LIFE

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

კაცობრიობის დასაწყისიდან მოყოლებული, დრო ქალების სილამაზის მეგობარი ნამდვილად არ არის, ასაკის მატება კი — პრობლემა, რომელიც ჯერჯერობით გადაუჭრელად რჩება. მსოფლიოში გაბატონებულ ამ უსამართლო სტერეოტიპს დღეს ბევრი ვარსკვლავი აპროტესტებს: სკარლეტ იოჰანსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქალი გარკვეული დროის შემდეგ „ასაკოვნად,“ და უინტერესოდ ითვლება, მაშინ, როდესაც მამკაცები 70 წლის ასაკშიც მშვიდად გრძნობენ თავს და 25 წლის გოგონებს ხვდებიანო. მოკლედ, ნათელია, რომ ასაკობრივი დისკრიმინაცია მხოლოდ ქართველი ქალბატონების პროტესტის მიზეზი არ არის.

ცხადია, ასაკობრივი დისკრიმინაციისგან არა მხოლოდ ქალები, არამედ — ორივე სქესი თანასწორად დაცული უნდა იყოს, 21-ე საუკუნის სამყაროში განსაკუთრებით, რადგან შორს არ არის ის დრო, როცა მსოფლიო ლიდერის პოზიციას სწორედ ქალი დაიკავებს. თანაც, კარგი ამბავი გვაქვს: ჰოლივუდის ძალიან ბევრი ცნობილი ვარსკვლავი 40 წლის ასაკის შემდეგ ბევრად ლამაზი და მიმზიდველია, ვიდრე — ახალგაზრდობაში. ეს, უბრალოდ ფაქტია, რომელსაც ციფრები ვერ გააბათილებს.

ქალები, რომლებზეც ამჯერად ყურადღება გავამახვილეთ, რამდენიმე თვისებას აერთიანებენ: ვნებიანები და ნაზები, ძლიერები და თავდაჯერებულები არიან. თანაც, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან, მაგრამ სილამაზე აერთიანებთ. სამსახიობო კარიერის დასაწყისში, ნიჭიც ჰქონდათ და გარეგნობაც, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დროსთან ერთად, სილამაზის შენარჩუნება და იმიჯის გარდაქმნაც შეძლეს.

კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ ქალს შეუძლია, ყველა ასაკში ლამაზი იყოს! გთავაზობთ მსოფლიო ვარსკვლავების ფოტოებს, კარიერის დასაწყისში და 40 წლის ასაკის შემდეგ. სად უფრო კარგად გამოიყურებიან, თქვენ გადაწყვიტეთ!

მონიკა ბელუჩი 1982-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

პენელოპა კრუზი 1993-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

სალმა ჰაიეკი 1996-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

მერილ სთრიფი 1979-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

ჰოლი ბერი 1994-ში და 2013-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

შერონ სთოუნი 1983-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

ნატალია ორეირო 1998-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

ქეით ბლანშეტი 1999-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

სანდრა ბალოკი 1994-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

მადონა 1990-ში და 2013-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

სარა მიშელ გელარი 1997-ი და 2015-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

სინდი კროუფორდი 1995-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

დემი მური 1996-ში და 2014-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ

თვიგი, იგივე ლესლი ჰორნბი 1967-ში და 2015-ში

ქალები, რომლებსაც ასაკი არ აშინებთ





წყარო: <a href="https://brightside.me/wonder-films/15-famous-women-who-became-ever-more-attractive-and-beautiful-with-age-115955/">BRIGHT SIDE</a>