
ფრანგი ქალების სტილი მდიდარია მოდის იდეალური ხრიკებით, მათ ბაძავენ მთელი პლანეტის სუსტი სქესის წარმომადგენლები, რადგან მათი სტილი ყოველთვის შთამბეჭდავი, დახვეწილი და ამავდროულად საოცრად მარტივია.
ნაქსოვი მაქსი ქვედაკაბა
ნაქსოვი ტანსაცმელი ყველა ფრანგი ქალისთვის აუცილებელი უნიფორმაა ცივი სეზონისთვის. მათ გარდერობში საპატიო ადგილს იკავებს იქნება ნაქსოვი მაქსი ქვედაკაბა, რადგან ის პრაქტიკულობის გარდა, ელეგანტურია და ადვილად ერგება სხვადასხვა ლუქს. ის შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც ქუსლიან, ასევე კომფორტულ სქელლანჩიან ჩექმასთან.
მაქსი ქვედაკაბა მოუხდება ნებისმიერ ზედა სამოსს. ის უნივერსალური ინვესტიციაა გარდერობში.
ტყავის ქურთუკი
ფრანგი ქალები უპირატესობას ანიჭებენ თავისუფალ, ოდნავ გაცვეთილი ტყავის ვინტაჟურ ქურთუკს ბაიკერის სტილში, რომელსაც უხვად აქვს მეტალის დეკორი.
ასეთ ტყავის ქურთუკთან ჯინსებთან და ლოფერებთან ერთად, მიიღებთ ყოველდღიურ იერს, ხოლო აბრეშუმის ქვედაკაბასთან და ქუსლიან ჩექმებთან ქურთუკი შექმნის ეფექტურ და ორიგინალურ კომბინაციას.
მამაკაცის პერანგი
ფრანგ ქალებს უყვართ მამაკაცის სამოსის მორგება, რადგან ისინი ხშირად საუკეთესოდ უსვამენ ხაზს ქალურობას და დახვეწილობას. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერი: მთავარია, კარგად მოარგოთ თქვენს გარდერობს და შეუხამოთ თქვენს ლუქებს. ასეთი პერანგის ჩაცმის სია უსასრულოა - ის უბრალოდ შეუცვლელი ბაზაა, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ ათობით ყოველდღიურ ლუქში.
ჩექმა კვადრატული ცხვირით
ფრანგი ქალები ირჩევენ მინიმალისტურ ჩექმას კვადრატული ცხვირით, უმეტესად შავს ან ყავისფერს. ის ძალიან უხდება ჯინსებს, კლასიკურ შარვალს და სხვადასხვა კაბებს - მიდიდან მაქსიმდე. ჩექმის ქუსლი თქვენი შეხედულებისამებრ შეარჩიეთ, თუ თავს კომფორტულად იგრძნობთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში, შეგიძლიათ თავისუფლად შეიძინოთ ასეთი მოდელი.
დიდი ზომის პალტო
ფრანგი ქალების გარდერობში ყველაზე ხშირად შეგიძლიათ იპოვოთ კლასიკური ორმხრივი დიდი ზომის პალტოები. პირველ რიგში, ისინი მოდიდან არასდროს გადადის და მეორე, თავისუფალი ფორმის წყალობით, ასეთი პალტოს ქვეშ ადვილად შეგიძლიათ მოირგოთ თქვენი საყვარელი მსხვილი ნაქსოვი სვიტერი და ძალიან მოცულობითი სახელოების ბლუზა.
სწორი ჯინსი
სწორი ჯინსი ფრანგი ქალისთვის ნებისმიერ სეზონზე სასურველია. აირჩიეთ მოდელები მაღალი ან საშუალო წელით, კლასიკური ელფერით და ზედმეტი დეკორის გარეშე. ის თამამად შეგიძლიათ მოარგოთ როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ ლუქს.
ქაშმირის პულოვერი
ფრანგ ქალებს უყვართ თბილად და ელეგანტურად ჩაცმა, ამიტომ, მათ გარდერობში ყოველთვის არის კლასიკური პულოვერი თბილი ქაშმირის V-ყელით. ის შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც შიშველ კანზე, ისე ქურთუკის ქვეშ, პერანგებსა და მასიურ ყელსაბამზე, განსაკუთრებით თუ ნეიტრალურ ფერს აირჩევთ.
გრძელი ჟილეტი
საქმიანი ფრანგი ქალის გარდერობში აუცილებლად გადააწყდებით კოსტიუმის ჟილეტს. მისი ტარება შესაძლებელია არა მხოლოდ შარვალთან, ქვედაბოლოებთანაც (მიდი ან მაქსი), ბერმუდის შორტებთან, რაც განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომაზე და კაბებთან.
თუ მოგწონთ მრავალშრიანი ლუქები, მაშინ რითი შექმნათ ისინი, თუ არა ჟილეტით? დაასრულეთ ლუქი თქვენი საყვარელი ლოფერით ან კლასიკური ფეხსაცმლით და ჟილეტისავე ტონის ჩანთით.
ტვიდის ქურთუკი
ტვიდის კოსტიუმები, ალბათ, ყველაზე მკაფიო ასოციაციაა ფრანგულ სტილთან, ამას თავად პარიზელებიც არ უარყოფენ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტვიდის ქურთუკს - ფრანგი ქალის გარდერობის შეუცვლელ ნივთს, რომელიც ნებისმიერ იერს ქალურს და ელეგანტურს ხდის. უფრო მეტიც, ის იდეალურად უხდება ყველაფერს: ჯინსებს, ბამბის ქვედაბოლოებს და გარდერობის სხვა ვარიანტებს. მერი ჯეინის ბალერინები ან ლოფერები შესანიშნავად შეავსებს იერსახეს, ხოლო გრილ ამინდში - დაბალყელიან ჩექმებს ან კაზაკებს.
კარდიგანი
შემოდგომა კარდიგანის გარეშე წარმოუდგენელია. გირჩევთ, შეარჩიოთ დიდი ზომის ნაქსოვი მოდელი. მისი ნებისმიერ გარდერობში ინტეგრირება მარტივია: ყოველდღიურიდან დაწყებული საქმიანი ლუქით დამთავრებული. რაც შეეხება ფერს, ეს ყველაფერი თქვენს პრეფერენციებზეა დამოკიდებული. ნეიტრალური ტონები სხვა ნივთებთან ადვილად შერწყმადია, ხოლო კაშკაშა ფერის მოდელი აუცილებლად გახდება თქვენი იმიჯის ხაზგასმა.
თემები: მოდა, რჩევები ქალებს, რჩევები, შემოდგომა