სტილი

2025 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობები

2025 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობები

თუ მოგწონთ ყოველდღიური ვარცხნილობა, მაგრამ გსურთ გამოიყურებოდეთ მოვლილად და არ დახარჯოთ ბევრი დრო სტილის შერჩევისთვის, ყურადღება მიაქციეთ ამ ტრენდულ ვარიანტს, „პარიზულ ბობს“, რომელიც პოპულარობის პიკზეა ამ გაზაფხულზე. თუმცა, თუ არ გსურთ დამატებითი დროის დახარჯვა ამ ვარცხნილობისთვის, გირჩევთ სხვა ტრენდულ ვარიანტს - ოვალურ ბობს.

ოვალური ბობი აერთიანებს კლასიციზმსა და თანამედროვე სიმარტივეს, ის კლასიკური ბობის განახლებული ვერსიაა თავისი რბილი ხაზებით და თითქმის ყველანაირი ფორმის სახეს უხდება.

მომრგვალებული კიდეები 1930-იანი წლების ესთეტიკით შთაგონებულ სახეს რეტრო ხიბლს მატებს.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ამ ვარცხნილობის მრავალფეროვნებაა. ოვალური ბობი უხდება თმის ნებისმიერ ტიპს: შეგიძლიათ შექმნათ რბილი ტექსტურა ბუნებრივი გარეგნობისთვის ან კიდეები უფრო გამოხატული გახადოთ მეტი დრამატული ეფექტისთვის. ეს თმის ვარცხნილობა განსაკუთრებით უხდება მკვეთრი ნაკვთების მქონე ქალბატონებს და სახის კვადრატულ ფორმას.



რაც შეეხება ამ ვარცხნილობის მოვლას, ყველაფერი ძალიან მარტივადაა. თმა შეიძლება გაიშროთ როგორც ბუნებრივად, ისე მრგვალი ჯაგრისის გამოყენებით.



2025 წელს კი ოვალური ბობი ჰოლივუდის ვარსკვლავების ფავორიტი გახდა. ეს ვარცხნილობა უკვე მოირგეს ისეთმა ლამაზმანებმა, როგორებიც არიან სელენა გომესი, ლუსი ჰეილი, ჯოი კინგი და მოდ აპატოუ. თუ თქვენც მოგბეზრდათ თქვენი ვარცხნილობა და ეძებთ რაიმე ახალს და ტრენდულს, იქნებ ოვალური ბობი სცადოთ?