10 ხერხი იმისთვის, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მუდამ ახალივით გამოიყურებოდეს - ნუ იტყვით უარს ძველ, მაგრამ თქვენთვის ძვირფას სამოსზე
- 26.02.2017
ხშირად ვწუხვართ იმის გამო, რომ ჩვენი საყვარელი ფეხსაცმელი, ან ტანსაცმელი დაზიანდა, დაძველდა და ვეღარ ვიცვამთ.
გთავაზობთ ხერხებს იმისთვის, რომ თქვენს საყვარელ სამოსს მეორე შანსი მისცეთ:
1. თუ გსურთ, რომ ძველ სამოსს ახლის ეფექტი დაუბრუნდეს, გარეცხეთ ის მარილიან წყალში.
2. ფანჯრის გასაწმენდი სითხე თქვენს ტყავის ფეხსაცმელს პირვანდელ ბრწყინვალებას დაუბრუნებს.
3. მარილის, ცივი წყლისა და ამიაკის ნაზავი დაგეხმარებათ ტანსაცმლიდან სისხლის ლაქების ამოსაყვანად.
4. თუ გსურთ, რომ ტანსაცმელს უსიამოვნო სუნი მოაშოროთ - ჩადეთ ის ელვაშესაკრავით დაკეტილ ჩანთაში და ღამით დატოვეთ საყინულეში.
5. ცივი წყლისა და ძმრის ნარევი დაგეხმარებათ ტყავის სამოსიდან ლაქების ამოყვანაში.
6. ჭურჭლის სარეცხი საშუალებები დაგეხმარებათ ტანსაცმელზე ცხიმიანი ლაქის მოშორებაში.
7. ცვილი, ან ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქი წაშლის თქვენს ფეხსაცმელზე გაკაწრულ ადგილებს.
8. იმისთვის, რომ მუქი ჯინსი გარეცხვის დროს არ გაღიავდეს, სარეცხ ფხვნილს დაამატეთ ძმარი, მარილი და ამ ნაერთით გარეცხეთ.
9. რბილი ტყავის ფეხსაცმლის გასაწმენდად გამოიყენეთ ძმრის, ამიაკისა და თბილი წყლის ნაზავი.
10. გამოიყენეთ ფრჩხილის ქლიბი ზამშის ფეხსაცმლის გასაწმენდად.
თემები: ქალი, რჩევები ქალებს, სილამაზე, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია