დონატელა ვერსაჩეს 2017 წლის საშემოდგომო კოლექციის ჩვენება იმსახურებს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა "გამბედაობა" და "თანასწორობა". მისი ჩვენება ერთგვარად იყო ქალის, როგორც ძლიერი სქესის მხარდასაჭერი ხმამაღალი გამოძახილი დღევანდელ სამყროში.
ვერსაჩეს ახალი კოლექციის უკან დგას სტილისტი გუიდო პალაუ, რომელმაც, მოდელებს ნათელი ფერები მიანიჭა და ამაში, საკმაოდ დიდი შრომა ჩადო.
"ვერსაჩეს თანამედროვე ქალის ამგვარი ხედვა დონატელას ეკუთვნის", - განმარტა სტილისტმა იმ მკვეთრი, ელექტრო ფერების შესახებ, რითაც ვერსაჩეს მოდელების უმრავლესობა გამოირჩეოდა. "ეს არის ყოველდღიური, ქუჩის სტილი, რომლის გამოყენება, საკუთარი ინდივიდუალურობის ხაზგასასმელად ნებისმიერ გოგონას შეუძლია!"
როგორც მოდის ცნობილი გამოცემები წერენ, თითოეული მოდელი შეირჩა დონატელას მიერ. ასევე მის მიერ შეირჩა თითოეული მოდელის ვარცხნილობა და ვარცხნილობის ფერი, რაც საოცრად მოუხდა კოლექციაში წარმოდგენილ ტანისამოსს. დონატელა ვერსაჩეს ეს მიდგომა ერთგვარ, მარტივ ჟესტად მიიჩნიეს მოდის კრიტიკოსებმა, სილამაზის სახლების ტენდენციათა გასამყარებლად.
თემები: სტილი, მოდა, ვარცხნილობა, მოდის კვირეული, Versace, მსოფლიო მოდა
vogue.com