როგორი ვარცხნილობა უხდებათ მრგვალი სახის მქონე გოგონებს - 5 იდეალური სტილი
- 26.02.2017
ვარცხნილობის სწორად შერჩევა საკმაოდ რთულია. აუცილებელია, გაითვალისწინოთ თქვენი სახის ფორმა.
თმის მოკლედ შეჭრა ზოგიერთი გოგონასთვის დიდი რისკთან ასოცირდება და ამის გაკეთებას ვერ ბედავენ. გოგონების დიდ ნაწილს ხიბლავს ზოგიერთი ტოპ მოდელის მსგავსად გრძელი თმის ტარება, თუმცა გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, თქვენს სახეს გაცილებით უფრო უხდებოდეს მოკლე თმა.
თუკი მრგვალი ფორმის სახე გაქვთ, გთავაზობთ 5 იდეალურ ვარცხნილობას, რომლებიც აუცილებლად მოგიხდებათ.
1. გრძელი თმა აჭრილი ფენებით - გქონდეს გრძელი თმა, ამაში არაფერია ახალი, თუმცა თუ თმის აჭრილი ფენები გაქვთ, ეს უკვე ტრენდია. ეს ვარცხნილობა თქვენს მრგვალ სახეს უფრო მოდურს და გამხდარს წარმოაჩენს.
2. გვერდზე გაყოფილი და შუბლთან შეჭრილი თმა - ასეთი ვარცხნილობითაც მრგვალი სახე გრძელი, ოვალური ჩანს. ადამიანები კი თქვენს ლოყებზე აღარ გააკეთებენ აქცენტს.
3. მოკლე თმა - მრგვალი სახის მქონე გოგონებზე პოპულარული და არასწორი აზრი არსებობს - თვლიან, რომ მათ არ უხდებათ მოკლე თმა. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. პირიქით - ეს თქვენი სტილია.
4. მხრებამდე თმა, აჩეჩილი ეფექტით - თუ ეძებთ ტრენდულ ვარცხნილობას და გსურთ მაგალითი საყვარელი სელებრითებისგან აიღოთ, აირჩიეთ სუპერ მოდური სტილი. თმა მხრებამდე, გვერდზე გაყოფილი და ოდნავ აჩეჩილი ეფექტით.
5. შუბლთან შეჭრილი თმა, „ჩოლკა“ - როცა ასეთი ვარცხნილობა გაქვთ, ადამიანები ყურადღებას თქვენს თვალებზე ამახვილებენ და მრგვალი სახის მქონე გოგონებს ის ძალიან უხდებათ.
თემები: თმა, თავის მოვლა, რჩევები ქალებს, ქალები, რჩევები