SEX

პრელუდიის იდეები, რომელიც ყველა ქალმა უნდა სცადოს

პრელუდიის იდეები, რომელიც ყველა ქალმა უნდა სცადოს

უდავოა, რომ პრელუდია აუცილებელია ვნების გასაზრდელად. თუმცა, მილიონობით წყვილი ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევს: წყვილები უმეტესად იწყებენ კოცნით, შემდეგ იხდიან ტანსაცმელს და გადადიან აქტზე.

TREND გირჩევთ, როგორ აქციოთ სექსი დაუვიწყარ სიამოვნებად!

გაიხსენეთ პირველი პაემანი

გაიხსენეთ პირველი შეხვედრები, რომლებიც, ალბათ, საკმაოდ ვნებიანი და მხურვალე იყო: „ჩაიცვით იგივე ტანსაცმელი, რაც პირველ პაემანზე გეცვათ და საწოლში გაიმეორეთ ის, რაც ყველაზე მეტად აღგაგზნებდათ მრავალი წლის წინ“, - გვირჩევს სექსოლოგი ბარბარა ვინტერი.

გადით საძინებლიდან

ყველაზე ცხელი სექსი ხშირად საძინებლის გარეთ ხდება - „სცადეთ სამზარეულოდან, აბაზანიდან, მანქანიდან ან ოფისიდან დაიწყოთ - სწორედ მოულოდნელობის ელემენტები ხდის ყველაფერს უფრო საინტერესოს. გარდა ამისა, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უგულებელყავით მრავალი ადგილი, რომელიც იდეალურია სექსისა და სიყვარულისთვის“, - ამბობს სექსოლოგი კლაუდია სიქსი.

სცადეთ უხამსი საუბარი

არ ხართ მზად ადგილმდებარეობის შესაცვლელად ან პირველი პაემნისთვის? მაშინ შეიძლება მოგეწონოთ სექსოლოგ რეიჩელ ზარის პრელუდიის რჩევები - მისი აზრით, უხამს საუბარს შეუძლია სექსი ახალ, საინტერესო დონეზე აიყვანოს: „ის წარმოუდგენლად ეფექტურია, როდესაც საქმე აღგზნებას ეხება; არ ხართ დარწმუნებული, საიდან დაიწყოთ? უმარტივესი ვარიანტია უბრალოდ უხამსად უთხრათ პარტნიორს, რა გსურთ მასთან ერთად და ჰკითხოთ, რა სურს თავად მას თქვენთან ერთად“, - ამბობს ის.

პენეტრაციის ტაბუ

„თუ გსურთ, ადამიანს რაღაც ძალიან მოუნდეს, აუკრძალეთ მას ამის გაკეთება“, - ამბობს ფსიქოთერაპევტი პემ შაფერი. მისი აზრით, ქალებისთვის ჭეშმარიტად აღმგზნები ეროტიკული პრელუდია შეიძლება დაფუძნებული იყოს ერთ მარტივ წესზე: პენეტრაციის აკრძალვა მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში - ეს ზუსტად ის დროა, რაც აღგზნებისთვის გვჭირდება. თუმცა, შეგიძლიათ საერთოდ გამორიცხოთ პენეტრაცია - რატომ არ უნდა ეძებოთ ერთმანეთის სიამოვნების მინიჭების სხვა გზები?

დაამატეთ ანალური სექსი

„ანალურ ნაწილში ბევრი ნერვული დაბოლოებაა, რაც მას ძალიან მგრძნობიარე ეროგენულ ზონად აქცევს. ექსპერიმენტი ჩაატარეთ თითებით ან რიმინგით - ამან შეიძლება უდიდესი სიამოვნება მოიტანოს“, - გვირჩევს სექსოლოგი შაფერი, უბრალოდ ნუ გახდით ამას სიურპრიზად - დარწმუნდით, რომ პარტნიორს ეს ნამდვილად სურს.

ერთად უყურეთ ეროტიკულ ფილმს

„სცადეთ ფილმის ყურება ლამაზი სექსის სცენებით - შეიძლება სცადოთ რომელიმე პოზაც, მაგრამ თუ პორნოგრაფიას ანიჭებთ უპირატესობას, ფრთხილად იყავით ფილმში ნაჩვენები ტექნიკის გამეორებისგან - ხშირად მათ არაფერი აქვთ საერთო რეალურ ცხოვრებასთან: მაგალითად, ჩვენ არასდროს გვიჩვენებენ, თუ როგორ ემზადებიან მსახიობები წინასწარ ანალური შეღწევისთვის“, - ამბობს ვინტერი.

შეადგინეთ „კი“/„არა“/„შესაძლოა“ სია

ეძებთ გზას, რომ გააძლიეროთ თქვენი პრელუდია და ინტიმურობა? სექსოლოგი ემილი მორსი ამბობს, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ „კი“/„არა“/„შესაძლოა“ სიის შედგენით.
„ჩაწერეთ ყველა სექსუალური ფანტაზია, რაც კი ოდესმე გქონიათ, შემდეგ გაცვალეთ სიები და დაამატეთ „კი“, „არა“ ან „შესაძლოა“ ვარიანტები თქვენი პარტნიორის მიერ წამოჭრილი თითოეული პუნქტის გვერდით; ერთმანეთზე ბევრ ახალ რამეს შეიტყობთ და შემდგომი დისკუსია ძალიან საინტერესო იქნება“, - ამბობს ემილი.

წაისვით ინტიმური გელი

პრელუდია კიდევ უფრო საინტერესო შეიძლება გახდეს სურნელოვანი ინტიმური გელის დამატებით. „წაისვით გელი პრელუდიის დასაწყისში და მას ექნება დრო, გაზარდოს სისხლის მიმოქცევა ქსოვილებში, პენეტრაციის დროს კი ის იმოქმედებს უფრო ჯადოსნურად“, - განმარტავს მორსი.

ერთად გაიარეთ ონლაინ სექს-სემინარი

სექსის შესახებ უამრავი გაკვეთილი არსებობს: შეგიძლიათ ისწავლოთ G წერტილის სტიმულირება, მინეტის გაკეთება ან კუნილინგუსი - არჩევანი მრავალფეროვანია!
„ერთად ყურებისას, ეს სემინარები ერთგვარ აღგზნების პორნოგრაფიად იქცევა, გარდა ამისა, შეგიძლიათ მაშინვე გამოსცადოთ ის, რასაც სწავლობთ“, - ამბობს მორსი.