მზადება ახალი სასწავლო წლისთვის იწყება: Glovo-ზე იპოვი ყველაფერს, რაც გჭირდება
- 26.08.2025

ყველასათვის საყვარელი სეზონი, ზაფხული, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ეს კი ნიშნავს, რომ „ახალი წელი“ იწყება - დრო, როდესაც ყველა ადამიანი ემზადება ყოველდღიურობაში დასაბრუნებლად და განახლებული ძალებით, ახალი, ნაყოფიერი სეზონის დასაწყებად. თუმცა, ეს პერიოდი ყველაზე განსაკუთრებული, მაინც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვისაა - ისინი ხომ განათლების კიდევ ერთ წელს იწყებენ და სულმოუთქმელად ელოდებიან ახალ შთაბეჭდილებებს.
ახალი სასწავლო წელი ახალი შესაძლებლობების, ცოდნისა და წარმატების სინონიმია. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ სამზადისი ადვილი სულაც არ არის - იმდენი ნივთია შესაძენი - წიგნები, საკანცელარიო ნივთები, სასკოლო ჩანთა თუ ახალი ტექნიკა. ნუ იდარდებ, Glovo-ს დახმარებით შეგიძლია მაქსიმალურად კომფორტულად გაუმკლავდე ამ გამოწვევას და ყველა საჭირო ნივთი რამდენიმე დაწკაპუნებით შეიძინო - Glovo კი, მათ წუთებში მოგიტანს!
წიგნები და დამხმარე სასწავლო მასალები
სასკოლო წიგნები, მხატვრული თუ შემეცნებითი ლიტერატურა, საკანცელარიო ნივთები, სკოლის ჩანთა თუ სათამაშოები - Glovo-ზეა ბიბლუსი, საქართველოს ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიების ქსელი, სადაც შეგიძლია იპოვო ყველაფერი, რაც ახალი სასკოლო წლისთვის გჭირდება. აპლიკაციაშივე შეხვდები სულაკაურის გამომცემლობას, სადაც აღმოაჩენ ქართული ლიტერატურის კლასიკურ ნაწარმოებებს, ისტორიულ და სახელოვნებო წიგნებს, საგანმანათლებლო მასალებს ქართულ ენაზე და ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილ ლიტერატურას.
საკანცელარიო ნივთები და სახატავი მასალები
რა თქმა უნდა, ყველაზე ფერად, მიმზიდველ, სახალისო და საოცარ ნივთებს მინისოში იპოვი, რომელიც ძალიან პოპულარულია ხარისხიანი და ბიოუჯეტური ფასის პროდუქტების გამო. აქ აღმოაჩენთ მაღალი ხარისხის სასკოლო ჩანთებს, საკანცელარიო ნაკრებებს, ორგანაიზერებსა თუ დღიურებს და სახატავს მასალებს - ფერად ფანქრებს, აკვარელისა თუ სახატავი რვეულების ყველაზე დიდ არჩევას. აპლიკაციაშივეა Antaris.ge, სადაც შეარჩევთ ყველაფერს სკოლისა თუ ოფისისთვის - იქნება ეს წყლის ბოთლი, გასაფერადებლები, გუაშის, აკრილის თუ ზეთის საღებავები, სასკოლო ჩანთა და სხვა ყველაფერს, რაც გონებაში გაგიელვებთ.
ტექნოლოგიები თანამედროვე მოსწავლისთვის
ცხადია, თანამედროვე სწავლის პროცესი არ არსებობს თანამედროვე ტექნიკის გარეშე. Glovo-ზეა ალტა, ზუმერი, iPlus, Elit Electronics და სხვა მრავალი ტექნიკის წამყვანი მაღაზია, სადაც შეგიძლია იპოვო: ლეპტოპები - სასწავლო პროექტებისა და კვლევებისთვის, ტაბლეტები - ციფრული სახელმძღვანელოებისა და კონსპექტებისთვის, სმარტფონები - ონლაინ სწავლისა და კომუნიკაციისთვის და რა თქმა უნდა, ყველა სხვა აქსესუარი, რაც თანამედროვე ტექნიკისთვის გჭირდება.
როგორც ხედავ, Glovo-ზე შეგიძლია იპოვო ყველა საჭირო მაღაზია, შეუკვეთო ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, ისარგებლო საუკეთესო ფასებითა თუ აქციებით და მიიღო შენი შეკვეთა 30-60 წუთში.
წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!