LIFE

Wizz Air-ის ისტორიული მიღწევა - ავიაკომპანიამ 500 მილიონი მგზავრი გადაიყვანა

Wizz Air-ის ისტორიული მიღწევა - ავიაკომპანიამ 500 მილიონი მგზავრი გადაიყვანა

Wizz Air-მა, ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, ისტორიული ეტაპი აღნიშნა, რაც მის სწრაფ ზრდასა და ევროპული ავიაციის ბაზარზე ძლიერ ლიდერობას უსვამს ხაზს. მზარდ ქსელში გადაყვანილი ასობით მილიონი მგზავრით, ავიაკომპანია აგრძელებს საკუთარი როლის განმტკიცებას, როგორც ავიამგზავრობის დემოკრატიზაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

Wizz Air-მა, ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, დღეს თავისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი აღნიშნა: ოპერაციების დაწყებიდან დღემდე ავიაკომპანიამ 500 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ეს გამორჩეული მიღწევა წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს Wizz Air-ის განვითარების გზაზე და კიდევ უფრო აძლიერებს მის პოზიციას ევროპული ავიაციის ერთ-ერთ მთავარ ძალად.

ნახევარი მილიარდი მხოლოდ სიმბოლური რიცხვი არ არის. ეს არის 500 მილიონი არჩევანი, რომელიც მომხმარებლებმა გააკეთეს Wizz Air-ის სასარგებლოდ მისი ხელმისაწვდომი ტარიფების, ფართო მარშრუტების ქსელისა და სანდო სამგზავრო გამოცდილების გამო. დღეს ავიაკომპანიამ გადაიყვანა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობაა, რაც ნათლად წარმოაჩენს მის გავლენას ავიამგზავრობის ხელმისაწვდომობაზე. ეს შედეგი ძლიერი და თანმიმდევრული, მომხმარებლზე ორიენტირებული სტრატეგიის შედეგია, რომელიც აერთიანებს კონკურენტულ ფასებს, ფართო ქსელსა და საიმედო მომსახურებას, რაც მგზავრებს დაბრუნების სურვილს უჩენს.



„500 მილიონი მგზავრის გადაყვანა გამორჩეული მიღწევაა და ასახავს ჩვენს უნარს, ფუნდამენტურად შევცვალოთ ადამიანების მოგზაურობის გამოცდილება,” – განაცხადა Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ. „ეს შედეგი 22-წლიანი უწყვეტი ზრდისა და დისციპლინირებული შესრულების კულმინაციაა და ადასტურებს იმ ნდობას, რომელიც ასობით მილიონმა მგზავრმა გამოხატა Wizz Air-ის მიმართ, გამუდმებით ჩვენი არჩევით. ჩვენ უბრალოდ არ გავიზარდეთ – ბაზარს გავუსწარით: გავაფართოეთ ქსელი, გავაძლიერეთ ბაზები და მივაღწიეთ რეკორდულ ტრაფიკსა და ინვესტიციებს. მაშინ, როცა 2000-იანი წლების დასაწყისში დაფუძნებული ბევრი ავიაკომპანია გაქრა, Wizz Air-ი ევროპის ერთ-ერთ წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად ჩამოყალიბდა. ეს ეტაპი გვაძლევს ძლიერ იმპულსს, რათა მომავალშიც გავაფართოოთ ქსელი, გავზარდოთ ოპერაციები და ჩვენს მგზავრებთან ერთად შევქმნათ ავიამგზავრობის მომავალი მთელს მსოფლიოში.”

ამ მიღწევას განსაკუთრებულს ხდის ის სისწრაფე, რომლითაც იგი იქნა მიღწეული. Wizz Air-მა პირველი 100 მილიონი მგზავრი 11 წელიწადში გადაიყვანა, მომდევნო ოთხ წელიწადში ეს მაჩვენებელი გააორმაგა, ხოლო 200-დან 300 მილიონამდე ზრდა მხოლოდ სამ წელიწადში მოახერხა – მათ შორის COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. შემდგომ კი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კიდევ 200 მილიონი მგზავრი დაამატა და თითქმის 22 წელიწადში 500 მილიონიან ნიშნულს მიაღწია. შედარებისთვის, ერთ-ერთ მსხვილ კონკურენტს ანალოგიური მაჩვენებლის მისაღწევად სამ ათეულ წელზე მეტი დასჭირდა, რაც ხაზს უსვამს Wizz Air-ის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის პოზიციას ევროპული ავიაციის ისტორიაში.



ეს მიღწევა ნათლად ასახავს მკაფიო და დისციპლინირებული ზრდის სტრატეგიას, ასევე კომპანიის გამძლეობას. დღეს Wizz Air ევროპაში მესამე უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რაც მისი ბიზნესმოდელის სიძლიერისა და გრძელვადიანი ხედვის პირდაპირი დასტურია.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 257 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს.

Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air-ი World Finance Sustainability Awards-ის მიერ „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიად” იქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.