ღორის ნეკნები ბარბექიუს სოუსით, ხბოს ხორცის ჩაქაფული, ხინკალი თუ პრემიუმ ხარისხის კრაფტ ლუდი - აქ ყველაფერია, რათა ჩვეულებრივი დღე ქართული გემოს დღესასწაულად გადააქციოთ.
-
„წისქვილი“ კი პირდაპირ თქვენს სახლში შემოიტანს საქართველოს სოფლური სუფრის განწყობას. აქ აღმოაჩენთ საუკეთესო ღომსა და ყველს, კუბდარს, ცხელ-ცხელ შოთის პურებს, ხაჭაპურს, ლობიანს და ყველაფერს, რაც ქართული სუფრის წარმოდგენაზე გაგახსენდებათ.
ცხადია, არც ერთი ქართული გემო არ არის სრულყოფილი ქართული ღვინის გარეშე. ყველაზე დიდი არჩევანს კი „8000 მოსავალში“ აღმოაჩენთ. აქ სასმლის ყოველი წვეთი ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და ჩვენი მიწის სიძლიერეს.
Glovo-ზე არა მხოლოდ ცნობილი რესტორნები დაგხვდებათ, არამედ ბევრი სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ზომის ობიექტი, რომლებიც ნამდვილ ქართულ, ავთენტურ, ტრადიციულ თუ მოდერნიზებულ კერძებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ღომი და ნადუღი სოფლის სტილში, კუბდარი სვანეთიდან, თონის პურის სენდვიჩები, ფხალი, იმერული ეკალა, წიწილა მაყვლის სოუსში, ფუჩხოლია თუ ნამდვილი კახური მწვადები - რაც არ უნდა „გწყუროდეთ“, Glovo გაძლევთ შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად მოიწყოთ კულინარიული მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის გარშემო.
რომელია თქვენი ფავორიტი? გვიპასუხეთ კომენტარებში - ერთად გავაგრძელოთ ქართული გემოებით სავსე მოგზაურობა!
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია