SEX

რატომ გვინდება ტირილი, ჭამა ან მოწევა სექსის შემდეგ?

რატომ გვინდება ტირილი, ჭამა ან მოწევა სექსის შემდეგ?

ადამიანები სექსის შემდეგ ემოციურ განტვირთვას განიცდიან, ეს იმით არის განპირობებული, რომ სექსუალური აქტის დროს გამოიყოფა ენდორფინები და ოქსიტოცინი - ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობს ბედნიერებისა და სიახლოვის განცდას.

თუმცა, პარტნიორები სექსის შემდეგ განსხვავებულად იქცევიან: ზოგი აბაზანისკენ გარბის, ზოგი ეწევა, ზოგი კი წევს და ტკბება პარტნიორთან გატარებული დროით, ზოგი კი სულაც ტირილს იწყებს. რატომ ხდება ეს?

იმედგაცრუება სექსუალურ ურთიერთობებში

სექსუალურმა სიახლოვემ შეიძლება ადამიანს დაუცველად აგრძნობინოს თავი. როდესაც ჰორმონების დონე იკლებს, ბევრმა შეიძლება თავი უმწეოდ იგრძნოს. სექსის შემდეგ კონტრასტული ემოციები დაკავშირებულია ინტიმურ ურთიერთობებში წარუმატებელ მცდელობებთან: როდესაც მოლოდინები არ ემთხვევა რეალობას, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პარტნიორმა არ მიიღო ადეკვატური სექსუალური კმაყოფილება. ასეთი გრძნობები უმეტესად გამოხატულია ემოციურ ადამიანებში.

ცრემლები სექსის შემდეგ

სექსის შემდეგი ცრემლების ყველაზე საშიში წყარო იდეალური სექსის მითია. ქალების უმეტესობა ოცნებობს პარტნიორთან არაჩვეულებრივ სიახლოვეზე, მაგრამ როდესაც რეალობა არ აკმაყოფილებს მოლოდინებს, ამან შეიძლება იმოქმედოს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე და ტირილის მიზეზიც გახდეს, რაც საკმაოდ ხშირია.



სექსის შემდეგ ცრემლებს დადებითი ახსნაც აქვს. ეს შეიძლება იყოს ემოციური შოკი, როდესაც ქალი აღფრთოვანებულია ინტიმური სიახლოვით. ეს ასევე შეიძლება იყოს რეაქცია ხანგრძლივი თავშეკავების გამო, სწორედ ამ დროს ჩნდება ყველაზე გულწრფელი ცრემლები სიხარულისგან.

მოწევის ან ჭამის სურვილი

სექსის შემდეგ შეიძლება გემრიელად ჭამა ან მოწევა მოგვინდეს და ამის ერთ-ერთი მიზეზი, ფსიქოლოგიური სტრესია. ის შეიძლება გამოწვეული იყოს სექსის შემდეგ ინტიმურობის ნაკლებობით.

ქალებს მოსწონთ საწოლში პარტნიორთან ერთად ყოფნა, ხოლო მამაკაცები ერთი მოქმედებიდან მეორეზე სწრაფად გადადიან. ბევრისთვის ჭამა ან მოწევა სტრესთან ან დაძაბულობასთან გამკლავების საშუალებად იქცევა.



მოწევა და ზედმეტად ჭამა შეიძლება ემოციურ რყევებზე არაცნობიერი რეაქცია გახდეს. უდავოა, რომ ასეთი ჩვევები შეიძლება დაკავშირებული იყოს კომფორტისა და კმაყოფილების გრძნობის ნაკლებობის კომპენსირების მცდელობებთან. საკვები ან სიგარეტი ხდება აუცილებელი ემოციების ან მდგომარეობების ერთგვარი შემცვლელი.

თუ ქალს სურს პირის ღრუს რაღაცით დაკავება, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ სექსის დროს მან არ დააკმაყოფილა ამ სფეროში საჭიროებები. სრული კმაყოფილება მიიღწევა ხანგრძლივი კოცნითა და სხვადასხვა ორალური სიამოვნებით, რაც შესაძლოა აქტის დროს ქალს დააკლდა.

წარსულის მემკვიდრეობა

რაც შეეხება საკვების ან მოწევის სურვილს, ღირს იმის გათვალისწინება, თუ როგორ შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს წარსულ ტრავმებთან ან ჩვევებთან. ხშირად ადამიანები ნუგეშს საკვებში ან სიგარეტში ეძებენ რთული ემოციების დასაძლევად. ან, როდესაც ქალი ცდილობს დაუყოვნებლივ ჩამოირეცხოს სექსუალური სიამოვნების კვალი.

ეს პირდაპირ კავშირშია ქალის სქესობრივი მომწიფებასთან, ოჯახთან, რომელიც ბავშვობიდან უნერგავდა, რომ სექსუალური ურთიერთობები „ჭუჭყიანია“. შესაბამისად, თქვენ გსურთ „ჭუჭყის“ რაც შეიძლება სწრაფად ჩამორეცხვა.

პარტნიორებს, შეუძლიათ დიალოგის საშუალებით გაარკვიონ, თუ რამ გამოიწვია მათი უკმაყოფილება და რა იყო განსხვავება მოლოდინებსა და დამდგარ შედეგს შორის. ერთანეთის ემოციების გააზრება დაგეხმარებათ ამ მდგომარეობასთან გამკლავებაში და ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.