LIFE

"ჩვენ გვაქვს ცხოვრებისეული არჩევანი და ჩვენზეა დამოკიდებული ბედნიერება"

"ჩვენ გვაქვს ცხოვრებისეული არჩევანი და ჩვენზეა დამოკიდებული ბედნიერება"

ანჯელინა ჯოლი, მსახიობი:

"ჩვენ გვაქვს ცხოვრებაში არჩევანი და ჩვენზეა დამოკიდებული როგორ მივიღებთ ბედნიერებას. ჩვენ შეგვიძლია სიძულვილი და სიბნელე გავანადგუროთ ჩვენში და დავიბრუნოთ ადამიანური თვისებები."

ტეილორ სვიფტი, მომღერალი:

"არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება ცხოვრებაში, უბრალოდ, იყავი კარგი ადამიანებისთვის. იყო კარგი ადამიანი, ეს არის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა."

ლიუსილ ბოლი, მსახიობი:

"პირველ რიგში, შეიყვარე საკუთარი თავი და მერე ყველაფერი ადვილად გამოგივა. საკუთარი თავის შეყვარების გარეშე არაფერი გამოვა."

ჯოან როულინგი, მწერალი:

„თუ გსურთ გაიგოთ, რას წარმოადგენს ადამიანი დააკვირდით, როგორ ექცევა არა თანასწორებს, არამედ ქვემდგომთ.“

კელი ოსბორნი, მსახიობი:

"მე გირჩევ, იპოვო ერთი ნამდვილი მეგობარი, რომელიც სასტიკი დროის გაძლებაში დაგეხმარება... ქალები ივიწყებენ საკუთარ თავსა და სილამაზეს, სხვა რაღაცებით კავდებიან."

მერლინ მონრო, მსახიობი:

“მე ეგოისტი, მოუთმენელი და ცოტათი სახიფათო ადამიანი ვარ. ვუშვებ შეცდომებს და ხშირად ვკარგავ წონასწორობას. მაგრამ თუ არ შეგიძლია შეიყვარო ჩემი ცუდი თვისებები, მერწმუნე, ჩემს საუკეთესო მხარესაც არ იმსახურებ.“

ქრისტინა აგილერა, მომღერალი

"თუ მეძახიან კაპასს, ვიყო კაპასი, თუ ეგ ნიშნავს მტკიცე და მიზანდასახულ ქალს."

აბა, რას იტყვი, არის აქ შენი საყვარელი გამონათქვამი? გახდება რომელიმე მათგანი შენი ინსპირაციის წყარო? იქნებ, შენი რჩეული სულ სხვა „ცნობილის“ სხვა რჩევაა?..