კაცობრიობის დასაწყისიდან მოყოლებული, დრო ქალების სილამაზის მეგობარი ნამდვილად არ არის, ასაკის მატება კი — პრობლემა, რომელიც ჯერჯერობით გადაუჭრელად რჩება. მსოფლიოში გაბატონებულ ამ უსამართლო სტერეოტიპს დღეს ბევრი ვარსკვლავი აპროტესტებს: სკარლეტ იოჰანსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქალი გარკვეული დროის შემდეგ „ასაკოვნად,“ და უინტერესოდ ითვლება, მაშინ, როდესაც მამკაცები 70 წლის ასაკშიც მშვიდად გრძნობენ თავს და 25 წლის გოგონებს ხვდებიანო. მოკლედ, ნათელია, რომ ასაკობრივი დისკრიმინაცია მხოლოდ ქართველი ქალბატონების პროტესტის მიზეზი არ არის.
ცხადია, ასაკობრივი დისკრიმინაციისგან არა მხოლოდ ქალები, არამედ — ორივე სქესი თანასწორად დაცული უნდა იყოს, 21-ე საუკუნის სამყაროში განსაკუთრებით, რადგან შორს არ არის ის დრო, როცა მსოფლიო ლიდერის პოზიციას სწორედ ქალი დაიკავებს. თანაც, კარგი ამბავი გვაქვს: ჰოლივუდის ძალიან ბევრი ცნობილი ვარსკვლავი 40 წლის ასაკის შემდეგ ბევრად ლამაზი და მიმზიდველია, ვიდრე — ახალგაზრდობაში. ეს, უბრალოდ ფაქტია, რომელსაც ციფრები ვერ გააბათილებს.
ქალები, რომლებზეც ამჯერად ყურადღება გავამახვილეთ, რამდენიმე თვისებას აერთიანებენ: ვნებიანები და ნაზები, ძლიერები და თავდაჯერებულები არიან. თანაც, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან, მაგრამ სილამაზე აერთიანებთ. სამსახიობო კარიერის დასაწყისში, ნიჭიც ჰქონდათ და გარეგნობაც, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დროსთან ერთად, სილამაზის შენარჩუნება და იმიჯის გარდაქმნაც შეძლეს.
კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ ქალს შეუძლია, ყველა ასაკში ლამაზი იყოს! გთავაზობთ მსოფლიო ვარსკვლავების ფოტოებს, კარიერის დასაწყისში და 40 წლის ასაკის შემდეგ. სად უფრო კარგად გამოიყურებიან, თქვენ გადაწყვიტეთ!
მონიკა ბელუჩი 1982-ში და 2014-ში
პენელოპა კრუზი 1993-ში და 2014-ში
სალმა ჰაიეკი 1996-ში და 2014-ში
მერილ სთრიფი 1979-ში და 2014-ში
ჰოლი ბერი 1994-ში და 2013-ში
შერონ სთოუნი 1983-ში და 2014-ში
ნატალია ორეირო 1998-ში და 2014-ში
ქეით ბლანშეტი 1999-ში და 2014-ში
სანდრა ბალოკი 1994-ში და 2014-ში
მადონა 1990-ში და 2013-ში
სარა მიშელ გელარი 1997-ი და 2015-ში
სინდი კროუფორდი 1995-ში და 2014-ში
დემი მური 1996-ში და 2014-ში
თვიგი, იგივე ლესლი ჰორნბი 1967-ში და 2015-ში
თემები: ვარსკვლავები 40 წლის შემდეგ, ყველა ასაკში ულამაზესი ქალბატონები, ვარსკვლავები და ასაკი, ლამაზი ქალები, ლამაზი ქალები 40 წლის შემდეგ, სილამაზე ყველა ასაკში
წყარო: <a href="https://brightside.me/wonder-films/15-famous-women-who-became-ever-more-attractive-and-beautiful-with-age-115955/">BRIGHT SIDE</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია