LIFE

არასოდეს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ

არასოდეს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ

ჰო, ყველა რაღაცას გირჩევს, რჩევებს წაიკითხავ ყველგან - ვაფლის ეტიკეტით დაწყებული და სოციალური ქსელებით დამთავრებული. შეიძლება, ძალიან გაბრაზდე, თუ ჯორჯ კლუნი სამსახიობო ხელოვნებას კი არა პოლიტიკას „გასწავლის“. თუმცა ყველა რჩევა გადასაგდები არ არის, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც წარმატებასაც მიაღწიეს და კეთილდღეობასაც. ის, თუ ვინ როგორ ახერხებს დასახული მიზნისკენ სვლას, ან როგორ ახერხებს ამ პროცესში დაბრკოლებების გადალახვას, შეიძლება ძალიან საინტერესო და გამამხნევებელი აღმოჩნდეს.

გავიხსენოთ რჩეულები!

7. მადონა, მომღერალი:

არასოდეს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ

"არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ; არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა გაგიკეთებია; არა აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ - შენ ყოველთვის შეგიძლია შეცვალო რაღაც და გახდე უკეთესი!"

6. ჯენიფერ ლოურენსი, მსახიობი:

არასოდეს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ

"როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, მაინც ვახერხებ კვირაში ერთხელ ჩემს მეგობართან ერთად ვისადილო. სისუსტისა და სურვილის არქონის მიუხედავად, ვატარებ დროს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ვუყვარვარ და მხარს მიჭერენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ცხოვრება მხოლოდ მუშაობა გამოდის."

5. დემი ლოვატო, მომღერალი

არასოდეს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ

"არასდროს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ. შენ გაქვს უფლება ყველანაირი ემოცია დაგეუფლოს და აკეთო ის, რაც ბედნიერებას განიჭებს."

4. ლედი გაგა, მომღერალი:

არასოდეს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ

"ზოგიერთი ქალი მამაკაცის სურვილებს მიჰყვება,ზოგი კი საკუთარ ოცნებებს. აირჩიე ოცნებები, რადგან ის არ ადგება ერთ მშვენიერ დილას და არ გეტყვის, რომ აღარ უყვარხარ. არასდროს გადადოთ გვერდზე თქვენი სურვილები და ამბიციები. გულწრფელად რომ გითხრა, კარგი მამაკაცი მსგავსი არჩევნის წინაშე არასდროს დაგაყენებს.”

3. მერი ჯეი ბლაიჯი, მომღერალი:

არასოდეს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ

"მთავარია, გააცნობიერო, რომ ხალხის აზრს ყურადღება არ მიაქციო. შენ უნდა აკეთო ის, რაც გულით გინდა და დარწმუნდე, რომ სწორედ ეს არის რეალური."

2. ეშლი გრინი, მსახიობი:

არასოდეს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ

"თუ რამე გაწუხებს ან რამე გეწყინა შენი პარტნიორისგან, სჯობს მაშინვე თქვა, ვიდრე დამალო და ამით პრობლემები გააჩინო ურთიერთობაში."

1. ემა სტოუნი, მსახიობი:

არასოდეს შეგრცხვეს იმის, რასაც ფიქრობ

"არასდროს შეგეშინდეს იმის, რომ ხალხი იტყვის, რასაც შენ აკეთებ არასწორია ან სიკეთეს არ მოგიტანს. გთხოვ, მენდე და არასდროს ინანო, რომ გიყვარს ის, რასაც აკეთებ."