2025 წლის 8 ნოემბერს ალენ დელონს 90 წელი შეუსრულდებოდა. მან მოახერხა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კინომსახიობი გამხდარიყო და მთელ მსოფლიოს გაეცნო. მისი მაგნიტური სილამაზე და ხიბლი ბევრ ქალს აჯადოებდა.
TREND გიყვებათ მსახიობის რამდენიმე გახმაურებულ რომანებზე.
დალიდა
1973 წელს ალენ დელონმა და იტალიური წარმოშობის ფრანგმა მომღერალმა, დალიდამ, მსოფლიოს საკულტო კომპოზიცია „Paroles, Paroles“ აჩუქეს. როგორც 2011 წელს გაირკვა, მსახიობისა და მომღერლის ურთიერთობა პროფესიულ ურთიერთობაზე მეტი იყო.

თავის მემუარებში „ჩემი ცხოვრების ქალები“ დელონმა გაამხილა, რომ მას და დალიდას რომანი ჰქონდათ 1950-იან წლებში, მსახიობმა გაამხილა, რომ კარიერის დასაწყისში ის და დალიდა პარიზში, ჟან-მერმოს ქუჩაზე ცხოვრობდნენ, სადაც ერთანეთს შეხვდნენ. ასე დაიწყო მათი ხანმოკლე, მაგრამ რომანტიკული სიყვარულის ისტორია, რომლის შესახებაც მსოფლიომ მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შეიტყო.
მსახიობმა თავის წიგნში ასევე აღნიშნა, რომ ცხოვრებაში მისი ერთადერთი სინანული იყო ის, რომ ყოფილ შეყვარებულს 1987 წლის მაისში თვითმკვლელობამდე არ დაურეკა, (როგორც მაშინდელი მედია იუწყებოდა, დალიდამ მარტოობა ვერ გადაიტანა).
რომი შნაიდერი
შეყვარებულები ერთმანეთს 1956 წელს ფილმ „კრისტინის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. იმ დროს შნაიდერი უკვე ცნობილი მსახიობი იყო, დელონი კი მხოლოდ დამწყები, ახალბედა მსახიობმა შნაიდერის მოხიბვლა მაინც მოახერხა და მალე წყვილმა ღიად გამოხატა გრძნობები.

მედიამ მათ რომანს საუკუნის სიყვარული უწოდა, გულშემატკივრები აღფრთოვანებულნი იყვნენ წყვილის ერთმანეთის მიმართ ნაზი და ვნებიანი გრძნობებით. გარკვეული დროის შემდეგ, შეყვარებულებმა ნიშნობა გამოაცხადეს, მსოფლიო სუნთქვაშეკრული ელოდა მათ ქორწილს. თუმცა, წყვილის ურთიერთობა ისევე სწრაფად დასრულდა, როგორც დაიწყო.

შეყვარებული შნაიდერი მთლიანად ჩაეფლო მსახიობის მიმართ გრძნობებში, რამაც დელონის გაღიზიანება გამოიწვია. მალე მან მათი ნიშნობა დაარღვია და წყვილი დაშორდა. თუმცა, რომისთვის ეს არ იყო დასასრული, არამედ მხოლოდ დასაწყისი - მსახიობთან არაჯანსაღმა ურთიერთობამ ტრაგედიების სერია გამოიწვია ვარსკვლავის ცხოვრებაში, რამაც ის მორალურად გატეხა.
ნატალი ბართელემი
ნატალი ერთადერთი ქალია, რომელზეც დელონი დაქორწინდა. მომავალი მეუღლეები 1962 წელს შეხვდნენ და მათ შორის მაშინვე დაიწყო ქარცეცხლიანი რომანი - თითქოს ალენი და ნატალი ერთი მთლიანის ორი ნახევარი იყვნენ. შეყვარებულები არა მხოლოდ ხასიათით, არამედ გარეგნობითაც ჰგავდნენ - ისინი ხშირად და-ძმა ეგონათ.

