ხშირად ვამბობთ, რომ ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ. ვფიქრობთ, რომ სხვისი შეცდომები სხვისი ცხოვრებაა და ისინი ვერაფერს გვასწავლის. სამყაროში ყველაზე ჭკვიან ადამიანად სოკრატე ითვლებოდა, რომელიც ამბობდა: "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი". წარმოგიდგენიათ, სამყაროში ყველაზე ბრძენი ადამიანი ამბობდეს რომ არაფერი იცის? როგორ შეიძლება გავიგოთ ყველაფრის ან არაფრის ცოდნა?
შესაძლოა, ძალიან განათლებული ადამიანი იყო, თუმცა, ფიქრობდე, რომ არაფერი იცი, რადგან, თვლიდე, რომ სიცოცხლის ბოლომდე, დაუსრულებლად შეგიძლია ისწავლო ყველასგან და ყველაფრისგან! ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა ახალ სურათს შლის, რომელშიც უამრავი შენთვის ხილული ჭეშმარიტების ამოკითხვა შეგიძლია. ნებისმიერი ახალი, წაკითხული წიგნი, ახალ სარკეში გახედებს, რომელშიც საკუთარ თავს ახალი კუთხით ხედავ. ეს პროცესი დაუსრულებელია, არასოდეს წყდება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ადამიანის არსებობას ღირებულებას სძენს!
TREND. გთავაზობთ იმ მნიშვნელოვანი მიგნებების ჩამონათვალს, რომლებსაც ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებთ და ვსწავლობთ. იმ საჭირო ჭეშმარიტებების სიას, რომლებსაც ადრე თუ გვიან ყველა ვაღიარებთ, თუმცა ზოგი სწრაფად ვსწავლობთ, ზოგიც ძალიან დიდ დროს ვანდომებთ:
1. ბრძოლა აუცილებელია
არასოდეს თქვათ, რომ აღარ შეგიძლიათ, რომ ვერ გაუძლებთ. მზად იყავით მეტისთვის და ყოველთვის აღნიშნეთ ეს!
2. არ იწუწუნოთ
ჩივილი და წუწუნი დროის ყველაზე დიდი მტრები არიან, რადგან ფუჭად ვკარგავთ მათში დროს! ნაცვლად ამისა, უმჯობესია, რამე მოვიმოქმედოთ იმის ირგვლივ, რაზეც ვწუწუნებთ!
3. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს
ადამიანების დიდი ნაწილი ჩვენი ცხოვრების დროებითი სტუმრები არიან. ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ოჯახს ვინარჩუნებთ. ამიტომ, ეცადეთ დაუთმოთ დრო მათ და საყავრელ მეგობრებს!
4. უსიყვარულო ურთიერთობებს ერიდეთ
მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, მეორე ადამიანი ძალიან მოგწონდეს, ცდად არ ღირს! ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობისთვის სახელის დარქმევა საჭირო არ არის მანამ, სანამ გრძნობა არ მოვა! გახსოვდეთ, იგი ან მოდის, ან არა!
5. ივარჯიშეთ ყოველდღიურად
ორგანიზმის ჯანმრთელობა არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც განურჩევლად ყველა უნდა ვზრუნავდეთ! გამონახე დრო ყოველდღიურად, რათა ივარჯიშო და უარი თქვი მავნე ჩვევებზე!
6. იქონიეთ დღიურის მსგავსი წიგნაკი
თუ ფიქრობთ, რომ მსგავსი რაღაცების ასაკიდან გამოხვედით, ძალიან ცდებით. ეს მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის!
7. იყავით მადლიერი
ყველაფრის მიმართ გამოხატეთ მადლიერება, რაც თქვენს ყოველდღიურობაში ხდება!
8. ნუ მიაქცევთ ყურადღებას რას ფიქრობს ხალხი
ყველაზე მნიშვნელოვანი, გახსოვდეთ, მხოლოდ ის არის, რას ფიქრობთ თქვენ! რას ფიქრობს ხალხი, კი პირიქით, ყველაზე უმნიშვნელოა!
9. იყავით რისკიანი
გახსოვდეთ, ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამს!
