ფროიდის ქვეცნობიერის ტესტი: 8 კითხვა, რომელიც თქვენს ნამდვილ სახეს დაგანახებთ
- 19.01.2026
გსურთ გაიგოთ, რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი? ზიგმუნდ ფროიდის ეს მარტივი, მაგრამ გენიალური ტესტი დაგეხმარებათ გაერკვეთ საკუთარ დამოკიდებულებებში ცხოვრების, სიყვარულისა და გარემომცველი სამყაროს მიმართ.
აიღეთ ფურცელი და კალამი. წაიკითხეთ კითხვები და ჩამოწერეთ პირველივე ასოციაცია, რაც თავში მოგივათ. ნუ ეცდებით იყოთ ლოგიკური – აქ მთავარი ემოცია და პირველი იმპულსია.
კითხვები:
-
ზღვას უყურებთ... (რას გრძნობთ ამ დროს? აღწერეთ თქვენი პირველი შთაბეჭდილება).
-
ტყეში მიდიხართ და ძირს იყურებით... (რას ხედავთ? რას გრძნობთ?).
-
უყურებთ თოლიების ფრენას... (რას ფიქრობთ ამ დროს?).
-
ხედავთ ცხენების ჯოგს... (რა ემოცია გეუფლებათ?).
-
უდაბნოში ხართ და თქვენ წინ კედელია, რომელსაც ბოლო არ უჩანს. კედელში პატარა ნაპრალია, საიდანაც ოაზისი მოჩანს... (რას მოიმოქმედებთ?).
-
უდაბნოში გადაღლილი პოულობთ ბოთს წყლით... (რას აკეთებთ?).
-
ტყეში დაიკარგეთ, დაღამდა და ხედავთ სახლს, სადაც შუქი ანთია... (რას აკეთებთ ამ დროს?).
-
ნისლში ხართ და გზა არ ჩანს... (რას გრძნობთ და როგორ იქცევით?).
ახლა კი ვნახოთ, რას ნიშნავს თქვენი პასუხები:
-
ზღვა - ეს არის თქვენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. თქვენი ემოციები და ის, თუ როგორ აღიქვამთ სამყაროს ზოგადად.
-
ტყე და მიწა - ეს არის ის, თუ როგორ გრძნობთ თავს საკუთარ ოჯახში. რამდენად მყარად დგახართ ფეხზე და რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ახლობლებთან.
-
თოლიები - ეს არის თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.
-
ცხენები - ეს არის თქვენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ.
-
კედელი და ოაზისი - ეს თქვენი სტრატეგიაა პრობლემების დროს. რამდენად მებრძოლი ხართ ან პირიქით - ელით თუ არა გამოსავალს სხვისგან.
-
ბოთლი და წყალი - ეს თქვენი სექსუალური პარტნიორის შერჩევის პროცესია. თქვენი დამოკიდებულება ინტიმური ურთიერთობისადმი.
-
სახლი შუქით - ეს თქვენი მზაობაა ოჯახის შესაქმნელად და ერთგულებისთვის. რამდენად გჭირდებათ „ნავსაყუდელი“.
-
ნისლი - ეს არის თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.
თემები: ტესტი, პიროვნების ტესტი