ორი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა და ყოველდღიური ცხოვრება თანდათან ცენტრალურ ადგილს იკავებდა - ჩხუბი, ყვირილი და სკანდალები მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ბავშვის დაბადებამაც კი ვერ გადაარჩინა წყვილის ურთიერთობა, ოთხი წლის თავზე ალენი და ნატალი დაშორდნენ.

ნიკო პეფგენი
1960-იან წლებში პეფგენმა ფედერიკო ფელინის „ტკბილ ცხოვრებაში“ მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მსახიობი შეხვდა ალენ დელონს, რომელთანაც 1962 წელს ვაჟი შეეძინა, თუმცა, ფრანგმა მსახიობმა უარი თქვა მის მამობაზე.

ნიკომ შვილს კრისტიან აარონ პეფგენი დაარქვა და ის ალენ დელონის მშობლებმა, ედიტმა და პოლ ბულონმა გაზარდეს. მსახიობის მშობლებმა მოგვიანებით კრისტიანი იშვილეს და გვარიც მისცეს. სხვათა შორის, ალენმა კრისტიანი არასდროს აღიარა შვილად და განაცხადა, რომ მას მხოლოდ მეგობრად თვლიდა.

ვარსკვლავის უფროსი ვაჟის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა: 2023 წლის მაისში, 60 წლის კრისტიანი გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში.
მირეილ დარკი
ფრანგი მსახიობისა და მოდელის, მირეილ დარკისა და ალენ დელონის ურთიერთობა ხანმოკლე რომანით დაიწყო, თუმცა მოულოდნელად სამოქალაქო ქორწინებაში გადაიზარდა, რომელიც თითქმის ცამეტი წელი გაგრძელდა.

წყვილი ერთმანეთს 1969 წელს ფილმ „ჯეფის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდა. დარკი თავდაპირველად მსახიობის პირადი ასისტენტი გახდა, ხოლო მათი საქმიანი ურთიერთობა მოგვიანებით ძლიერ მეგობრობაში, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა.
საზოგადოება მდიდრულ ქორწილს ელოდა, მაგრამ წყვილს სხვა მომავალი ჰქონდა. 1983 წელს შეყვარებულები დაშორდნენ და დარკი ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა. იმავე წელს მსახიობმა კიდევ ერთი ტრაგედია განიცადა: ის ავტოკატასტროფაში მოყვა, საიდანაც სასწაულებრივად გადარჩა. სხვათა შორის, დელონი მთელ თავისუფალ დროს მსახიობის საავადმყოფოს პალატაში ატარებდა და ყველანაირად უჭერდა მხარს, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრობა იყო.
როზალი ვან ბრემენი
1987 წელს ალენ დელონმა კიდევ ერთი ქარიშხლიანი რომანი დაიწყო. მისი რჩეული მოდელი როზალი ვან ბრემენი იყო. წყვილის ურთიერთობა დაახლოებით ათი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ არალეგალურ ქორწინებაში გადაიზარდა. ვან ბრემენს ასევე შეეძინა ქალიშვილი, ანუშკა, და ვაჟი, ალენ-ფაბიენი.

თუმცა, დროთა განმავლობაში, ვან ბრემენსა და დელონს შორის პრობლემები წარმოიშვა, რაც გამწვავდა მსახიობის ჯიუტი უარის გამო, დაქორწინებულიყო საყვარელსა და შვილების დედაზე. 1997 წელს ვან ბრემენმა გადაწყვიტა, მიეტოვებინა დელონი. მოდელმა ბავშვები წაიყვანა და სახლიდან გადავიდა, მოგვიანებით კი ცნობილ ფრანგ ბიზნესმენ ალენ აფელზე იქორწინა.

დელონმა სიცოცხლის ბოლო წლები მარტო გაატარა პარიზში, საკუთარ სახლში. მსახიობმა კარიერა 2017 წელს შეწყვიტა, ხოლო 2019 წელს ინსულტი გადაიტანა, რამაც მეხსიერების და ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები გამოიწვია.

თემები: ალენ დელონი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია