3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი პარტნიორი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ არის
- 08.01.2026
როდესაც ვინმეს ვხვდებით და ყველაფერი კარგად მიდის, იშვიათად ვფიქრობთ, არის თუ არა მამაკაცი იმავე დონეზე რომანტიკული მზაობის, როგორც ჩვენ, ქალები.
რომანტიკული მზაობა პარტნიორის ფსიქოლოგიური უნარია, გაუმკლავდეს გამოწვევებს და ინტეგრირდეს ყოველდღიურ რუტინაში: მეგობრებთან შეხვედრა, გადაადგილება, დაქორწინება და ა.შ.
შეხვედრებისა და ურთიერთობების ადრეულ ეტაპზე, მოუმზადებლობა მაშინვე აშკარა არ არის:
ის იმალება ხიბლის, ქიმიისა და რომანტიკის მიღმა. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ურთიერთობის დასაწყისშიც შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ პარტნიორი არ არის მზად გრძელვადიანი ურთიერთობისთვის.
ჩვენ გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
1. ემოციურად მიუწვდომელი პარტნიორი

ეს ურთიერთობისთვის მოუმზადებლობის ერთ-ერთი აშკარა ნიშანია. თუ პარტნიორი ემოციურ სიახლოვეს აღიქვამს, როგორც დამთრგუნველს და თავისთვის იკეტება, ეს ემოციურ მოუმწიფებლობაზე მიანიშნებს, მისი ნიშნებია:
-
განრიდება, დისტანცია ძლიერი სიახლოვის შემდეგ
-
გრძნობებზე, თუნდაც პოზიტიურზე, საუბრის თავიდან აცილება
-
ზედაპირული კომუნიკაცია და სიახლოვის ნაკლებობა
-
შეუსაბამობა: ერთ დღეს ის ზედმეტი ყურადღებით გღლით, ხოლო მეორე დღეს არც კი გეკითხებათ, როგორ ხართ.
2. წარსულში დარჩენა

მეცნიერები აცხადებენ, რომ ყოფილი პარტნიორის სრულად დავიწყებას დაახლოებით რვა წელი სჭირდება. თუმცა, ადამიანი ჩვეულებრივ ბევრად უფრო ადრე ახერხებს დავიწყებას.
თუ თქვენი პარტნიორი გონებრივად კვლავ „რჩება“ წარსულ ურთიერთობაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის მზად არ არის სერიოზული ცვლილებებისთვის:
-
მამაკაცი აიდეალებს თავის ყოფილს
-
მუდმივად ადარებს ერთმანეთს ამჟამინდელ და ყოფილ პარტნიორებს
-
წარსულ ურთიერთობებზე ისე საუბრობს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგა
-
არ არის მზად, ყოფილთან დაკავშირებული ნივთები გაუშვას (მაგალითად, სუნამო, სუვენირი, ან რამე სხვა)
3. პასუხისმგებლობის არიდება

მოუმზადებლობის ერთ-ერთი აშკარა ნიშანია, როდესაც ადამიანს სურს ურთიერთობა, მაგრამ თავს არიდებს პასუხისმგებლობას. ეს უკანასკნელი მოითხოვს თვითგანვითარებას, კომპრომისზე წასვლის სურვილს და ემოციების რეგულირების უნარს, ამის აშკარა ნიშნებია:
-
მაღალი ვალდებულება, რომელიც ქრება, როგორც კი ძალისხმევაა საჭირო
-
მუდმივი ბოდიში ცვლილებების გარეშე
-
საერთო გეგმების იგნორირება
-
პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანა
ცხადია, სერიოზული ურთიერთობა ასეთ უნარებზე ვერ აშენდება: როდესაც პარტნიორი უბრალოდ აღფრთოვანებულია ურთიერთობის კონცეფციით, მაგრამ არ სურს მასზე მუშაობა, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არის მზად ხანგრძლივი და ჯანსაღი კავშირისთვის.
რა უნდა გააკეთოთ, თუ ხვდებით ემოციურად მოუმზადებელ პარტნიორს
ნუ მიეცემით პანიკას, პირიქით, შეცვალეთ მიდგომა, იზრუნეთ თქვენს საზღვრებზე და იფიქრეთ იმაზე, თუ რას გააკეთებთ შემდეგ:
შეანელეთ ტემპი
მოუმზადებლობა ყველაზე დამანგრეველია, როდესაც ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. ქიმია ხშირად გვატყუებს, რომ თითქოს ვიცნობთ ერთმანეთს.
შენელება საშუალებას აძლევს მეორე ადამიანს გაიხსნას, თქვენ კი დაინახოთ ის, რისი დანახვაც აქამდე ვერ შეძელით.
ესაუბრეთ თქვენს საჭიროებებზე

თუ ადამიანი ემოციურად არასტაბილურია ან კვლავ წარსულზეა ორიენტირებული, აუხსენით, რა გჭირდებათ პარტნიორისგან (სტაბილურობა, სიცხადე, ორმხრივი დამოკიდებულება და ა.შ.). ის, თუ როგორ რეაგირებს პარტნიორი თქვენს საჭიროებებზე, მზადყოფნის ყველაზე ცხადი მაჩვენებელია. მოუმზადებელი პარტნიორი თავდაცვით პოზიციას დაიკავებს, თავს აარიდებს ურთიეთბას, ან უბრალოდ გაიქცევა.
დააკვირდით მათ ქცევას
ყველას გვაქვს მიდრეკილება ინტერპრეტაციებისკენ: „მან ეს იმიტომ თქვა, რომ...“ შეწყვიტეთ ამის კეთება და დაიწყეთ ყურება — მხოლოდ მაშინ შეამჩნევთ განსხვავებას ადამიანის ნათქვამსა და მის ქმედებებს შორის. გახსოვდეთ, ხშირად სიტყვებზე მეტად სხეულის ენა მუშაობს.
თემები: ქალი, ქალი და მამაკაცი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია