LIFE

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

საინტერესოა, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ ერთ მშვენიერ დღესაც სოციალური მედიისგან თავის შორს დაჭერას, დასვენებას გადავწყვეტთ? 

რაც არ უნდა უარყო, რომ დასვენება და სოცალური მედიისგან თავის შორს დაჭერა დროებით მაინც გჭირდება, სიმართლე მაინც ის არის, რომ დროა, შეისვენო! თუ ამტკიცებ, რომ სოციალურ მედიას, ფეისბუქს, ინსტაგრამს, სნეფჩატსა და ტვიტერს დღეში მხოლოდ ერთხელ ამოწმებ, დაუჯერებელია, რადგან, თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვინც ინსტაგრამს დღეში მხოლოდ ერთხელ სქროლავს.

TREND. გთავაზობთ იმ შესაძლო შედეგების ჩამონათვალს, რაც თქვენ მიერ სოციალური მედიის გათიშვას და მისგან დასვენებას მოჰყვება:

1. თავდაპირველად ძალიან, ძალიან მოიწყენთ

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

სავარაუდოდ, ფაიქბუქისა და სნეფჩატის ყოველ 15 წუთში შემოწმების ნაცვლად, მეილის შემოწმებაზე გადახვალთ, თუმცა, სულ ტყუილად. ინბოქსში შეუძლებელია რამე ახალი დაგხვდეთ ყოველ 15 წუთში, რაც თქვენს იმედგაცრუებას გამოიწვევს და სავარაუდოდ ძალიან, ძალიან მოიწყენთ. ისე, რომ შესაძლოა ცხოვრების არსს ეჭვის თვალითაც კი შეხედოთ. 

2. ...და შემთხვევით შემოგეხსნება ინსტაგრამი 1000-ჯერ

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

საკუთარ მოწყენილობა, შესაძლოა არ აღიაროთ, თუმცა, ის ფაქტი, რომ ამინდის შემოწმების ნაცვლად ინსტაგრამს ჩართავთ, ამას ადასტურებს. ბუნებრივია, ამ ფაქტს, ჩვევას დააბრალებთ და იტყვით, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ...შემთხევით მოხდა 1000-ჯერ დღის განმავლობაში!

3. უეცრად გააცნობიერებ რომ აწმყოში ცხოვრობ

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

შესაძლოა, ერთ დღესაც მოულოდნელად ადგე და ბუნებაში სასეირნოდ გახვიდე. ისე, რომ საკუთარი ტელეფონი არც კი წაიღო. აუცილებლად გააცნობერებ იმას, რომ აწმყოში არსებობის ამგვარი განცდა ამაღელვებელია და მშვენიერი გრძნობაა!

4. გააცნობიერებ, რომ გაცილებით დაკვირვებული გახდი 

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

შემთხვევების რაოდენობა, როცა გაუცნობიერებლად ხვებოდი კონკრეტულ ადგილებზე, შემცირდება. აღმოაჩენ, რომ გაცილებით დაკვირვებული და მახვილი თვალის მფლობელი გახდი. ასევე, შენი დაბნეულობაც სადღაც გაქრება. 

5. მიხვდები, რომ მეტს კითხულობ

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

თავისუფალი დროის სიმრავლის გამო, შეძლებ დაასრულო ყველა დაწყებული და დაუმთავრებელი სერიალის ნახვა. შეძლებ დაწყებული და დაუმთავრებელი, ან უბრალოდ სასურველი წიგნის წაკითხვას! 

6. მიხვდები, რომ მეგობრებთან ურთიერთობა სოციალური მედიის გარეშე გაცილებით სასიამოვნოა

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

როგორც აღმოჩნდა, მეგობრებს ისევ ისე უყვარხართ! ეს, რა თქმა უნდა, ისედაც იცოდით, მაგრამ მათთან ხშირად შეხვედრისას, კომუნიკაციისას, ამას გაცილებით მძაფრად იგრძნობთ. 

7. მომენტით სიამოვნებას ისწავლი

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

თუ ადრე, ჩიზბურგერის ჭამამდე, მის საუკეთესო კუთხეს ეძებდით საუკეთესო ფოტოს გადასაღებად, ახლა, უბრალოდ, შეძლებთ, ჩაკბიჩოთ და დატკბეთ!

8. შესაძლოა, ძალიანაც კი მოგეწონოს სოციალური მედიის გარეშე ცხოვრება

რა შეიძლება მოხდეს როცა სოციალური მედიის მოხმარებას თავს დაანებებ

შესაძლოა, იმდენად მოგეწონოს და შეგიყვარდეს საკუთარი ცხოვრება სოციალური ქსელის გარეშე, რომ შენი სოციალური მედიის გვერდების გაუქმებაც გადაწყვიტო! გაუქმებამდე კი, თვალს მოკრავ რა მოამზადა სადილად შენი ყოფილის ახალი შეყვარებულის დამ და დაივიწყებ საკუთარ გადაწყვეტილებას! ყველაფერი კარგი ასე მარტივად ჩაივლის! 



purewow.com