სილამაზე

მინუს 10 წელი პლასტიკური ქირურგიის გარეშე: თმის 3 ფერი, რომელიც მყისიერად გაგაახალგაზრდავებთ

მინუს 10 წელი პლასტიკური ქირურგიის გარეშე: თმის 3 ფერი, რომელიც მყისიერად გაგაახალგაზრდავებთ

გიზიარებთ მარტივ და სწრაფ გზას, რომ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად ქირურგიული ჩარევის გარეშე.

თმის ტონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმიჯზე მუშაობის დროს, მას მარტივად შეუძლია თქვენი იერსახის გაუმჯობესება ან/და განტვირთვა.

თმის სპეციალისტები თავიანთ მომხმარებლებს სთავაზობენ შეღებვის მრავალ ვარიანტს, რომლებიც საოცარ ეფექტს ახდენს მათ გარეგნობაზე!

ზოგჯერ ეს ტრანსფორმაციები იმდენად წარმატებულია, რომ ქალები სალონიდან 5-10 წლით ახალგაზრდულად გამოდიან - თითქოს პლასტიკურ ქირურგთან იყვნენ ვიზიტზე და არა სილამაზის სალონში.

TREND მოგიყვებით სამ ასეთ სასწაულებრივ ელფერზე.

თბილი კრემისფერი ქერა



რჩეულთა შორის პირველი გამაახალგაზრდავებელი ელფერია თბილი კრემისფერი ქერა. მას შეუძლია შეცვალოს როგორც კოსმეტიკური პროცედურები კანის ტონის გასაახლებლად, ასევე ბლეფაროპლასტიკა, რადგან ის თქვენს კანს უფრო ღიას ხდის, თვალებს კი უფრო რბილს და ნათელს.

კარამელისფერი ყავისფერი



შემდეგი ფავორიტი თმის ფერი წაბლისფერია. კარამელის ელფერი განსაკუთრებით კარგად გამოიყურება ღია მელირებასთან ერთად, რაც სიღრმესა და სიმდიდრეს მატებს თმას და სახის კონტურსაც.

ღია წაბლისფერი ოქროსფერით



ოქროსფერი აქცენტებით ეს მდიდრული ელფერი უნივერსალური ვარიანტია ქალებისთვის, რომლებიც ბუნებრივ გაახალგაზრდავებაზე ოცნებობენ.
ამისთვის არანაირი რადიკალური ზომების მიღება საჭირო არ არის - უბრალოდ ეწვიეთ სილამაზის სალონს და მყისიერად რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდით.