LIFE

6 ტოქსიკური ფრაზა, რომელსაც ხშირად დაუფიქრებლად ვამბობთ

6 ტოქსიკური ფრაზა, რომელსაც ხშირად დაუფიქრებლად ვამბობთ

სიტყვებს ხანდახან იმაზე მეტი ძალა აქვთ, ვიდრე გვგონია. ზოგჯერ ჩვენდა უნებლიედ წარმოთქმულ, ერთი შეხედვით უწყინარ ფრაზებს შეიძლება ტოქსიკური ელფერი ჰქონდეს, რაც აზიანებს ურთიერთობებს და გულს ტკენს ადამიანებს.

  1. „ქალის კვალობაზე შესანიშნავად გამოგდის“

ეს შეიძლება კომპლიმენტად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ხაზს უსვამს მავნე გენდერულ სტერეოტიპებს და ქვეცნობიერად მიანიშნებს ადამიანის კომპეტენციებზე სქესის მიხედვით.
უკეთესი მიდგომაა მისი შესაძლებლობების პირდაპირ აღიარება - „თქვენს მიერ გაწეული სამუშაო უმაღლესი დონის იყო“ - ეს ფრაზა აღნიშნავს ადამიანის მიღწევას გენდერული მიკერძოების გარეშე.

  1. „ნუ იქნები ასეთი მგრძნობიარე“

ეს ფრაზა უარყოფს სხვის გრძნობებს და შეიძლება მათში უგულებელყოფის ან ზედმეტად ემოციურობის შეგრძნება გამოიწვიოს. ღია კომუნიკაციის წახალისების ნაცვლად, ის ახშობს მას.
უკეთესი პასუხი შეიძლება იყოს: „ვერ მივხვდი, რომ ეს გაგაღიზიანებდა, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ?“ - ასეთი მიდგომა გაგებასა და პატივისცემას აღვივებს.

  1. „უბრალოდ ვიხუმრე, ხუმრობა არ გესმის?“

ეს ფრაზა მეორე ადამიანს ბრალდებას აკისრებს და მის გრძნობებს უარყოფს.
უკეთესი მიდგომაა თქვათ: „არ მინდოდა შენი გაღიზიანება, ეს არ იყო ჩემი განზრახვა. ბოდიშს გიხდი, თუ ასე აღიქვი“ - ეს სიტყვები პასუხისმგებლობას და თანაგრძნობას გამოხატავს.

  1. „ვიცი, რომ შვებულებაში ხარ, მაგრამ შენს გარეშე ვერ შევძლებთ“

მსგავსი ფრაზა ზეწოლას ახდენს ადამიანზე დასვენების დროს (რომელსაც ლამის მთელი წელი ელოდა), რაც მის საზღვრებს უხეშად არღვევს.
უკეთესი ალტერნატივაა უთხრათ: „შენ არ გაქვს ვალდებულება ეს გააკეთო, მაგრამ თუ არსებობს შანსი, რომ დაგვეხმარო, დამატებით გადაგიხდით“ - ეს მიდგომა აღიარებს მისი დასვენების დროს, პატივს სცემს მის ავტონომიას და შესაბამის სამართლიან ანაზღაურებას სთავაზობს.

  1. „თუ მართლა გიყვარვარ, ამას გააკეთებდი“

ეს ფრაზა ემოციური მანიპულაციის გზაა, ამ სიტყვების ავტორი დანაშაულის გრძნობას უღვივებს ადრესატს, თან სიყვარულს პირობითად წარმოაჩენს და ჯანსაღ საზღვრებს უგულებელყოფს. უკეთესი ალტერნატივაა: „ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ამის გაკეთებას შეძლებდი, მაგრამ მესმის, თუ ეს შენთვის შეუძლებელია“ -  ეს მიდგომა გადმოსცემს თქვენს გულწრფელ სურვილებს სხვისი იძულების და დანამუსების გარეშე.

  1. „შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ამასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს“

ეს სიტყვები თანამოსაუბრის იზოლირებას ახდენს და აგრძნობინებს მას, რომ მისი შეშფოთება უსაფუძვლო ან გაზვიადებულია. ის ხელს უშლის გულწრფელ უკუკავშირს და შეიძლება არაჯანსაღი გარემო შექმნას.
უფრო კონსტრუქციული პასუხია: „ვხედავ, რომ ეს გაწუხებს, მოდი გავარკვიოთ, რატომ და როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება“.

და ბოლოს, ტოქსიკურ მეგობართან დაშორება შეიძლება რომანტიკული ურთიერთობის დასრულებაზე რთულიც იყოს, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელია თქვენივე სიმშვიდისთვის.
გახსოვდეთ, გაშვებას ხშირად ბევრად უკეთეს ცხოვრებამდე მივყავართ