10. გახდით მთლიანის ნაწილი
ეცადეთ, იყოთ საუკეთესოები იმაში, რასაც აკეთებთ. ამისთვის წლები უნდა დახარჯოთ, შესაბამისად გჭირდებათ გარემო, რომელშიც გაიზრდებით. გახდით მთლიანის ნაწილი და იყავით თანამშრომელი. მხოლოდ სამსახური ვერ გაგზრდით.
11. მიიღეთ გამოწვევები
ცხოვრებაში ერთადერთი, რაზეც უარი არასოდეს უნდა თქვათ გამოწვევებია! მიიღეთ ისინი და გახსოვდეთ: თუ გსურთ იყოთ ლიდერი, უნდა იყოთ ერთადერთი საკუთარ საქმეში!
12. ნუ მიანიჭებთ დიდ მნიშვნელობას ფულს
ბუნებრივია, ფულის გარეშე ძალიან ბევრი რამის გაკეთებას ვერ შეძლებთ, თუმცა მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მინიჭებას არ გირჩევთ. არსებობს უამრავი რამ, რაც მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი და ღირებული.
13. იცხოვრეთ სუფთად
ეცადეთ, არასოდეს გაუკეთოთ ცუდი ადამიანებს. გახსოვდეთ, ყველანი თანასწორები ვართ.
14. ისწავლეთ ყოველდღიურობით
ისწავლეთ ყველაფრისგან. ყოველი თქვენი და თქვენს ირგვლივ არსებული ადამიანების მოქმედებებისგან.
15. დაისვენეთ მანამ, სანამ დაიღლებით
როგორც არ უნდა გიყვარდეთ საკუთარი საქმე, დასვენება ყოველთვის გჭირდებათ. ნუ გადაიღლებით. გამოიყენეთ დასვენების დღეები და დაისვენეთ გადაღლამდე.
16. ნუ განსჯით
ადამიანების განსხვავებული არჩევანის გამო, არანაირი უფლება არ გაქვთ განსაჯოთ ისინი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ!
17. იფიქრეთ სხვებზე
საკუთარი თავის ირგვლივ მზის სისტემა სულაც არ ბრუნავს და ჩვენი კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების კეთილდღეობაც, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არიან. იფიქრეთ მათზე!
18. ნუ დაელოდებით სანაცვლოს
სიკეთის კეთება მხოლოდ სანაცვლოს მოლოდინით არ უნდა იყოს განპირობებული. აკეთეთ კარგი საქმეები ისე, რომ არავისგან არაფერს ელოდეთ.
19. გახსოვდეთ, არცერთი თამაში არ სრულდება
ყველაფრის ამოხსნას, არგუმენტებით ახსნას ნუ ეცდებით. არსებობს დაუსრულებელი თამაშები! უბრალოდ, იცხოვრეთ!
20. ისიამოვნეთ მცირედით
ყველაზე დიდი სიამოვნება სწორედ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო რაღაცებშია. შეამჩნიეთ და ისიამოვნეთ ამით.
21. ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს ზედმეტი სერიოზულობით
ის, რომ ყველანი განსაკუთრებულები ვართ, ინდივიდუალურები და განსხვავებულები, არ გვაიძულებს ზედმეტი სერიოზულობით შევხედოთ ამ საკითხს და არც იმას ნიშნავს, რომ საერთო არაფერი გვაქვს. საბოლოოდ, მაინც უმრავლესობას ერთნაირი საკითხები გვაწუხებს.
22. ნუ დაადანაშაულებთ სხვებს
გახსოვდეთ, ყველაფერზე, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ ხართ.
23. შექმენით რაიმე
სულ ერთია რა გამოგდით, წერა, სიმღერა, მუსიკის კეთება თუ სხვ. აუცილებლად მიჰყევით საკუთარ ნიჭს და შექმენით რამე!
24. წარსულის კარები გამოხურეთ
წარსულის გახსენება მხოლოდ მაშინ ღირს, როცა ეს სწავლის პროცესს ეხება!
25. იმოქმედეთ
ნურასოდეს გაჩერდებით, იმოქმედეთ!
თემები: ბედნიერება, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, ქალები, რჩევები
medium.com