LIFE

მსოფლიოს 10 ყველაზე სასურველი უცოლო მამაკაცი: სილამაზე, ქარიზმა და მილიონები

მსოფლიოს 10 ყველაზე სასურველი უცოლო მამაკაცი: სილამაზე, ქარიზმა და მილიონები

იდეალური მამაკაცი 2026 წელს – ეს არის სტილის, ცნობილი გვარისა და სტატუსის ნაზავი. ბრიტანულმა Tatler-მა ტრადიციულად გამოაქვეყნა "ყველაზე სასურველების" სია. ჩვენ კი წარმოგიდგენთ 35 წლამდე ასაკის 10 გამორჩეულ მამაკაცს, რომელთა გული ჯერ კიდევ თავისუფალია.

1. კიტ პრაისი (23 წლის)



მალაიზიური წარმოშობის ბრიტანელი მოდელი. მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა პანდემიის დროს TikTok-ზე გახდა პოპულარული. დღეს ის მსოფლიოს წამყვანი ლუქს-ბრენდების სახეა.

2. ალასტერ უოლეს სტიუარტი (19 წლის)



ლეგენდარული მომღერლის, როდ სტიუარტისა და მოდელ პენი ლანკასტერის ვაჟი. მიუხედავად მამის უზარმაზარი ქონებისა, ალასტერი თავმდაბლობით გამოირჩევა – ის დღემდე ძველი Ford Fiesta-თი დადის და ცდილობს გზა საკუთარი შრომით გაიკვალოს.

3. დემსონ იდრისი (34 წლის)



ბრიტანელი მსახიობი ნიგერიული ფესვებით. ბრედ პიტთან ერთად ფილმ „ფორმულა 1“-ში მონაწილეობამ ის მსოფლიო დონის ვარსკვლავად აქცია. ჟურნალმა Essence-მა ის თანამედროვეობის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

4. ჯეკ ედვარდსი (27 წლის)



ინტელექტის სექსუალურობის სიმბოლო. YouTube-ბლოგერი, რომელიც ლიტერატურულ კლუბებს უძღვება და ცნობილ ვარსკვლავებს წიგნებზე ესაუბრება. მისი ინსტაგრამი "ინტერნეტ-ბიბლიოთეკის" როლს ასრულებს.

5. ჯორჯ ჰიტონი (34 წლის)



წარმატებული დიზაინერი და ბრენდ Represent-ის დამფუძნებელი. მისი ქონება 122 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. მას სურდა შეექმნა ტანსაცმელი, რომელიც მოუხდებოდა – და ეს მილიონიან ბიზნესად აქცია.

6. კიტ ბატლერი (25 წლის)



2025 წლის „წლის მოდელი“. უბრალო ოქსფორდელი ბიჭი, რომელიც მორაგბეობაზე ოცნებობდა, თუმცა დღეს Prada-ს და Louis Vuitton-ის ჩვენებების ვარსკვლავია. თავისუფალ დროს ისევ მშობლიურ ქალაქში მეგობრებთან ერთად რაგბის თამაშს ამჯობინებს.

7. პოროტო კამბიასო (19 წლის)



არგენტინელი პოლოს მოთამაშე. მან სპორტის ამ არისტოკრატულ სახეობაში ყველა შესაძლო რეკორდი მოხსნა. გარდა ამისა, ის Richard Mille-ის ამბასადორია და პრინც ჰარისთან ერთად Netflix-ის პროექტშიც მონაწილეობს.

8. რიკარდო კალაფორი (23 წლის)



იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც „არსენალში“ გადასვლისთანავე დაიპყრო ბრიტანელი გულშემატკივრების გულები. მისი ხვეული თმა და იტალიური შარმი მას ნამდვილ „ლოველასად“ აქცევს, თუმცა მისი გული ამჟამად თავისუფალია.

9. ელაიჯა ჰიუსონი (26 წლის)



ჯგუფ U2-ის სოლისტის, ბონოს ვაჟი. მან მამის გზა აირჩია და საკუთარი როკ-ჯგუფი Inhaler შექმნა. ელაიჯა ირლანდიის ახალ სექს-სიმბოლოდ მიიჩნევა და ამტკიცებს, რომ წარმატებას მამის გავლენის გარეშე მიაღწია.

10. დილან დუგლასი (25 წლის)



მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის შვილი. პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა საბოლოოდ მაინც კინოსამყარომ გაიტაცა. 2025 წელს მისი პირველი დიდი როლი შედგა ფსიქოლოგიურ თრილერში.