ხშირ შემთხვევაში მეგობრობას კიდევ უფრო სერიოზული ურთიერთობა მოსდევს. შეიძლება, ემოციურად რთული გასაანალიზებელი იყოს ის, რომ მეგობარი შეგიყვარდათ, ან მეგობარს შეუყვარდით, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველაზე მყარი ურთიერთობაა ის, რომელსაც მრავალწლიანი მეგობრობა უდევს საფუძვლად.
თუ თქვენს მეგობარს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთი მაინც შეამჩნიეთ, დაფიქრდით და გააანალიზეთ, ეს შეიძლება დიდი სიყვარულის დასაწყისი იყოს:
1, ყველაფერი აინტერესებს - ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ მეგობარს მოსწონხართ არის ის, რომ ინტერესდება ყოველგვარი წვრილმანით, რაც თქვენ გეხებათ. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს მაშინ, როცა მიდიხართ სადმე და ცდილობთ კარგად გამოიყურებოდეთ
2. ამჩნევთ, რომ თვალს არ გაშორებთ - თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მეგობარი გაშტერდებათ, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მისთვის მიმზიდველი გახდით.
3. საჯაროდ თავს გარიდებთ - თუ მეგობრების გარემოცვაში ხართ და ის თავს გარიდებთ, ეს შეიძლება ნიშანი იყოს იმისა. რომ მოსწონხართ. თავის არიდებთ ცდილობს სხვებს დაუმალოს გრძნობები, ცდილობს ეს შესამჩნევი არ იყოს.
4. ცდილობს თქვენს იმიტაციას - იმიტაცია არის ერთ-ერთი უძლიერესი ინდიკატორი იმისა რომ მას მოსწონხართ. თუ შეამჩნიეთ, რომ ზუსტად ისე იქცევა, როგორც თქვენ, საუბრობს თქვენი სიტყვებით, იყენებს თქვენს ჟესტიკულაციას, ე.ი მას იზიდავთ.
5.მოსწონს თქვენი გაოცება - ცდილობს თქვენს განცვიფრებას საჩუქრებით, საჭმელებით, ნებისმიერი რამით. ცდილობს აღგაფრთოვანოთ. ეს ნიშნავს, რომ მოსწონხართ.
6. ყოველთვის თქვენს გვერდითაა - როცა ვინმე მოგვწონს, გვინდა, მის გვერდით ვიყოთ. თუკი სადმე მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტს წამოსვლას, რაც გაიგებს, რომ იქ თქვენც მიდიხართ, ეს ნიშანია, რომ უბრალოდ გიჟდება თქვენზე.
7. მოულოდნელად თქვენს გვერდით მორცხვად იქცევა - თუ შეამჩნევთ, რომ მოულოდნელად თქვენმა მეგობარმა თქვენთან დაიმორცხვა, ეს ნიშნავს, რომ მოსწონხართ. ის ბუნებრივად ვეღარ იქცევა და ზედმეტად ნერვიულობს.
8. ის სცდება ფარგლებს - მეგობრები როგორც წესი, გამოიყურებიან როგორც მეგობრები. მაგრამ თუ იწყებს ისეთ ქმედებებს, რითაც სცილდება მეგობრობის ფარგლებს, ნიშნავს, რომ ის თქვენზე შეყვარებულია.
9. იცინის თქვენს ხუმრობაზე - თუ თქვენს საშინელ ხუმრობაზე მის გარდა არავის ეცინება, ეს შეიძლება კარგი ნიშანი იყოს. მას მოსწონხართ, სურს, გასიამოვნოთ და გიხსნათ უხერხულობისგან.
10. გეხებათ ყველა შესაძლებლობისთანავე - თუ თქვენი მეგობარი გეხებათ უფრო ხშირად ვიდრე ადრე, ან არ იშურებს ძალისხმევას, რომ მანძილი თქვენს შორის შეამციროს, ის შეყვარებულია.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, მამაკაცები, წყვილი, ქალები
<a href="https://www.powerofpositivity.com/">https://www.powerofpositivity.com/</a>